კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ თვალებზე ვიღაცამ ხელი აგაფარათ‚ ფუმფულა მკერდით ზურგზე შეგეხოთ და გკითხათ: „აბა‚ გამოიცანი‚ ვინ ვარ?“ – აუცილებლად ყოველთვის უპასუხეთ: – ზურა‚ შენ ხარ?! მერწმუნეთ‚ ასე აჯობებს.


***
– ო‚ ძალიან დაცხა‚ სად აპირებთ დასვენებას?
– მე და ჩემმა მეუღლემ ბევრი ვიფიქრეთ‚ ვიმსჯელეთ‚ ვიანგარიშეთ და გადავწყვიტეთ‚ რომ არ დავღლილვართ...
***
მეცნიერებმა დაადგინეს‚ რომ ყოველ დილით გაღვიძება და სამსახურში სიარული არანაკლებად კლავს ადამიანს‚ ვიდრე სიგარეტი და ალკოჰოლი და თან‚ სულაც არ მოაქვს სიამოვნება...
***
ორი არაბი ტერორისტი-კამიკაძე დავალების შესასრულებლად მიდის.
– ნერვიულობ? – ეკითხება ერთი.
– კი... პირველია და... – პასუხობს მეორე.
***
რეკავს ტელეფონი:
– ალო‚ მიხო‚ შენა ხარ?
– ხო‚ მიტუა‚ რა იყო‚ რო?!
– რავი‚ შენი ბროლია მოკვდა და...
– რა მოუვიდა?
– აყროლებული ხორცი შეჭამა.
– ვინ შობელძაღლმა აჭამა?
– თვითონ ჭამა გაფუჭებული ვირის ხორცი.
– რომელი ვირისა?
– შენი სახედრისა‚ ჯო... წყალი მიჰქონდა ბოჩკებითა და მოკვდა.
– წყალი რა ჯანდაბად გინდოდათ?
– ცეცხლის ჩასაქრობათა‚ სახლ რო მეეკიდა.
– რა‚ სახლიც დაიწვა?
– ჰო, ანთებული სანთლიდანა ფარდას მეედო.
– სანთელი რად გინდოდათ‚ შუქი არ იყო?
– შუქი კი იყო‚ მაგრამ შენი ცოლის კუბოს თავთან ხო უნდა დაგვენთო?!
– რა, მარო აღარ არის? რამ მოკლა?
– სახლში გვიან მოვიდა... მე კიდენა, ქურდი მეგონა და ჩვენი მამაპაპეული თოფი ვესროლე.
– მიტუა‚ თუ ი თოფი გამიფუჭე‚ დედაი გიტირებ‚ იცოდე!
***
– ექიმო‚ მგონი‚ მე გეი ვარ.
– მუსიკოსი ან მომღერალი ხომ არ ხართ?
– არა.
– მსახიობი?
– არა.
– შოუმენი?
– არა‚ არა!
– ალბათ‚ პოლიტიკოსი?
– არც ეგ.
– მაშ‚ რა პროფესიის ხართ‚ სად მუშაობთ?
– მშენებელი ვარ...
– აა‚ ესე იგი, გეი კი არა პედერასტი ყოფილხართ.
***
დედა მივლინებიდან დაბრუნდა.
– მამა დარდობდა‚ მე რომ სახლში არ ვიყავი? – ჰკითხა შვილს.
– თავიდან – არა. ბოლო დღეებში კი სულ უფრო და უფრო მოიწყინა.
***
ცოლ-ქმარი რესტორანში ზის. მშვენიერი ვახშამი‚ შამპანური... უცბად, მაგიდას ლამაზი ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა‚ ქმარს ტუჩებში აკოცა და ნაზად უთხრა:
– ნახვამდის‚ საყვარელო!
ცოლს თვალები შუბლზე აუვიდა:
– ეს ვინ არის?
– ჩემი საყვარელია...
– შენთან ერთ წუთსაც აღარ გავჩერდები‚ მორჩა‚ გაყრას მოვითხოვ!
– უპრობლემოდ‚ მაგრამ, გაითვალისწინე: არავითარი დასვენება და მოგზაურობა უცხოეთში‚ არანაირი შოპინგი პარიზში; „ლექსუსი“‚ ძვირფასეულობა და ფული დაქალებში საგულაოდ – დაივიწყე.
ზუსტად ამ მომენტში რესტორანში ნაცნობი შემოვიდა მაგარ ქალთან ერთად.
– ეს ვინ არის ზურასთან? – ჰკითხა ცოლმა.
– მისი საყვარელია... – უპასუხა ქმარმა.
– ისე‚ ჩვენი ჯობია‚ არა?!
***
– რას ჭრი ასე გულდაგულ ჟურნალიდან?
– ამბავია მოთხრობილი‚ როგორ მოკლა ქმარმა ცოლი‚ რომელიც მის ჯიბეებში იქექებოდა...
– ამოჭრა რა საჭიროა?
– ჯიბეში უნდა ჩავიდო.
***
მდივანი უფროსთან შედის:
– ორი ამბავი მაქვს‚ ერთი კარგი‚ მეორე – ცუდი... რით დავიწყო?
– კარგით.
– შესანიშნავია! ჩვენ არც ერთი არ ვართ უშვილო...
***
– წუხელ მაგრად გავერთეთ...
– კი, კარგი იყო... ესე იგი‚ დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ: გადმოვდივარ და ამ სახლის დიასახლისი ვხდები.
***
– დედა‚ მომისმინე‚ ჩემმა ცოლმა ისევ აურია... მეტი აღარ შემიძლია‚ საცხოვრებლად შენთან უნდა გადმოვიდე.
– არა‚ შვილო‚ მაგას უნდა ვაზღვევინოთ ყველაფრისთვის – მე გადმოვდივარ თქვენთან საცხოვრებლად!..
***
ორი ქერა ქალი შეხვდა ერთმანეთს.
– დიეტაზე დავჯექი: დღეს მხოლოდ ორი კვერცხი და ერთი სტაფილო შევჭამე‚ გუშინ – ორი კივი და ერთი ბანანი‚ გუშინწინ კი...
– ორი პომიდორი და ერთი კიტრი?
– შენ როგორ მიხვდი?
***
მათი კოცნა ისეთი ხანგრძლივი იყო, რომ კაცმა მოასწრო აზრობრივად, მასთან სრული სექსი ჰქონოდა‚ ქალმა კი მის სახლში არა მარტო ტანსაცმლისა და პარფიუმერიის გადატანა, ავეჯის გადაადგილებაც მოახერხა.
***
დაბალი‚ მსუქანი გოგონა დაეცა‚ ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოში მოხვდა.
– წონა‚ სიმაღლე? – ეკითხება ექიმი.
– მეტრი და 75‚ 60 კილოგრამი.
– გოგონი‚ ეს გაცნობის საიტი კი არ არის‚ საავადმყოფოს მიმღებია.

скачать dle 11.3