კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოთხოვნები დაუკმაყოფილა ქეთი მელუას საქორწილო ფეხსაცმლისა და მეჯვარეების კაბების გაკეთებისას ლაკო ბუკიამ და როგორი იქნება მომღერლის ცნობილი საქორწილო კაბა

ლონდონსა  და საქართველოში წარმატებული კარიერის შემდეგ, დიზაინერმა ლაკო ბუკიამ სწავლა ნიუ-იორკში განაგრძო. ის დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლა „პარსონსში” ორწლიან სამაგისტრო კურსს გაივლის და პარალელურად ახალ-ახალ კოლექციებსაც შექმნის. მან ცოტა ხნის წინ თბილისში მაღაზიაც გახსნა, სადაც, ლაკოს სამოსთან ერთად, სხვა უცხოელი დიზაინერების კოლექციების ყიდვაც არის შესაძლებელი, რაც მთლიანად ლაკოს გემოვნებით არის შერჩეული.

ლაკო ბუკია: მაღაზიის გახსნა  სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, ბიზნესის მეორე ნაწილია, თუმცა, ჩემი სფეროდან არ გამოვდივარ. ძალიან საინტერესო იყო ამ საქმის დაწყება, რადგან სხვა დიზაინერებთან მომიწია ურთიერთობა. მაღაზიაში არა მხოლოდ ჩემი, არამედ ინგლისელი დიზაინერების, იტალიური ფირმის სათვალეები, ასევე, ჩანთების ლიბანური ფირმის პროდუქცია იყიდება. ის დიზაინერები შევარჩიე, რომლებსაც წლების განმავლობაში ვუყურებდი, სიახლე იყო, არავის არ ჰქონდა, არ უნახავთ. მაღაზიის გახსნაზე კომპეტენტურმა ხალხმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგი პროდუქციაა. მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი, ყველას პირადად შევხვდი, მე ავარჩიე კოლექციები, გავაფორმე, ჩამოვიტანე. მაღაზიის დიზაინიც მე გავაკეთე და, რომ შემოდიან სულ მეკითხებიან – ვინ გააკეთაო.
–  გარდა ამისა, შენს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო: ქეთი მელუასთვის საქორწილო ფეხსაცმლის, ხოლო მისი 6 მეჯვარისთვის კაბების შეკერვა.
–  ქეთის და მე ლონდონში ბევრი საერთო ახლობელი გვყავს, რამდენჯერმე შევხვედრივართ კიდეც, მაგრამ, ქეთის იმდენი ვინმე ხვდება... მოკლედ, მას მეჯვარეებისთვის კაბები უნდოდა, დიზაინერს ეძებდა და  ახლობლებმა ჩემი თავი ურჩიეს. კოლექციები რომ ნახა,  გაგიჟდა. მახსოვს, საღამოს 10 საათი იყო, რაღაც პროექტს ვაკეთებდი. ამ დროს დამირეკა ახლობელმა და მითხრა: ქეთი მელუას მეჯვარეების კაბები უნდა, შეიძლება, ხვალ დილით მოვიდეს შენთანო. მოვიდეს-მეთქი, მაგრამ, ძალიან ვინერვიულე. ჩემთვის ქეთი მსოფლიო ვარსკვლავია და მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. რომ მოვიდა, ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე და გაგიჟდა. მერე მისი საქორწილო კაბა ვნახე და ერთად ავარჩიეთ მეჯვარეების სტილი, ფერი, დიზაინი. შემიძლია ვთქვა, რომ კაბა, რომელიც გავაკეთე, ძალიან ჩემია, მაგრამ, ქეთის იდეების ნაზავია – ჩვენი გემოვნება დაემთხვა და ადვილად შევთანხმდით. ქეთის, რა თქმა უნდა, თავისი მოთხოვნები აქვს, რადგან, ექვსი მეჯვარე ჰყავს და ყველას ზომა და წონა უნდა დაგვეკმაყოფილებინა. ზომები ავიღე ლონდონში, ჩამოვედი თბილისში და „პრიმერკის” გარეშე შეიკერა ექვსივე კაბა. გული მისკდებოდა, რადგან, გადაკეთება რომ დასჭირვებოდა, უკან უნდა ჩამომეტანა თბილისში და მერე ისევ ლონდონში  წამეღო. ყველა კაბა ისე მოერგო ექვსივე გოგონას ტანზე, გადავირიე. კაბები ჭუჭყიანი ვარდისფერია, სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება: აბრეშუმი, შიფონი და ტიული. ძალიან ნაზია, ჰაეროვანი. სამივე ქსოვილი ერთ ფერში რომ დამჯდარიყო, თურქეთში, ქარხანაში, ერთი თვე აკეთებდნენ და შემდეგ აიწყო: გრძელი კაბებია, გარედან შიფონია, შიგნიდან – აბრეშუმი,  ზემოდან კი აქვს გამჭვირვალე ტიული, რომელიც ძალიან უხდება. მეჯვარის კაბებს, რომ ვარჩევდით სწორედ მაშინ თქვა ქეთიმ, ქორწილისთვის ფეხსაცმელი არ მაქვსო, რადგან ის ყველანაირ ფეხსაცმელს არ ხმარობს. შევთავაზე, დიზაინს გაგიკეთებ-მეთქი. ბოლომდე მომანდო ფეხსაცმლის გაკეთება. როგორც კი თბილისში  ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე მუშაობა. მართალია, შეკვეთა იყო, მაგრამ, ქეთის საჩუქრად გადავეცი ქორწილისთვის. ძალიან მოეწონა, დამირეკა, მომწერა. მეჯვარის კაბები რომ ჩავიტანე, ფოტო მაჩვენა, სადაც კაბასთან ფეხსაცმელიც ეცვა, ერთმანეთს ძალიან უხდებოდა და, რაც მთავარია, კომფორტული იყო მისთვის. ამით მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი.
–  ქეთი ქორწილამდე არაფერს ამბობს კაბაზე. შენ, როგორც დიზაინერს, მოგეწონა?
–  ერთ-ერთი ბრიტანელი დიზაინერი უკეთებს საჩუქრად, რადგან, ეს ყველასთვის დიდი პატივია. ქეთის სტილია, განსხვავებული, ცოტა ბოჰემური. ქეთი ძალიან კარგი ადამიანია, უშუალო, ბუნებრივი. ვერც კი წარმოიდგენ, რომ მსოფლიო ვარსკვლავია. ჩემი აზრით, მისი ხასიათი ასოცირდება მის მუსიკასთან – რომანტიკულია, ნაზი, თუმცა, თავისი მოთხოვნები და პრეტენზიებიც აქვს, მაგრამ, ისეთ დონეზე, რომ ვერც შეამჩნევ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, განსხვავდება ჩემი კოლექციისგან – ბევრად უფრო ნაზი და, რაც მთავარია, კომფორტულია. დამახასიათებელი დეტალი აქვს – გიპიური, რომელიც თასმის სახით გამოვიყენე, ძალიან მოუხდა. ორივე კმაყოფილი დავრჩით და მიხარია, რომ ეს პროექტი ასე წარმატებულად დამთავრდა.
–  ორშაბათიდან უკვე ნიუ-იორკში იცხოვრებ და ისწავლი.
–  დიახ, ორი წლით მივდივარ. ლონდონში ბოლო ჩვენების შემდეგ მეუბნებოდნენ: შეხედე შენს კოლექციას, ამას მაგისტრატურა აღარ სჭირდება, იმდენად გაზრდილი ხარო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მჭირდება და ძალიან გააზრებულად მივდივარ. იმის მიუხედავად, რომ ლონდონში ძალიან კომფორტულად ვარ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ქალაქია, თანაც, მოდის სფეროში ერთ-ერთი ძლიერია, რატომღაც, გული სულ ნიუ-იორკისკენ მიმიწევდა, რადგან, ბიზნესის მხრივ უფრო დიდი ბაზარია. „პარსონსზე” ბევრი მსმენოდა და ვიცოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თან, ეს სპეციალობა – მოდა, დიზაინი და საზოგადოება, რომელზეც ჩავაბარე, ერთადერთია, რომელსაც ეს სკოლა გასწავლის. ეს ფაკულტეტი დონა კარანის დაარსებულია, მისი ეგიდით არსებობს. თავადაც „პარსონსში“ სწავლობდა, მაგრამ, არ დაუმთავრებია. ბევრჯერ წამიკითხავს მისი ინტერვიუები, სადაც ამბობს: იმიტომ ვაფინანსებ ამ ფაკულტეტს და სათავეში ვუდგები მაგისტრატურას, რომ ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, თუ მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ეს გჭირდება. მეც მივედი იმ დასკვნამდე, რომ მჭირდება  კონტაქტებისთვის, სხვა ცოდნის მისაღებად, თან, იქ ისეთი ხალხი გასწავლის... სენტ-მარტინი ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, ამიტომ, ყველა მეკითხებოდა: „რატომ ნიუ-იორკი და არა ლონდონი?“ სენტ-მარტინიც დავამთავრე, ლონდონის მოდის კოლეჯიც, ანუ, ბრიტანული სკოლა გავლილი მაქვს და, ამიტომ, ახლა სიახლე მინდა ცხოვრებაში, თანაც, არ ვიცი, რას მომცემენ, რას მასწავლიან ახალს. მოკლედ, გავგზავნე საბუთები, პორტფოლიო, აპლიკაცია და მომივიდა პასუხი: მეორე ეტაპზე გახვედითო, რომელიც უნდა ყოფილიყო ინტერვიუ სკაიპით. ინტერვიუ უნდა მქონოდა ფაკულტეტის მთავარ ლექტორთან, დიზაინერთან, რომელზეც მაშინ  გამაკეთებინეს პროექტი, როდესაც ლონდონში პირველად ჩავედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. ძალიან ვინერვიულე, ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდი ინტერვიუსთვის. ვიცოდი, რომ დამისვამდა კითხვას: „რატომ მაგისტრატურა, როცა შენ გაქვს შენი წარმატებული ბიზნესი?“ მართლაც ეს მკითხა. კარგად ჩაიარა ინტერვიუმ. როდესაც ღმერთს რამეს ვთხოვ, სულ ვამბობ: „ღმერთო, ეს გამიკეთე“. ახლა ინტერვიუს წინ პირველად მქონდა ასეთი თხოვნა: „ღმერთო, არ მანერვიულო, კარგად ჩაიაროს ინტერვიუმ და მერე შენ გადაწყვიტე, მიმიღებენ თუ არა.“ ინტერვიუზე მართლაც წყნარად ვიყავი. კიევის კვირეულიდან რომ დავბრუნდი, სახლში დამხვდა კონვერტი. ჩემს სტილისტს გავახსნევინე, რომელმაც მითხრა: „შენ მიდიხარ“. წერილს ჰქონდა ასეთი მინაწერი: „ძალიან კარგი ნამუშევარია, შენ უნდა იყო ამაყი. გელოდებით ნიუ-იორკში.“
–  ახლა, როდესაც ორი წელი ნიუ-იორკში იქნები, როგორ მოახერხებ კოლექციების გაკეთებას, „ფეშენ-ვიქებზე“ გამოსვლას, ანუ, ამ კუთხით რას აპირებ?
–  ეს მათაც მკითხეს. რასაც მივაღწიე, ამას წლები დასჭირდა, მაგრამ, შეიძლება, ორ წამში გაქრეს, თუ არ იქნები ბაზარზე. ამიტომ, უკვე გავამზადე კოლექცია, რომელიც ნიუ-იორკშიც იქნება და ლონდონშიც, უბრალოდ, ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ლონდონის მოდის კვირეულზე ჩვენებაზე უარი ვთქვი, მაგრამ აუცილებლად იქნება პრეზენტაცია, „შოუ-რუმი“ როგორც ლონდონში, ასევე ნიუ-იორკში და, ნახავენ, რომ მე მუშაობას განვაგრძობ. დიდი იმედი მაქვს, რომ თებერვალში უკვე აწყობილი ვიქნები და ლონდონში გავაკეთებ „ფეშენ-ვიქს“. სხვათა შორის, სექტემბერში „ნიუ-იორკის“ „ფეშენ-ვიქზე“ გამოსვლა შემომთავაზეს, მაგრამ, უარი ვთქვი. ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა და, მინდა კარგად გავიდე, რომ პირველი შთაბეჭდილება იყოს მნიშვნელოვანი. თან, როდესაც სტუდენტი ხარ, არ უნდა გქონდეს ამხელა ამბიცია, მაშინ, როცა ის, ვინც შენ გვერდით სწავლობს, ჩვენება არც კი  გაუკეთებია. მინდა, ჯერ სტუდენტის ამპლუაში ვიყო და, როცა მაგისტრატურას დავამთავრებ (იმედია, რომ დავამთავრებ, რადგან, ყოველ წელს 15 კაცი ხვდება ამ ფაკულტეტზე და ბევრი ვერ ამთავრებს), მერე ვიზრუნო ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.

скачать dle 11.3