კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი აპლიკაცია აიფონისთვის


ქართველ-ამერიკელი მხატვარი, რომელზეც ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან უკვე გიყვებოდით, დავით-დათუნა აიფონისთვის წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, ჩამოტვირთოს. მხატვარმა „გლობალ არტ ფონდთან“ ერთად შექმნა დამატება, ეგრეთ წოდებული პროგრამა „ვიუპოინტს”, რომელიც საშუალებას იძლევა, მხატვრის მიერ მოფიქრებულ უცნაურ მანერაში გადაკეთდეს ესა თუ ის ფოტო, კერძოდ, დაედოს მას ოპტიკური ეფექტები, რომლის მისაღებადაც მხატვარი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ლინზას იყენებს. ამით სხვადასხვა ადამიანისა თუ მოვლენის ახლებურ, სრულიად ორიგინალურ აღწერილობას ვიღებთ. საბოლოო ჯამში, მიღებული ფოტო, შეგვიძლია, თავისუფლად გავუგზავნოთ მეგობრებს ან განვათავსოთ სოციალურ ქსელებში.
დავით-დათუნა: „გლობალ არტ ფონდთან“ ერთად თავბრუდამხვევი აპლიკაცია შევქმენით, რომელსაც ხელოვნების ენა მობილურ ფორმატში გადაჰყავს. ადამიანები საგნებს სუბიექტურად აღიქვამენ, თავად წყვეტენ, ლამაზია ის თუ მახინჯი, კარგია თუ ცუდი. ეს აპლიკაცია თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს აიფონის ყველა მფლობელს. ასე რომ, არავის შეეშინდეს, თუ ვინმე ვერ გაუგებს.

скачать dle 11.3