„თბილისელების“ სამზარეულო
ვანილის პუდინგი
საჭირო ინგრედიენტებია (4 ულუფა): 600 გრამი ვაშლი, 150 მილილიტრი ვაშლის წვენი, 4 სადილის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, 2 სადილის კოვზი ქიშმიში, 1 სადილის კოვზი სახამებელი, 400 მილილიტრი რძე, 1 შეკვრა ტკბილი ვანილი, 200 გრამი ნაღები, 50 გრამი ტკბილი, რბილი ორცხობილა, 9 სადილის კოვზი გარგარის ლიქიორი.
მომზადების წესი: ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. მოშუშეთ ქვაბში 100 მილილიტრ წვენთან, 2 სადილის კოვზ შაქართან, დარიჩინთან და ქიშმიშთან ერთად. სახამებელი გახსენით დანარჩენ წვენში და ნელ-ნელა შეურიეთ ცხელ ვაშლს. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ.
აიღეთ 6 კოვზი რძე და შეურიეთ მასში ვანილი. დარჩენილი რძე და შაქარი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ვანილიან რძეს და გამუდმებით ურიეთ.
ორცხობილები დაალბეთ ლიქიორით. აიღეთ შუშის თასები და მოათავსეთ მასში ფენებად ორცხობილა, ვანილიანი კრემი, მოხარშული ვაშლის ჟელე, ისევ ორცხობილა, მოასხით ნაღები.