კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ კრასნოდარში საქართველოდან და რა მიზეზით დაიკარგა კავშირი დებსა და დეიდაშვილებს შორის

34 წლის ნანა ლევანის ასული ყალანდარიშვილი ეძებს: 57 წლის ოლღა ნიკოლოზის ასულ პატაშურს.
ისტორია: ვეძებ ჩემს დეიდას, 57 წლის ოლღა ნიკოლოზის ასულ პატაშურს. ოლღა უკვე 20 წელია, არ მინახავს და ძალიან მინდა მისი და მისი ოჯახის მოძებნა, ნახვა. დედაჩემს საკუთარი დის პოვნის იმედი უკვე აღარ აქვს, მაგრამ, მე ვფიქრობ, ცდა ბედის მონახევრეა და ღირს, მიზნის მისაღწევად ყველანაირი ხერხი ვცადო. ოლღა უკვე 20 წელია, რაც საცხოვრებლად კრასნოდარში წავიდა. მასთან კავშირი 1992 წლიდან აღარ გვაქვს.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი დეიდამ და დისშვილმა, მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– დეიდაჩემი ოლღა, დედაჩემის (ნინოს) უმცროსი ღვიძლი დაა. ის ოჯახთან ერთად 1992 წელს საცხოვრებლად კრასნოდარში წავიდა და მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ გვაქვს. მოგეხსენებათ, ის დრო რა საშინელი იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობდა. ამის გამო ოლღას წასვლის შემდეგ, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. მერე კი სულ აირია ყველაფერი, ჩვენ საცხოვრებლად სხვა სახლში გადავედით. ჩვენი ამჟამინდელი მისამართი დეიდამ არც კი იცის. არ არის გამორიცხული, რომ ის ცდილობდა ჩვენთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა.
– ცნობილია თუ არა თქვენთვის ოლღას ბოლო მისამართი, ანუ კრასნოდარში კონკრეტულად სად უნდა ცხოვრობდეს, ან სად ცხოვრობდა?
– საქმე ისაა, რომ იმ არეულობაში, საცხოვრებლად სხვა სახლში გადასვლის დროს, დეიდის მისამართი დაგვეკარგა. ამის გამო ვერ ვუკავშირდებოდით ამდენი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახს მატერიალური საშუალება არ აქვს იმისთვის, რომ კრასნოდარში ჩავიდეს და იქ ბრმად ეძებოს ოლღა. ალბათ, ამას აზრიც არ აქვს. იმედია, დეიდის მოძებნაში თქვენ დაგვეხმარებით.
– თქვი, რომ ოლღა ოჯახთან ერთად კრასნოდარში წავიდა, ანუ ის გათხოვილი იყო.
– დიახ. 1992 წლისთვის დეიდას უკვე ჰყავდა ორი შვილი – 3 წლის მარია და 4 წლის ანდრო. ამჟამად ისინი უკვე დიდები არიან და მათთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა მათი პოვნაც. დეიდაჩემის მეუღლე კონსტანტინე (კოსტია) ლიბენსკი სწორედ კრასნოდარიდან გახლდათ და ამიტომ გადაწყდა, რომ დეიდის ოჯახის კრასნოდარში გადასულიყო. არ არის გამორიცხული, ამჟამად დეიდას სამი, ოთხი შვილიც კი ჰყავდეს, ან – შვილიშვილები.
– დედაშენს თუ ჰყავს სხვა დედმამიშვილი. კიდევ ვინ ეძებს ოლღას თბილისიდან?
– სამწუხაროდ, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ცოცხლები აღარ არიან. დედას კი ოლღას გარდა, სხვა დედმამიშვილი არ ჰყავს. არც ერთი დღესასწაული არ გავა ისე, დედამ დის პოვნა არ ინატროს. ამდენი ხანია, მათ შორის კავშირი არ ყოფილა! ეს ძალიან რთულია.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3