კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ნახევარდაძმებმა და ვინ ეძებს მათ რუსთავიდან ნიჟნი ნოვგოროდსა და რიგაში

57 წლის ვახტანგი (კუკური) შალვას ძე ჯანიკაშვილი ეძებს: 60 წლის დალი შალვას ასულ ჯანიკაშვილს, დაახლოებით 64 წლის ვალია შალვას ასულ ჯანიკაშვილს და 62-63 წლის ვალერი შალვას ძე ჯანიკაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარდაძმებს. ჩვენ მამით ერთნი ვართ. ბოლოს ისინი 1988 წელს ვნახე. მას შემდეგ, აი, უკვე მერამდენე წელია, რაც მათთან კავშირი არ მაქვს. ძალიან მინდა მათი პოვნა. ვიცი, რომ დალი და ვალერი  ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობენ, ვალია კი რიგაში უნდა იყოს. მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცი და ამის გამო ვერ ვუკავშირდები მათ.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია: როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ნახევარდაძმებმა და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ნიჟნი ნოვგოროდსა და რიგაში, თქვენ კი საქართველოში ხართ.
– მამაჩემი, შალიკო ომში იყო და იქ, ნიჟნი ნოვგოროდში გაიცნო შურა (პირველი მეუღლე). მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და მამამ თავისი ცოლი სამშობლოში ჩამოიყვანა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ სოფელ მაღაროში. იქ მათ  შეეძინათ სამი შვილი: დალი, ვალერი და ვალია. დაახლოებით 1952 წელს შურა (მამაჩემის პირველი მეუღლე) შვილებიანად უკან, ნიჟნი ნოვგოროდში დაბრუნდა. ამ დროისთვის ის უკვე 5 წლის ჩამოსული იყო საქართველოში. ასე დაშორდნენ შალიკო და შურა ერთმანეთს და შალიკომ დედაჩემი შეირთო ცოლად.
– რა იყო მაღაროდან შურას სამივე შვილთან ერთად წასვლის მიზეზი?
– რამდენადაც ვიცი, მამაჩემის ოჯახს რუსი რძალი არ უნდოდა და ამიტომ, შურაც იძულებული გახდა, სამი შვილით სამშობლოში დაბრუნებულიყო.
– კიდევ რა იცით ნახევარდაძმის შესახებ, პირადად, თქვენ თუ გიცდიათ მათი ნახვა?
– დაახლოებით, 1986 წელს ჩავედი ნიჟნი ნოვგოროდში. იმ დროს დალი და ვალერი იქ ცხოვრობდნენ, ვალია კი – რიგაში. დალის ჰყავდა ორი გოგონა – ირინა, რომელიც 1988 წელს სკოლაში შედიოდა და – სვეტა, რომელიც მაშინ მეცხრე კლასში იყო. დალი დაბადებულია 1952 წელს და ის საავადმყოფოში მუშაობდა. აღსანიშნავია, ასევე, რომ დალი და ვალერი ნამყოფებიც არიან მამასთან, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში – 1988 წელს. ოჯახში შემონახული გვაქვს ფოტო, სადაც დალი 6 თვისაა. გვაქვს სხვა ფოტოც, სადაც სამივე ბავშვი დედასთან (შურასთან) ერთადაა.
– მას შემდეგ, რაც ისინი იყვნენ ჩამოსულები მაღაროში და თქვენ ნიჟნი ნოვგოროდში იყავით, ნუთუ აღარ გქონიათ კავშირი?
– წერილობითი კავშირი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მიერ გამოგზავნილი ყველა წერილი უკონვერტოა. ჩვენ მათი მისამართი ნამდვილად არ ვიცით. მამაჩემი ცოცხალი აღარაა, მაგრამ მეც და ჩემს ოჯახსაც ძალიან გვინდა, მათთან კავშირი გვქონდეს. ინტერნეტით ისინი ვერ ვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, ამჟამად ჩემი ნახევარდაძმები უკვე ბაბუა და ბებიები არიან.
– ანუ, ნახევარდაძმის მოძებნაში ოჯახის წევრებიც გგულშემატკივრობენ?
– დიახ. ისინი არა მხოლოდ მგულშემატკივრობენ, ჩემი მეუღლის, ნათელას დამსახურებაცაა, რომ მე ასე აქტიურად ჩავები მათი მოძიების საქმეში. თქვენი კოორდინატებიც სწორედ ნათელამ მითხრა.
– სად ან როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შეხვედრა მათი პოვნის შემთხვევაში?
– ძალიან მინდა ისინი ვიპოვო და თავდაპირველად, ტელეფონით მაინც მქონდეს მათთან კავშირი. გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ოჯახები. შემდეგ კი, თუ ღმერთი ინებებს, შევხვდებით კიდეც.

скачать dle 11.3