კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ იტყვის არასდროს უარს ჯაბა კილაძე და რა სიხშირით ღალატობს ის საკუთარ პრინციპებს

მსახიობი ჯაბა კილაძე მეგობრებთან ერთად ბათუმში ისვენებს და ცდილობს, მთელი წლის მუშაობის შემდეგ, ენერგია სათანადოდ აღიდგინოს. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დასვენებაც აქტიური უყვარს და ამას კარგადაც ახერხებს. მისი ბათუმური „სიმშვიდე“ რამდენიმე წუთით დავარღვიეთ და გავესაუბრეთ.

ჯაბა კილაძე: ბათუმში ვარ და კარგად ვისვენებ. უკვე ერთი კვირაა აქ ვარ. მართალია ორი დღით ჩამოვედი, მაგრამ იმდენად მომეწონა მეგობრებთან ერთად ყოფნა, დავრჩი და ჯერ-ჯერობით თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ.
– საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენს მკითხველს აღარ წაუკითხავს შენი ინტერვიუ. რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
– მიმატოვეთ და დამივიწყეთ. სიახლეებზე რა გითხრათ, სექტემბრიდან ახალი ტემპით განვაგრძობ მუშაობას და გეგმებიც მაქვს. ჯერჯერობით გამოთიშული ვარ ყველაფერს და ვისვენებ. ისე მოხდა, რომ შარშან საერთოდ არ დამისვენია. ამიტომ, წელს გადავწყვიტე, ძმაკაცებთან ერთად აქტიურად დამესვენა ბათუმში.
– ტელევიზიაში ხომ არ გეგმავ დაბრუნებას?
– ჯერ არ ვიცი, ვნახოთ.
– გადაღებებს რაც შეეხება?
– ერევანში ვიყავი, ეპიზოდური გადაღება მქონდა სომხებთან. აგვისტოს ბოლოს კი, ავთო ვარსიმაშვილი იწყებს ფილმის გადაღებას და იმას ველოდები.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი, შესვენება მაქვს. მოკლედ რომ ვთქვა, ტაიმაუტი ავიღე.
– იყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაბა კილაძე შეყვარებულია... შემდეგ კი დაშორდაო.
– ვისზე ვიყავი შეყვარებული ხომ არ შეგიძლია მითხრა?
– ეგ, ალბათ, შენ უფრო კარგად უნდა იცოდე.
– სიმართლე თუ გაინტერესებს, სერიოზული არაფერი ყოფილა.
– ტაიმაუტი ნიშნავს, რომ სასურველი ქალის მოლოდინში ხარ, თუ ჯერ კიდევ არ ხარ მზად სიყვარულისთვის?
– მე არავის და არაფერს ველოდები,  ჩემთვის მშვიდად და წყნარად ვერთობი.
– რაზე არ იტყვის ჯაბა კილაძე არასდროს უარს?
– ასეთი რამ ნამდვილად არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვი. ჩემი მხრიდან ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოვა.
– საკუთარ პრინციპებს რაც შეეხება?
– პრინციპები უნდა გქონდეს, მაგრამ იშვიათად ისიც სასიამოვნოა, როცა მას არღვევ. იმიტომ არის პრინციპიც და კანონიც, რომ ხანდახან დაარღვიო.
– როგორი დასვენების მომხრე ხარ, აქტიური თუ პირიქით?
– რა თქმა უნდა, აქტიური დასვენება მიყვარს. მთელი თბილისი აქ არის და საღამოს კლუბში რომ მივდივარ, ყველა მხვდება. ძალიან კარგად ვერთობით. სანამ ენერგია მაქვს, აქტიურად დავისვენებ. 60 წლის მერე კი პასიურ დასვენებას ვამჯობინებ, ალბათ.
– მართალია, ისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრამ, ალბათ, შეუმჩნეველი მაინც არ იქნები ზღვისპირეთში.                
– კი, მცნობენ და ყველასგან დადებითი ემოცია მოდის.
– ბევრი, ალბათ, „შუა ქალაქზეც” გისვამს კითხვას, რადგან ძალიან მოენატრე მაყურებელს.
– წელიწად-ნახევრის განმავლობაში კითხვა, რატომ აღარ ხარ „შუა ქალაქში,” იმდენჯერ დამისვეს, რომ, მგონი, ჩემი სახელი არ მიხსენებია ამდენჯერ. მიხარია, რომ ჩემი გმირი ასე უყვარდა ხალხს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ეს ტრაფარეტული სიტყვები არ არის. მიხარია, რომ ადამიანები მარტო კი არ მცნობენ, არამედ კარგი განწყობით არიან ჩემდამი.
– პოპულარობამ შეჩვევა იცის, რაც ხშირად ადამიანს  ცვლის კიდეც. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
– ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, ალბათ, ვერ იტყვიან ამას. სიმართლე ეს არის და ვისაც ამის არ სჯერა, ეს უკვე მისი პრობლემაა. ღმერთის წყალობით, მაქვს თავში იმდენი აზრი, რომ არასდროს დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ და საერთოდ, რატომ მეკუთვნის, რომ თუნდაც ვიღაც მცნობდეს. ამას ნებისმიერი ადამიანი უნდა აანალიზებდეს. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება.
– საკუთარ თავზე თუ გაგიგია არარსებული ამბავი?
– კი, ბევრჯერ. კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ საკუთარ თავზე ათასი იდიოტობა გამიგია.
– რეაქცია როგორი გაქვს ხოლმე ამ ყველაფერზე?
– ამასაც შეგნებულად უნდა შეხვდე ადამიანი, რადგან, როცა რაღაც დონეზე აქტუალური ხარ, შენზე ლაპარაკობენ. ყველას თავისი გზა აქვს და რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. არავის განვიკითხავ, თუ უნდა, ილაპარაკოს. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი გამიცვნია და უთქვამს, შენზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ადრეო.
– რა შეიცვალა შენში ბოლო წლების განმავლობაში?
– როცა ასაკი გემატება, შეხედულებების გადაფასება ხდება და რაღაც საკითხებს სხვა კუთხით უყურებ. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, არაფერი შეცვლილა, როგორიც ბავშვობიდან მოვდივარ, ალბათ, ისეთივე ვარ. ძირითადად, ისევ ის მეგობრები მყავს, ვინც ადრე მყავდა. ცხოვრების გზაზე შეიძლება, ზოგი მათგანი დაკარგო, ან პირიქით – შეიძინო. დღემდე მყავს ბავშვობისდროინდელი რამდენიმე ძმაკაცი, რომლებთან ურთიერთობაშიც არაფერი შეცვლილა და დღემდე 24 საათი ერთად ვართ.
– ვინც პირადად არ გიცნობს, ჯაბა კილაძე ყველასთვის მხიარული და უწყინარი ადამიანია. სინამდვილეში როგორი ხარ, ადვილია შენთან ურთიერთობა?
– რთული ადამიანი არ ვარ. თუ სხვისგან ოდნავ სითბოს ვიგრძნობ, ათმაგს მე თვითონ დავანახვებ.
– მანდილოსნებს თუ უადვილდებათ შენთან ურთიერთობა?
– ალბათ, არის ქალების კატეგორია, ვისაც ჩემთან ურთიერთობა უადვილდება, ან პირიქით, – მიუღებელი ვარ მისთვის. ათასნაირი ქალი არსებობს, რას გაიგებ.
– შენთვის როგორი ქალია მიუღებელი?
– არის რაღაც კრიტერიუმები, რასაც ქალი უნდა აკმაყოფილებდეს. მარტო გარეგნობაზე არ არის ლაპარაკი. შეიძლება, ქალი გარეგნულად ძალიან კარგი იყოს, მაგრამ  – ჩემთვის მიუღებელი.
– რამდენად მისაღებია შენთვის შემთხვევითი ურთიერთობები, რომელიც იწყება და მთავრდება ერთ ან ორ დღეში?
– რატომაც არა. ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია, უბრალოდ, უნდა შეეცადო, რომ გაუგო და საერთო ენა გამონახო მასთან. ნებისმიერ ქალში შეიძლება, რაღაც საინტერესოს პოვნა. რაც შეეხება ხანმოკლე ურთიერთობებს, ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ყველაფერს თავისი ადგილი და მუღამი აქვს.
– რისი მუღამი აქვს ჯაბა კილაძეს?
– იდეაში ყველაფერი კარგის. არ ვიცი, შეესაბამება თუ არა ამ ყველაფერს ეს სიტყვა, არ იფიქროთ, რომ ასტრალში გავედი, მაგრამ მინდა, ქუჩაში ყველა ბედნიერი იყოს და იღიმებოდეს. აი, ამის ძალიან დიდი მუღამი მაქვს. ასე რომ იყოს, რამდენ კარგ რამეს გავაკეთებთ ხომ ხვდები?
– საკმაოდ გადაღლილი ხმა გაქვს. დასასვენებლად ხარ მანდ თუ...
– წარმოიდგინე, რაც ჩამოვედი, დილამდე ვერთობი, მერე მივდივარ და გვიანობამდე მძინავს. ვიღვიძებ და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.

скачать dle 11.3