კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვრივი და ლამაზი მკერდი – ყველა ქალის (და მამაკაცებისაც) ოცნებაა

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარჯიშების რეგულარულად შესრულება აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს კუნთებს გულ-მკერდის არეში, ამკვრივებს კანს მკერდისა და დეკოლტეს ზონაში, რის შედეგადაც თქვენი მკერდი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ახალგაზრდულად მკვრივი და ლამაზი.
ვარჯიში პირველი
დადექით სწორად. ფეხები ერთმანეთს მიადგით, ხელები კი ჩამოუშვით და მაქსიმალურად მიიჭირეთ ბარძაყებზე, დაჭიმეთ მთელი სხეული და რამდენიმე წამის განმავლობაში ასე „გაშეშდით“, შემდეგ კი მოდუნდით. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
ვარჯიში მეორე
დადექით სწორად. მიიღეთ მლოცველის პოზა, ხელისგულებს შორის მოაქციეთ ჩოგბურთის ბურთი და შეეცადეთ, მაქსიმალურად გააბრტყელოთ, შემდეგ კი დაუბრუნეთ ის საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 8-10-ჯერ. გარწმუნებთ, რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ვარჯიში შოკის მომგვრელ შედეგს მოგიტანთ.
ვარჯიში მესამე
დადექით სწორად, მკერდის წინ ხელები გაშლილი თითის წვერებით მიაბჯინეთ ერთმანეთს და რაც შეიძლება მაგრად მიაჭირეთ. რამდენიმე წამის შემდეგ კი ისევ მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
ვარჯიში მეოთხე
დადექით სწორად. ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და მაქსიმალურად გაიჭიმეთ, თან, ნელ-ნელა აიწიეთ ფეხის წვერებზე, შემდეგ ისევ ნელ-ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
გაიმეორეთ 10-15-ჯერ
ვარჯიში მეხუთე
დადექით სწორად. წარმოიდგინეთ, რომ უნდა გაცუროთ და ჰაერში ენერგიულად შეასრულეთ შესაბამისი მოძრაობები ხელებით (შეგიძლიათ, სურვილისამებრ ცვალოთ „ცურვის“ სახეობები). ეს ვარჯიში აკეთეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

скачать dle 11.3