საზამთროს დიეტა
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყების წინ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მისგან აიღოთ ნებართვა.
საზამთრო უნიკალური ხილია და რკინის შემცველობით მესამე ადგილზე დგას სალათის ფოთლებისა და ისპანახის შემდეგ. ის შეიცავს C, B1, B2, B5, B6, B9, PP ვიტამინებს, კაროტინსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. საზამთროს ნაზი და გემრიელი რბილობი დადებითად მოქმედებს საჭმლის გადამმუშავებელ ორგანოებზე, გამოდევნის ორგანიზმიდან „ცუდ“ ქოლესტერინსა და წიდებს, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოდევნის ზედმეტ სითხესა და მარილებს (მათ შორის, პოდაგრისა და შარდმჟავა დიათეზის დროს), შლის კენჭებს ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში, კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ქოლეცისტიტის, ღვიძლის სამკურნალოდ.
პირველი 3 დღის განმავლობაში მიირთვით 250-300 გრამი ახალდაჭრილი საზამთროს რბილობი, დღეში 5-8-ჯერ – დღეში უნდა გამოვიდეს 1,5-2,5 კილოგრამი (თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე). მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ დილით, საუზმისთვის მოიმზადეთ წყალზე მოხარშული „ჰერკულესის“ ფაფა (3 სადილის კოვზი „ჰერკულესი“+2 ჩაის ჭიქა წყალი). ვახშამზე (18-19 საათი) მიირთვით 200 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი (საქონლის ან ფრინველის) და 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (შეგიძლიათ, ხორცი მოხარშული, უცხიმო თევზით ჩაანაცვლოთ). საუზმესა და ვახშამს შორის შუალედში კი რამდენიმე ჯერად მიირთვით საზამთრო. არ დაგავიწყდეთ, რომ დაკარგული კალიუმი აუცილებლად უნდა აღიდგინოთ, ისევ და ისევ ვიტამინებისა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტებით: 100 გრამი ქიშმიშით, 1 მუჭა კურაგით (გარგარის ჩირი), 2 ცალი ბანანით და... 2 კვირაში 6-8 კილოგრამი ზედმეტი წონა თოვლივით შემოგადნებათ ხელში.