ფელპსის რეკორდი
ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა სპორტსმენის, ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინას რეკორდი მოხსნა და თავისი მეცხრამეტე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ამრიგად, ფელპსი ყველაზე მეტი მედლის მფლობელი გახდა მსოფლიო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. ფელპსის 19 მედლიდან 15 ოქროსია, ხოლო დანარჩენი – ვერცხლისა და ბრინჯაოსი.