ების ბოტოქსი
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ინგლისის ნაკრების ორმეტრიანი ფორვარდის, პიტერ კრაუჩის მოდელი მეუღლე, ები კლენსი. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბოლო დროს ები იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და, თუკი სადმე გასვლა უწევდა, სახეს კაპიუშონით ან ხელით იფარავდა. აღმოჩნდა, რომ ების ტუჩებიდან ბოტოქსმა გაჟონა და მოდელის სილამაზემ ტრანსფორმაცია განიცადა. ახლო მომავალში ლამაზმანი საოპერაციო მაგიდაზე დაწოლას აპირებს, რათა ხელმეორედ დაიბრუნოს სილამაზე, მანამდე კი სექს-სიმბოლოს კვლავ სახის დამალვა მოუწევს.