ეშლის მაგიდისქვეშა თავგადასავალი
ინგლისის პრემიერ-ლიგა ახალი დაწყებულია და ფეხბურთელებს ჯერჯერობით აქვთ იმის ფუფუნება, ოდნავ დაარღვიონ სპორტული რეჟიმი და შეძლებისდაგვარად გაერთონ ღამის კლუბებში, – ასე გადაწყვიტა ლონდონის „ჩელსის” მცველმა ეშლი კოულმა და მეგობრებთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვია, სადაც ყოფილი მეუღლის, შერილ კოულის უახლოესი დაქალები – კიმბერლი უოლში და ნიკოლ რობერტსი დახვდნენ. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ეშლი შერილს შორდებოდა, კიმბერლიმ დაიფიცა, რომ, სადაც კი ნახავდა ეშლის, თვალებს ამოსთხრიდა. ამ მუქარის გამო, ეშლი გაურბოდა კიმბერლისთან შეხვედრას, ღამის კლუბში ექსმეუღლის დაქალის დანახვის შემდეგ კი ის მაგიდის ქვეშ შეძვრა და ჩუმად გაიპარა კლუბიდან.