ბოლტს „მანჩესტერში” უნდა
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში, მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს, იამაიკელ უსეინ ბოლტს, ჰქონია ოცნება, რომ ფეხბურთი ითამაშოს პროფესიონალურ დონეზე და აუცილებლად „მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით. „ხალხი ფიქრობს, რომ ვხუმრობ, როდესაც ვამბობ, რომ მსურს ძალები მოვსინჯო საფეხბურთო მოედანზე. თუკი ოდესმე ალექს ფერგიუსონი დამირეკავს და მეტყვის, რომ მზად არის, გამსინჯოს, მე სიხარულით მივიღებ მის შემოთავაზებას,” – აცხადებს ბოლტი, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი 100 და 200 მეტრ დისტანციაზე გარბენებში.