მილარის მეთერთმეტე ოლიმპიადა
კანადელმა ცხენოსანმა იან მილარმა, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის რეკორდი დაამყარა: 65 წლის სპორტსმენმა რიგით მეათე ოლიმპიადაზე იასპარეზა ლონდონში და განაცხადა, რომ მისი მიზანია 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა. მილარის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს მიუნჰენში შედგა და მას შემდეგ მან მხოლოდ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადა გამოტოვა კანადის ნაკრების ბოიკოტის გამო. მილარს ამ ათი ოლიმპიადიდან ერთადერთი მედალი აქვს – პეკინის 2008 წლის თამაშებზე მან გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.