კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა ფეხბურთელების მწვრთნელს „მაღაროელთა“ საპატიო „აღლუმი“ ომის დაწყება

რომ არ იფიქროთ, კალათბურთელები რა ლოთები ყოფილანო, ფეხბურთელებზეც მოგიყვებით.
ჭიათურას ჰყავდა ფეხბურთის გუნდი – „მაღაროელი“.
მსახიობებისა და მხატვრებისა არ იყოს, ფეხბურთელებსაც უყვართ: „დავლევ, დაგილევ!“
ერთი დღეა და, მაღაროელები ნაახალწლევს „პახმელიაზე“ გამოცხადდნენ ვარჯიშზე. არაფრის თავი არ აქვთ, ეყუდებიან ერთმანეთს, თუმცა, არც მწვრთნელია უკეთეს მდგომარეობაში – თვითონაც ძლივს ბჟუტავს თვალებს, მაგრამ, მწვრთნელი როა? თან – ჭიათურის? თან – „მაღაროელის“? თან, თვითონაც რომ „გაგუდულ პახმელიაზეა“, რა ქნას ახლა?!
შეკრიბა ბიჭები და ეუბნება:
– არ ვიცი მე, 15-15 კრუგი დაარტყით მოედანს და კისერი გიტეხიათ მერე, წადით სახლებშიო.
ცას ეწიენ ბიჭები სიხარულით – რაზეა ბაზარი, იმანოვიჩო?! ოცი იყოს, მაგის დედა არ ვატირეთ ახალი კონსტიტუციითო?!
დაიმედებული და არაქათგამოცლილი მწვრთნელი ჩაესვენა თავის მანქანაში და დაიბარა, ერთ საათში მოგაკითხავთ, შეგამოწმებთო.
ერთ საათში, გვარიანად „ჩახინკლებული“ მწვრთნელი თავისი შავი „ვოლგით“ სტადიონს უახლოვდება.
სტადიონის გარშემო მანქანების წიოკია, ბუღი ასდის იქაურობას. რა მოხდა, ომი ხომ არ დაიწყო, ე შობელძაღლიო, – იტკიცა შუბლში ხელი, თან, თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა.
არა, ნაღდია – მანქანები სულ პიპინ-პიპინით უვლიან წრეს სტადიონს...
არა, ბიჭო და, „ნაპახმელიარი“ ფეხბურთელები ფეხით ირბენდნენ...

скачать dle 11.3