კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ართმევენ ადამიანები ერთმანეთს ენერგიას და რატომ შეიძლება, გვატიროს ენერგოვამპირმა

ენერგოვამპირიზმი
ენერგოვამპირიზმზე ბევრი ითქვა და დაიწერა. კლასიკური სამედიცინო ფსიქოლოგია ამ ფენომენს არ აღიარებს, ეს უფრო პარაფსიქოლოგიასა და ასტროლოგიაში მიღებული ტერმინია, თუმცა, ერთი რამ ფაქტია: ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა, ჩვენდაუნებურად, დისკომფორტს გვიქმნის. შესაძლოა, ასეთი ადამიანები ჩვენ თავადაც ვართ. ამ თემაზე ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება.
– წინა ინტერვიუში აღვნიშნეთ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მაღალი და დაბალი ენერგეტიკულობა. ჩვენ მაშინ ზოგადი განმარტებებით შემოვიფარგლეთ და ვთქვით, რომ დაბალი ენერგეტიკის ადამიანები ენერგიის დეფიციტს სხვისი საშუალებით ივსებენ, მაღალი ენერგეტიკის მქონენი კი – პრიქით, გასცემენ. წარმოიშობა შეკითხვა: არის კი ეს ენერგოვამპირიზმი? „ვამპირიზმი” ცოტა უხეში სიტყვაა, მაგრამ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ან დონორები ვართ, ან აქცეპტორები – მიმღებები. სუფთა სახით, კლასიკური გაგებით, ენერგოვამპირები რეალობაში ძალიან ცოტანი არიან.
– უკაცრავად, კლასიკური გაგებით ენერგოვამპირი რას ნიშნავს?
– ის ადამიანი, ვინც მთლიანად შთანთქავს სხვის ენერგიას. არ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელთანაც საუბრის შემდეგ თავი დაღლილად და გამოფიტულად გიგრძნიათ? თქვენ იცლებით, ის კი ივსება. შეიძლება, თქვენ დაბალი ენერგეტიკის მატარებელი იყოთ, მაგრამ, მას თქვენზე დაბალი ენერგეტიკული ველი ჰქონდეს. ინდური ფილოსოფიის თანახმად, აურას აქვს შრეები და ყოველი შრე არის ენერგეტიკა. ეს შრეები მატერიალურ სხეულზე მოქმედებს ჩაკრების საშუალებით. ადამიანის სხეულზე 7 ჩაკრაა. ყველა ჩაკრა რომ ჩაკეტილი ჰქონდეს ან ყველა ღია – ასეთი ადამიანი თითქმის არ არსებობს. თუ ყველა ჩაკრა ღია აქვს, ის ადამიანი წმიდანია, ის კი, ვისაც ყველა ჩაკეტილი აქვს – საშინელი ვამპირი. ის ჩაკრები, რომლებიც ჩაკეტილია, დაბალი ენერგიის მატარებელია და ზუსტად იქ განვიცდით ენერგიის დეფიციტს – შესაბამისად, ვიღებთ ამ ჩაკრების ენერგეტიკას. სხვათა შორის, ხშირად წყვილი „იწყობა” ასე: დონორი და აქცეპტორი და, ისინი ავსებენ ერთმანეთს. რაც შეეხება პათოლოგიურ ვამპირიზმს, არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველას უჭირს. ასეთ ადამიანს ჩაკრების უმრავლესობა ჩაკეტილი აქვს და ამის გამო ისინი ვერ პოულობენ საზოგადოებასა და ადამიანებს, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. მათ უჭირთ ურთიერთობები. ისინი გამოირჩევიან იმით, რომ ახასიათებთ ბევრი და უსაგნო ლაპარაკი, ამ დროს ის თქვენს გონებას დაძაბულობაში ამყოფებს და მაქსიმალურად იღებს ენერგიას. ენერგოვამპირებს ძალიან არ უყვართ ძველი ნივთების გადაყრა. ისინი ბევრ ძველ საგანს დიდხანს ინახავენ – ამ საგნებიდან ასევე იღებენ ენერგიას, ეჩვევიან ამ ნივთებს. თუმცა, მდგომარეობა არის არასწორი – არ შეიძლება ამ ადამიანების ბოროტ სულებად მიჩნევა;  ეს არც ფსიქიკურ დარღვევებთან არის დაკავშირებული. ჩვენ, ყველანი, ნაწილობრივ ვამპირებიც ვართ და დონორებიც და ეს ნორმალურია. სხვათა შორის, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მსახიობი, რომელიც სცენაზე გამოდის – უზარმაზარ აუდიტორიაში, უამრავი სხვადასხვა ენერგეტიკის ადამიანია შეკრებილი და, თუ მათი უმრავლესობა დონორია, მსახიობი სპექტაკლის შემდეგ თავს საშინლად გრძნობს! მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ვერბალური კონტაქტი არ ხდება, ენერგიები ერთმანეთზე მაინც ურთიერთქმედებს. თუ მსახიობი, პირიქით, ენერგოვამპირია, ინიციატივა მის მხარეზეა და ის ენერგიით აივსება. ენერგოვამპირი ხომ სხვა ადამიანზე ზემოქმედებს მისი გათიშვის გზით – ყოველთვის იღებს საუბარში ინიციატივას და გესაუბრებათ უამრავ უაზრო რამეზე. მაგალითად, ამინდსა თუ მოდის ტენდენციებზე, რაც საერთოდ არ გაინტერესებთ. სხვათა შორის, ლენინი და ჰიტლერი ენერგოვამპირები იყვნენ და მუდმივად სჭირდებოდათ მასების ენერგია. ჰიტლერი ფიზიკურად და ენერგეტიკულად ძალიან სუსტი იყო, მაგრამ, ბრბოს ადვილად იმორჩილებდა. არის ერთ-ერთი ვერსია ჰოლოკოსტზე: როცა ებრაელებს აწამებდნენ და წვავდნენ, ჰიტლერი ამ დროს ენერგეტიკით ივსებოდა, ეს მას სჭირდებოდა, თუმცა შესაძლოა, თვითონ არც კი ეყურებინა მსხვერპლის წამებისათვის, ეს ყველაფერი მაინც ოკულტურ ხასიათს ატარებდა. ფაშიზმის საფუძველი იყო კიდეც ოკულტიზმი – ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, გადაესახლებინათ ეს ხალხი ან მხოლოდ დაეპატიმრებინათ? ზუსტად საამისოდ გასწიეს ამხელა ხარჯი და ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკები. ადრე, სანამ გერმანიაში, ფაშიზმი მოვიდოდა ხელისუფლებაში, იყო ასეთი ოკულტური ორგანიზაცია – „ტულე“, სადაც ჰიტლერი იყო გაერთიანებული, ასევე, გებელსის მეუღლე, რომელიც ოკულტიზმით იყო გატაცებული. „ტულეს“ საფუძველზე ფაშისტებმა შექმნეს „ანენერბე“ (გერმანულად – „წინაპართა მემკვიდრეობა“), რომელსაც რაიხსმინისტრი ჰიმლერი ჩაუდგა სათავეში. „ანენერბე“ დადიოდა ტიბეტში, გადიოდა პრაქტიკას. ხომ გვგონია, რომ ლიდერები ძლიერი ენერგეტიკის ხალხია; სულაც არა. თუ დააკვირდებით, ჰიტლერიც და ლენინიც ტანდაბალი, დაკომპლექსებული ადამიანები იყვნენ.
– ანუ, ენერგოვამპირიზმი არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანებს ახასიათებთ?
– რა თქმა უნდა! ისინი ხშირად ინტრავერტები, ჩაკეტილები არიან და ცხოვრების პირველ ნახევარში აკვირდებიან საზოგადოებას, რადგან, კონტაქტების ძიებაში არიან. მეორე ნახევარში კი მაქსიმალურად იყენებენ პრაქტიკას. სხვათა შორის, ჰოროსკოპი უჩვენებს, რა დონის ენერგიის დეფიციტს უჩივის ადამიანი – ემოციურს, მენტალურს და ასე შემდეგ. თუ ემოციური ჩაკრა აქვს ჩაკეტილი, შეიძლება, ასეთმა ადამიანმა თქვენში ძლიერი ემოციები გამოიწვიოს – გატიროთ, გაცინოთ, გაყვიროთ... მაგრამ, აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი: თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ენერგეტიკა, ასეთ ადამიანთან კონტაქტის დროს გადასარევად იგრძნობთ თავს. დიდი ენერგეტიკის მატარებელ ადამიანებსაც სჭირდებათ ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლება.
– რა ხდება მაშინ, როცა ორი ენერგოვამპირი ხვდება ერთმანეთს?
– ისინი ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სასწრაფოდ შორდებიან. შეიძლება, ენერგოვამპირი შესანიშნავი ადამიანი იყოს, მაგრამ, ვერ შეეწყოთ; შესაძლოა, ორივეს თანაბარი ენერგოდეფიციტი ჰქონდეს ან – ჩაკეტილი ჩაკრები და, მაშინ კონტაქტი გამორიცხულია. თუ ადამიანს ბევრი ჩაკრა აქვს ჩაკეტილი, მას ერთი ადამიანის ენერგია არ ეყოფა, სჭირდება ორის, სამი, მეტის... მაგალითად, მსახიობ ენერგოვამპირებს – სცენის გარეშე არ შეუძლიათ, რადგან, უზარმაზარ აუდიტორიაში მრავალგვარ ემოციას იწვევენ, თუმცა, ეს დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ. ჰიტლერსა და ლენინს თავიანთი ძალები აგრესიისკენ რომ არ წარემართათ და, უბრალოდ, ქვეყნის საკეთილდღეოდ მოეხმარათ, უკეთესად დაასრულებდნენ. დაბალი ენერგეტიკის მქონე ადამიანები ხშირად ხდებიან პოლიტიკური ლიდერები, მაღალი ენერგეტიკის მქონეები კი – ბიზნესმენები.
– ენერგოვამპირიზმისგან განკურნება შესაძლებელია?
– ვფიქრობ, არა. პარაფსიქოლოგები და ექსტრასენსები კი ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ ჩაკრების გახსნა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ, იმ მომენტში ჩაკრის გახსნა კი არ ხდება, არამედ, პარაფსიქოლოგი თავად აძლევს ამ ადამიანს საკუთარ ენერგიას. რაც შეეხება კლასიკურ ფსიქოლოგიას, ის არ აღიარებს არც კარმას, არც აურას, არც ენერგეტიკულ ველს. ჩემთვის, როგორც ასტროლოგისთვის, მნიშვნელოვანია, განვსაზღვრო, დაბადებიდან რა სახის ენერგეტიკის დეფიციტს განვიცდით და რომელ წელიწადში დაბადებული ადამიანი იმოქმედებს ჩვენზე სასიკეთოდ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია, შეარჩიოს ბიზნესპარტნიორი, ცხოვრების თანამგზავრი და ასე შემდეგ. ყველა კოლექტივში არის კონფლიქტი და ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს სხვადასხვა დონის ენერგეტიკა აქვთ.

скачать dle 11.3