ქალი-მაგნიტი – გერმანულ “ტალანტ შოუზე„
ქალი-მაგნიტი, ნელი ფურცელაძე, გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში მიიწვიეს შოუზე „დას სუპერტალანტ”. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი პროდიუსერი შოთა ქელდიშვილი. ქალბატონმა ნელიმ სხვადასხვა სახის ნომერი წარმოადგინა: ბიოენერგიისა და კოსმოენერგიის მეშვეობით სხეულზე სხვადასხვა სახისა და ზომის ნივთები მიიკრა, მათ შორის – ლითონის, ხის, პლასტმასის საგნები, დიდი ზომის წიგნები და სხვა. ეს ნომრები შემოდგომაზე ერთ-ერთი გერმანული არხის ეთერში გავა.