კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა თავი ვარსკვლავი გგონია


ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა გასულ კვირას თავის შეყვარებულს, აბიგაილ კლენსის ხელი ჩაჭიდა და პოპულარულ და ძვირად ღირებულ რესტორან „დორჩესტერს“ მიადგა. წყვილმა ივახშმა, წითელი ღვინოც მიირთვა და იმის მიუხედავად, რომ აბი ტელეწამყვანი, მოდელი და ცნობილი ადამიანია, რბილად რომ ვთქვათ, ღორივით გამოძღა. ბედად, რესტორანს საკუთარი სასტუმროც აქვს და პიტერმაც სახლში წასვლა ვერ გარისკა და კლენსის ნომერში წაყვანა დაუპირა. სასტუმროს კორიდორში ფეხარეულმა ქალმა თავი ვერ შეიკავა და ნომრიდან გამოსულ სხვა მობინადრეს დაეჯახა.

„ფრთხილად, ვერ მხედავ, რომ მოვდივარ? მე აბიგაილ კლენსი ვარ, ვარსკვლავი და პატივი მეცი!“ – ბოლო ხმაზე ყვიროდა კრაუჩის ქალი.

რაც შეეხება ქალს, რომელსაც ის ეჩხუბებოდა, სიტუაციას მშვიდად და ირონიული ღიმილით გაერიდა. მხოლოდ მეორე დღეს გაიგო ბრიტანელმა წყვილმა, რომ ქალი, რომელსაც აბიგაილი პატივისცემას სთხოვდა და ვარსკვლავობას უმტკიცებდა, ლეგენდარული სოფი ლორენი გახლდათ.


скачать dle 11.3