კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ დაწვა ცოცხლად მთაწმინდის ტყეში მილიციის მაიორი

ყაჩაღური თავდასხმა
კედლის საათმა ერთხელ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში შუქი ენთო, მის მობინადრეებს უკვე ეძინათ. ლოტკინის მთაზე, ლამაზად მოწყობილ სახლში, გრიგოლიების შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი კოოპერატორები იყვნენ, დღედაღამ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ და სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. ამიტომ, მათი ბევრს შურდა და ბევრჯერ „ობეხეც“ მიუგზავნეს, მაგრამ, უმცირესი დარღვევაც კი ვერ აღმოუჩინეს. გრიგოლიები ძეხვეულის კერძო წარმოებით იყვნენ დაკავებულები და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდათ, ისინი პატიოსანი შრომით გამდიდრდნენ.
ოჯახის უფროსი, 64 წლის ნოდარ გრიგოლია, ტუალეტიდან გამოვიდა და უკვე დასაძინებლად წვებოდა, როდესაც მის ბინაში ოთხი ნიღაბაფარებული, შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა და ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. უარი რომ მიიღეს, მძარცველებმა ოჯახის დანარჩენი ექვსი წევრიც წამოყარეს ლოგინებიდან, სასტუმრო ოთახში დაამწკრივეს და მოთხოვნა გაუმეორეს.
ცოლ-ქმრის, ნოდარ და დოდო გრიგოლიების გარდა, მუქარის ქვეშ აღმოჩნდნენ მათი ვაჟები – თემურ, გივი და ანზორ გრიგოლიები, აგრეთვე, ანზორის ფეხმძიმე მეუღლე ელენე და მათი 6 წლის ვაჟი – ნოდარიკო. ყაჩაღების მეთაურმა პატარა ნოდარიკოს კეფაზე დაადო პისტოლეტი და ბაბუამისს უთხრა:
– ჩქარა გამოაჩინე ფული და ოქრო, თორემ, ამ შენს პატარა ნაბიჭვარს ტვინს გავასხმევინებ!
ნოდარ გრიგოლიამ ყაჩაღებს 9 ათასი მანეთი და ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა გამოუტანა, მაგრამ, ყაჩაღები ამით არ დაკმაყოფილდნენ და გრიგოლიებს ის ძვირფასეულობაც შეხსნეს, რომლებიც მათ სხეულზე ეკეთათ. როდესაც ჯერი დოდო გრიგოლიაზე მიდგა და ქალს ოქროს ძეწკვი მოსთხოვეს, რომელიც მას კისერზე ეკეთა, ქალი შეევედრა:
– ეს მაინც დამიტოვე, შვილო. ჩემი ელგუჯას ნაჩუქარია. ელგუჯა კი შარშან დამეღუპა.
ყაჩაღმა უხეშად ჩამოაგლიჯა ქალს ძეწკვი, რის გამოც დოდოს გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა. ყაჩაღს გრიგოლიების რძალი, ელენე ჩააფრინდა მარცხენა მკლავში და ისე ძლიერ უკბინა, რომ ხორცი ამოაგლიჯა, რის გამოც მძარცველმა ქალს მუცელში წიხლი ჩააზილა. ყაჩაღები ნაძარცვი ნივთებიანად გაიქცნენ. მათი წასვლის შემდეგ ელენეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მკვდარი ბავშვი შობა, პატარა ნოდარიკოს კი შიშისგან ეპილეფსია დაემართა და დამუნჯდა.
შურისძიება
მიუხედავად იმისა, რომ მილიცია შემთხვევიდან ოცი წუთის მერე მივიდა გრიგოლიების სახლში, ყაჩაღებმა მიმალვა მაინც მოასწრეს.
ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი კვირა იყო გასული, როდესაც ელენემ მეუღლეს უთხრა:
– ვიცი, ვინც დაგვაყაჩაღა.
– საიდან იცი?
– მკლავზე რომ ვუკბინე, მაშინვე ვიცანი სუნით და, დარწმუნებული ვარ, რომ არ მეშლება.
ანზორი გაფითრდა:
– ვინ იყო?
– გიზო ბზიკაძე, ჩემი ნახალოვკელი მეზობელი. ასე მხოლოდ ბზიკაძეები ყარდნენ და მათთან იშვიათად შევდიოდი, მაგრამ, თუ შევიდოდი, ნახევარ წუთსაც ვერ ვჩერდებოდი. ეს სუნი ბავშვობიდან მახსოვს და არ ვცდები.
ელენე „ნახალოვკელი“ იყო და გიზოს ანზორიც კარგად იცნობდა. ბზიკაძე მილიციაში მუშაობდა და სერჟანტის ჩინი ჰქონდა. ის დოდო გრიგოლიას დაკრძალვაზეც იყო და ოჯახს მიუსამძიმრა. ანზორს ცოლის სიტყვების არ სჯეროდა, მაგრამ, მაინც გადაამოწმა: ღამით გიზოს სადარბაზოში დახვდა და ქლორეთილით დააძინა. შემდეგ მარცხენა მკლავი უნახა და გაოგნდა: გიზო ბზიკაძეს სახვევის ქვეშ ელენეს კბილების ღრმა კვალი აჩნდა და ანზორი დარწმუნდა, რომ მის წინაშე მისი ოჯახის ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამიტომ, ანზორმა გიზო გაკოჭა, მანქანით მტკვრის პირას წაიყვანა, აწამა და ყველაფერში გამოტეხა. აღმოჩნდა, რომ ყაჩაღობაში გიზოს გარდა, მონაწილეობდა კიდევ სამი მილიციელი: სერჟანტი ვასო სირაძე, სერჟანტი გევორქ გალუსტოვი და კაპიტანი შაქრო გულიაშვილი. ოთხივე ერთად მუშაობდა და გრიგოლიების დაყაჩაღება მათი პირველი და უკანასკნელი საქმე იყო... ანზორმა გიზო ბზიკაძეს ჯერ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა ტუჩებში და კბილები ჩაულეწა. შემდეგ ხანჯალი ჩაასო მუცელში, ბოლოს კი, ჯერ კიდევ ცოცხალს, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. იმავე დღეს ანზორმა სირაძე და გალუსტოვი დახოცა მათსავე სახლებში, ხოლო გულიაშვილის მოსაკლავად რომ გაემართა, ის მილიციამ დააპატიმრა. ანზორ გრიგოლიამ გამომძიებელს გულიაშვილის დაკითხვა და დაპატიმრება მოსთხოვა, მაგრამ, სამართალდამცველს ეს სასაცილოდაც არ ეყო. ანზორი გაასამართლეს, დახვრეტა მიუსაჯეს და სასჯელის აღსასრულებლად რატომღაც, მოსკოვში გაგზავნეს სპეცეტაპით.
ურანის საბადოზე
1981 წლის 16 იანვარს გრიგოლიებს ანზორის დახვრეტის ოფიციალური შეტყობინება მიუვიდათ, რასაც კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვა – 65 წლის ნოდარ გრიგოლიას გული გაუსკდა და გარდაიცვალა. თემურმა და გივიმ სახლი გაყიდეს და ელენესა და დამუნჯებულ ნოდარიკოსთან ერთად რუსეთში გადაიხვეწნენ.
შაქრო გულიაშვილმა კი, რომელიც კვლავ მილიციაში მუშაობდა, მაიორის ჩინიც მიიღო. 40 წლის გულიაშვილი კვლავ უცოლშვილო იყო და გარყვნილებაში ატარებდა დროს. მას სინდისი საერთოდ არ ჰქონდა და შიშიც გაუქრა, როდესაც გრიგოლიების გადასახლებისა და ანზორის დახვრეტის ამბავი გაიგო, თუმცა, გრიგოლიების დარბევის მთავარი ორგანიზატორი სწორედ შაქრო იყო.
ანზორ გრიგოლია, რომელიც ოფიციალურად დახვრეტილად ითვლებოდა, სინამდვილეში ცოცხალი იყო. ის ეგრეთ წოდებულ „ურანის პროგრამაში“ მოხვდა ციმბირში და ქალაქ ირკუტსკიდან 180 კილომეტრით დაშორებული დაბა ურანსკში იმყოფებოდა. ეს დაბა არც ერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული, რადგან, იქ ურანს მოიპოვებდნენ და ამ საქმისთვის სიკვდილმისჯილებს იყენებდნენ. იქ მუდმივად 40 ადამიანი მუშაობდა და, სამუშაოს მავნებლობიდან გამომდინარე, თითოეული მათგანის სიცოცხლის ხანგრძლივობა სამ-ოთხ თვეს არ აღემატებოდა. ურანსკში რომ ჩაიყვანეს, ანზორი ერთი კვირა არ გაუყვანიათ სამუშაოდ, რადგან ფეხი ჰქონდა დაზიანებული. მაგრამ, როდესაც ფეხი მოურჩინეს და ურანის საბადოზე გაიყვანეს, მოულოდნელად იქ საშინელი აფეთქება მოხდა, რაც ქანებს შორის არსებული აირის ბრალი იყო. 40 სიკვდილმისჯილი და 30 შეიარაღებული ბადრაგი იქვე დაიღუპნენ და ისე დანახშირდნენ, რომ მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა. ანზორი კი აფეთქებების ტალღამ 80 მეტრზე მოისროლა და ციმბირის სწრაფ მდინარეში ჩააგდო. გათიშული ანზორი, რომელიც წყალმა სამი კილომეტრით ქვევით წაიღო, სრულიად შემთხვევით, მოხუცმა ტუნგუსმა მეთევზემ და მონადირემ, ბურსუ კაიზამ გადაარჩინა – ნაპირზე გამოიყვანა და სახლში წაიყვანა.
ცოცხლად დამწვარი
ბურსუ კაიზასთან ანზორმა ათი თვე გაატარა, სრულიად გამოჯანმრთელდა და, მოხუცის თხოვნის მიუხედვად, რომ მასთან დარჩენილიყო, კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ კაიზამ ანზორს ირმის ტყავისგან დაწნული, ირმის ქონში ამოვლებული ავგაროზი დაჰკიდა კისერზე და უთხრა:
– ეს შენ სიკვდილისგან გიხსნის. მშვიდობით წადი და ბუნება გფარავდეს.
ანზორ გრიგოლია, რომელსაც წვერი ჰქონდა მოშვებული და გარეგნობა მნიშვნელოვნად შეცვლოდა (ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 29 წლის კაცი 50 წლისას ჰგავდა), თბილისში ჩამოვიდა და ბავშვობის მეგობარს, კოტე ჯაშს ეწვია, რომელიც მარტო ცხოვრობდა სოლოლაკში. სწორედ კოტესგან შეიტყო ანზორმა, რომ მამამისი გარდაიცვალა, მისი ძმები და ცოლ-შვილი კი რუსეთში გადაიხვეწნენ, თუმცა, კოტემ მათი მისამართი არ იცოდა.
– ის ნაბოზარი გულიაშვილი სადაა, ხომ არ იცი? – ჰკითხა კოტეს ანზორმა.
– თბილისშია და  ისევ მილიციაში მუშაობს, მაიორია.
– ძალიან კარგი. მაგის სისხლს დავლევ, – კბილებში გამოსცრა ანზორმა და არყით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა.
ორი დღის შემდეგ, 1983 წლის 24 თებერვალს, ანზორ გრიგოლიამ დარეტიანებული და გაკოჭილი შაქრო გულიაშვილი საღამოს 9 საათზე მთაწმინდის პლატოზე აიყვანა ვაგზალზე მოპარული „პობედით“. ანზორმა მანქანა დაცარიელებულ ავტოსადგომზე დატოვა, გაკოჭილი მაიორი მხარზე გაიდო და ტყეში შეათრია. შემდეგ კლდის პირას ამოსულ ფიჭვზე მიაბა, ისევ მანქანასთან დაბრუნდა და იქიდან ბენზინით სავსე ოცლიტრიანი კანისტრა მიიტანა ფიჭვთან. ანზორმა განათებულ ღამის თბილისს გადახედა, შემდეგ ფოსფორიან საათს დახედა და ხეზე მიბმულ, ჩვრებით პირგამოტენილ გულიაშვილს უთხრა:
– 10 საათია. ორი საათიც და, საქართველოს გასაბჭოების წყეულ დღეს სალუტით შეხვდები.
ზუსტად ღამის 12 საათზე ანზორმა ოცლიტრიანი ავზის შიგთავსი თავზე გადაასხა შაქრო გულიაშვილს, შემდეგ ათიოდე ნაბიჯით უკან დაიხია და ცეცხლმოკიდებული ბამბიანი ჯოხი სტყორცნა... წამში იქაურობა ჯოჯოხეთის ცეცხლმა გაანათა, არემარე კი შაქრო გულიაშვილის საშინელმა ყმუილმა გააყრუა.
 ანზორ გრიგოლია მშვიდად, ფეხით დაეშვა ჭონქაძის ქუჩაზე და კოტე ჯაშთან დაბრუნდა.
– რა ქენი? – ჰკითხა კოტემ ანზორს.
– ცოცხლად დავწვი. აივანზე რომ გახვიდე და მარჯვნივ გაიხედო, ყველაფერს საკუთარი თვალით დაინახავ.
კოტე აივანზე გავიდა, მთაწმინდის ტყისკენ მარჯვნივ გაიხედა და უზარმაზარი ჩირაღდანი დაინახა, რომელიც უკვე ხმას აღარ გამოსცემდა, რადგან გულიაშვილი მკვდარი იყო.
საბოლოო წერტილი
ანზორ გრიგოლიამ თავის ძმებსა და ცოლ-შვილს ქალაქ სოჭში მიაგნო. ელენე ავადმყოფ ბავშვს უვლიდა, გივის და თემურს კი ძველი საქმიანობისთვის მოეკიდათ ხელი და ძეხვეულის კოოპერატივი ჰქონდათ გახსნილი. ცოცხალი ანზორის დანახვამ ელენეს, გივის და თემურს ლამის ენა ჩაუგდო, ნოდარიკოზე კი ამ შოკმა პირიქით იმოქმედა და სამწლიანი დუმილის შემდეგ ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო...
ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 1984 წლის იანვარში, გრიგოლიები სოჭიდან ავსტრალიაში გაიქცნენ ერთ-ერთი სატვირთო გემით, დღესაც იქ ცხოვრობენ და ძეხვეულის ბიზნესით არიან დაკავებულები. თუმცა, სანამ გრიგოლიები ავსტრალიაში დამკვიდრდებოდნენ და ბიზნესს ააწყობდნენ, ათასი უბედურება გადაიტანეს. საქმე ის იყო, რომ მთაწმინდის ტყეში დამწვარი შაქრო გულიაშვილის ძმა, ბადრი, სამხედრო მზვერავი იყო, „გრუს“ სპეცრაზმში მსახურობდა და შაქროს მკვლელზე დაიწყო ნადირობა. თავდაპირველად მან კოტე ჯაშს მიაკვლია და გამოტეხვის მიზნით ისე სასტიკად აწამა, რომ ქვაც კი ატირდებოდა. მაგრამ, კოტემ ნამდვილად არ იცოდა ანზორის ადგილსამყოფელი. ამიტომ, სადისტმა ბადრიმ კოტე ჯერ ცოცხლად გაატყავა, შემდეგ მარილი დააყარა და, ცოცხალ-მკვდარი, ჭიანჭველებს მიუგდო.
ბადრი გულიაშვილმა მაინც მიაგნო გრიგროლიების კვალს და 1984 წელს ავსტრალიაში ჩავიდა, რომ შური ეძია, მაგრამ, მრავალჭირგამოვლილმა ანზორმა შურისმაძიებელი გაშიფრა, მახეში გააბა და სიდნეის ცენტრალურ პარკში ცოცხლად დაწვა – ისევე, როგორც მისი ძმა შაქრო მთაწმინდის ტყეში.

скачать dle 11.3