კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიკეთოთ ზაფხულის მაკიაჟი

როცა თერმომეტრზე ვერცხლისწყალი 30 გრადუსს ასცილდება, ჩვენი სახის კანი თითქოსდა უარს ამბობს ტონალურ კრემზე, პომადაზე, ტუშსა თუ ფანქარზე. არადა, გარეთ გასვლა მოუწესრიგებელი სახით, პაპანაქებაშიც კი, გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ და, უნდა მოვძებნოთ „ოქროს შუალედი“, ანუ, წავისვათ სახეზე ყველაფერი, რაც საჭიროა, ოღონდ, მაქსიმალურად მცირე რაოდენობით. მთავარია, ვიცოდეთ საზაფხულო make up-ის წესი: რაც ნაკლები, მით უკეთესი და ეს ეხება როგორც დეკორატიულ, ისე კანის მოვლის საშუალებებს. გარდა ამისა, საზაფხულო მაკიაჟი უნდა იყოს ბუნებრივი, ცოცხალი, მაგრამ, არა ჭახჭახა მკვეთრი ფერების. კოსმეტიკამ კანი არ უნდა დაამძიმოს. ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, ჩართოთ მზისგან დამცავი საშუალებებიც. თითქოს პარადოქსია, მაგრამ, ზაფხულს არ უხდება ზედმეტი ფერადოვნება, ამიტომ, კურსი აიღეთ სისადავეზე, თანაც ისე, რომ ოსტატურად შენიღბოთ თქვენი კანისა თუ ნაკვთების ხარვეზები. ამასთან, უნდა გამოიყენოთ ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეზღუდავს სახის კანზე ფორების ამოქოლვასა და ოფლის გამოყოფას, რაც თავის მხრივ, ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებასა და გამონაყარის გაჩენას.
და კიდევ: ზაფხულში სახის კანის მოვლის აუცილებელი პირობაა დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) გაწმენდა მცენარეული ნახარშით ან სპეციალური ტონიკით. თუ დაგეზარებათ მაკიაჟის მოხსნა და ისე დაწვებით დასაძინებლად, მეორე დილით  გაორმაგებული ძალებით მოგიწევთ კანის გამოსაცოცხლებელი პროცედურების ჩატარება. ნუ დაიზარებთ და ნუ მისცემთ ნაოჭებს საშუალებას, უდროოდ „დამკვიდრნენ“ თქვენს სახეზე. ზაფხული „მათი სეზონია“ და, ამიტომ, განსაკუთრებული მონდომებით შეუშალეთ ხელი ამ არასასურველ „სტუმრებს“.

скачать dle 11.3