კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ტომ კრუზთან და ლიონელ მესისთან ქართველ ზურა მაჭარაშვილს და სად შეხვდა ის „სპაიდერმენ” ტობი მაგუაიერს

ქართველი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ზურა მაჭარაშვილი, დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნიუ-იორკში აქტიურად არის დაკავებული კინემატოგრაფიით და ამჟამად თავის მორიგ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ამთავრებს მუშაობას. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ჯულიან ბლეიკი” კი შემოდგომაზე  გამოვა. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით,  ზურას ამერიკაში დავუკავშირდით.

ზურა მაჭარაშვილი: ახლახან დავასრულე მუშაობა ფილმზე „ჯულიან ბლეიკი”. ეს არის მძაფრსიუჟეტიანი დრამა, თრილერი. ეს ფილმი ჯეისონ ბორნის თავგადასავლების შესახებ გადაღებული ცნობილი ჰოლივუდური ტრილოგიის სტილშია გადაღებული. ჯულიან ბლეიკი არის ნიუიორკელი დეტექტივი, რომელიც სერიოზულ საქმეებზე მუშაობს. ჩემი გმირი ძალიან ჩახედულია თავის საქმეში, გამოცდილი გამომძიებელია, რომელსაც მაფია შეყვარებულ ქალს მოსტაცებს. მთელი ფილმის განმავლობაში ეს გოგო გატაცებულია და ჯულიანი მის დახსნას ცდილობს მაფიის ბოსებისგან. დინამიკური და საყურებელი ფილმი გამოვიდა, ბევრი „ექშენ” სცენაა, ჩხუბები. მოკლედ, კარგი ფილმი გამოვიდა. ფილმის ფინალს საიდუმლოდ დავტოვებ, არ გეტყვით (იცინის).
– ამ ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ხარ. ხომ არ გაგიჭირდა ამდენი პროფესიის შეთავსება?
– კი, ძალიან გამიჭირდა. დღეში 16-18 საათი გვქონდა გადაღებები. სულ ათი დღე გვქონდა გამოყოფილი ფილმის გადასაღებად და, ძალიან სწრაფად, ჰოლივუდურ ტემპში მოვახერხეთ, ჩავტეულიყავით ამ დროში. შესვენებები პრაქტიკულად არ გვქონია, ყველაფერი წამებში იყო გათვლილი. ნიუ-იორკში მიმდინარეობდა გადაღების პროცესი, მანჰეტენზე და ბრუკლინში. კერძო დაფინანსებით მოხდა ფილმის გადაღება და, რადგან ჩემი მონაცემები მათთვის ცნობილია, მანდეს გადასაღები პროცესი, ასე თქვეს: „ამ ახალგაზრდას ვენდობით და გაძლევთ ფულს, რათა ფილმი გადაიღოთ”. საბოლოო ბიუჯეტს ვერ გეტყვით, რადგან, ჯერაც მიმდინარეობს მუშაობა ფილმზე და, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულებული იქნება. ფილმი „დივიდი” დისკებზე გამოვა და, ასევე, გვექნება პრემიერა ფასიან ინტერნეტ-საიტებზე.
– მსახიობებზე რას იტყვი, თუ არიან მათ შორის ცნობილი სახეები?
– ამერიკელი მაყურებელი მეტ-ნაკლებად იცნობს ამ მსახიობებს. ვარსკვლავები არ არიან, მაგრამ, ნიუიორკული კინოს ბიზნესი იცნობს მათ. არც ძალიან ცნობილები არიან და არც ძალიან უცნობები, სადღაც შუაში არიან, მომავლის მსახიობები. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ქუთჩა – ასეთი სახელი ჰქვია, გვარი არ აქვს (იცინის). ნიჭიერი მსახიობია, ნათამაშები აქვს ნიკოლას ქეიჯის ფილმში „ომის ლორდი”. ჯულიან ბლეიკის შეყვარებულის როლს კი ახალგაზრდა მსახიობი მეგან ისტონი თამაშობს, ახალი დაწყებული აქვს კარიერა. ჩემი შერჩეული მსახიობები იყვნენ, ფაქტობრივად, ქასთინგის რეჟისორის ფუნქციაც შევითავსე. დიდი გამოცდილება შემძინა ამ ფილმზე მუშაობამ. ვიტყვი, რომ ასეთი ფილმი ჯერ არ გადამიღია, მართლა კარგი გამოვიდა.
– მომავალ გეგმებზე რას გვეტყვი, რომელიმე ჰოლივუდური ფილმიდან ხომ არ გაქვს შემოთავაზება?
– არის ქასთინგები, სადაც დავდივარ. რამდენიმე ცნობილ სააგენტოსთან ვაწარმოებ   მოლაპარაკებებს და გარკვეული შემოთავაზებები მაქვს ამ კუთხით. წინასწარ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, მომავალში მხოლოდ მსახიობობას ვაპირებ. საინტერესოა რეჟისორობა, თუმცა, გული უფრო მსახიობობისკენ მიმიწევს. ნანახი აქვთ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმები პროდიუსერებს და იციან ჩემი შესაძლებლობები, ასე რომ, მომავალს იმედიანად ვუყურებ. კონკრეტულად, ახლო მომავალში კი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მაქვს გადაწყვეტილი.
– ქართულ კინემატოგრაფიას თუ იცნობ? საქართველოდან ადრეულ ასაკში წახვედი და, თუ გაქვს ნანახი ქართული ფილმები?
– კი, რა თქმა უნდა. „დათა თუთაშხია” ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართული ფილმია, თვეში ერთხელ ვუყურებ ყველა სერიას. „ხარება და გოგია”, „ცისფერი მთები”, „ჯარისკაცის მამა” – ამ ფილმებს ხშირად ვუყურებ.
– ზურაბ მაჭარაშვილის პირად ცხოვრებაში თუ არის სიახლე?
– ჩემი პირადი ცხოვრება ძალიან ბევრს აინტერესებს ჩემ გარშემო (იცინის). შეყვარებული ჯერჯერობით არ მყავს და ცოლის მოყვანასაც ჯერ არ ვაპირებ. ისე, ვიტყვი, რომ შავგვრემანი გოგოები მომწონს, ცისფერი ან მწვანე თვალები უნდა ჰქონდეთ. რამდენიმე გოგოსთან კი მაქვს ურთიერთობა და გვიწევს შეხვედრები. ერთ-ერთი ქართველია, საქართველოში დაბადებული და ნიუ-იორკში გაზრდილი, მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, სახელს ვერ გეტყვით – გაბრაზდება და, შესაძლებელია, მომავალში რაღაც მოხდეს. თუმცა, ამ მომენტისთვის არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის, რადგან მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული,  სულ გადაღებებზე ვარ.
– შენი „ფეისბუქის” გვერდზე ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებული ფოტოები გიდევს, სადაც ჩოხებში, ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული ქართველების მსვლელობაა. რა ღონისძიება იყო, რას აღნიშნავდით?
– 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აქაურმა ქართველებმა მოაწყვეს მსვლელობა. ბევრ მათგანს ვიცნობ, მჭიდრო კავშირი მაქვს ჩვენს დიასპორასთან. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩემი მეგობარია, თუმცა, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხანდახან ფეხბურთს ვთამაშობთ ან კინოთეატრში მივდივართ.
– ქართული ცეკვა თუ იცი?
– (იცინის) არ ვიცი და ძალიან მინდა, ვისწავლო. ასევე ცურვის სწავლაც მინდა, არ მეხერხება ცურვა. ამას წინათ ერთ-ერთ ქასთინგზე მკითხეს, ცხენის გატარებას თუ მოვახერხებდი და გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვიჯექი ცხენზე, ისიც, ერთხელ. ავტომობილის მართვაც არ ვიცი და, გამოდის, რომ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, თუმცა, ქართული ცეკვის სწავლა მართლა ძალიან მინდა.
– ვიცი, რომ მიკი რურკთან ახლობლობ, ასევე, სხვა ცნობილ მსახიობებსაც შეხვედრიხარ. ბოლო პერიოდში თუ გინახავს ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ?
– სანამ ფილმის გადაღებას დავიწყებდი, რამდენიმე ხნის წინ კონეკტიკუტში ვიყავი და იქ ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერაზე ტობი მაგუაიერს შევხვდი – ცნობილი მსახიობია, „სპაიდერმენში” აქვს ნათამაშები. უშუალო ადამიანია, ჩვეულებრივია ურთიერთობაში და სულ არ ეტყობა ის ვარსკვლავური სტატუსი.
– ვიცი, რომ ფეხბურთი გიყვარს, თავისუფალ დროს ხშირად ახერხებ თამაშს და მეტსახელიც გაქვს – „მესი”…
– კი (იცინის), „მესის” მეძახიან, დაბალი ვარ და აღნაგობით ვგავარ ლიონელ მესის. მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელს მამგვანებენ. მეც ვცდილობ, რომ გავამართლო მეტსახელი და, მგონი, ფეხბურთის თამაში ცუდად არ გამომდის. ისე, „ბარსელონას” ქომაგი არ ვარ, უფრო „რეალს” ვქომაგობ. ნაკრებებიდან კი – პორტუგალიას; კრიშტიანუ რონალდუს და ნანის თამაში მომწონს.
– ანუ, თუ ჰოლივუდში ლიონელ მესის შესახებ დააპირებენ ფილმის გადაღებას, შენ მიგიწვევენ მთავარ როლზე?
– დიახ, ან მე უნდა ვითამაშო, ან – ტომ კრუზმა, ისიც დაბალია და მესის წააგავს ცოტათი, თუმცა, უკვე ასაკშია და, ალბათ, მე შემომთავაზებენ მესის როლს (იცინის). სხვათა შორის, ტომ კრუზსაც მამსგავსებენ. გადასაღებ მოედანზე ხშირად მაშაყირებენ მეგობრები – მორჩი ამ ტომკრუზობანასო (იცინის). ისე, პირადად არ შევხვედრივარ ტომ კრუზს. ახლახან ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა და „ჯეკ რიჩერი” ჰქვია. მძაფრსიუჟეტიანი ფილმია და მისი სცენარი ძალიან წააგავს ჩემი ფილმის სცენარს და, დამთხვევაა, რომ ჩემი და ტომის ფილმების სახელწოდებები მთავარი გმირების სახელებიდან მომდინარეობს. ტომ კრუზი ნამდვილი ჰოლივუდელი ვარსკვლავია, რომელთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია.

скачать dle 11.3