რის გამო იჯდა 45 წუთი ყინულის აბაზანაში ჰოლივუდის ლეგენდა, მარლონ ბრანდო და რამდენ ათას დოლარად გაიყიდა მის მიერ შესწორებული „ნათლიმამას” სცენარი
„ნათლიმამა”, „უკანასკნელი ტანგო პარიზში”, „ჩვენი დროის აპოკალიფსისი” – ყველა ეს კლასიკური ფილმი დიდი ხანია, ამერიკული კინემატოგრაფის ოქროს ფონდშია შესული და ამ ფილმების მთავარი ვარსკვლავი, ლეგენდარული მარლონ ბრანდო თამამად შეიძლება, ჩაითვალოს მეოცე საუკუნის ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად.
* მარლონ ბრანდო ომაჰაში, ნებრასკას შტატში დაიბადა 1924 წელს. მამამისი რთული ხასიათის ადამიანი იყო, რომელსაც შვილებთან ურთიერთობა უჭირდა, ხოლო დედას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. როდესაც მარლონი 11 წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ შერიგდნენ და ჩიკაგოსთან ახლოს, სოფელ ლიბერტივილში დასახლდნენ.
* მარლონ ბრანდოს არ უყვარდა მშობლებზე საუბარი, თუმცა ერთხელ, ჟურნალ „ნიუ-იორკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, აღიარა, რომ დედა ლოთი ჰყავდა, ხოლო თვითონ ბისექსუალია. ცნობილია, რომ ამ ინტერვიუს გახსენება შემდგომ წლებში, ბრანდოს არ უყვარდა.
* ფილმს „აჯანყება ბაუნტიზე” გადაღების დროს მარლონ ბრანდო ყოველდღე სკანდალებსა და ისტერიკებს აწყობდა, რის გამოც გადასაღები დრო გაიწელა და ფილმის ბიუჯეტი 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თავისუფალ დროს ბრანდო გადასაღებ მოედანზე შიშველი დაიარებოდა და სქესობრივ კავშირს ამყარებდა ყველასთან, ვინც თანახმა იყო. შედეგად, ჰონორეა შეეყარა, რასაც მალავდა და კუჭის აშლილობას იმიზეზებდა. დღის განმავლობაში ბრანდო იმდენ ნაყინს ჭამდა, რომ გადაღებების ბოლოს უკვე 15 კილოგრამი მოიმატა.
* ლარი კინგის ტელეშოუში მარლონ ბრანდომ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჰოლივუდს მართავს „საიდუმლო ებრაული საზოგადოება”. გადაცემის შემდეგ ბრანდომ ლარი კინგს ტუჩებში აკოცა.
* მარლონ ბრანდოს ფსიქიკურად შეშლილმა ქალიშვილმა, შეენამ თავის ძმას, კრისტიანს უთხრა, რომ „ბოიფრენდი“ ფიზიკურად უსწორდებოდა, რაც ტყუილი იყო. კრისტიანმა ბრანდოს სახლში პისტოლეტით მოკლა შეენას „ბოიფრენდი“, ხოლო თავად შეენამ 1995 წელს თავი ჩამოიხრჩო.
* მარლონ ბრანდომ 45 წუთი გაატარა ყინულებიან აბაზანაში, რათა ფილმში „აჯანყება ბაუნტიზე” მისი სიკვდილი მაქსიმალურად ყოფილიყო რეალობასთან მიახლოებული.
* ბრანდოს 18 ათასი დოლარი დაუჯდა ტაიტიდან ქვიშის ტრანსპორტირება ლოს-ანჯელესში, თავისი სახლის აკვარიუმისთვის.
* მარლონ ბრანდო და რობერტ დე ნირო ის მსახიობები არიან კინოისტორიაში, რომელთაც ერთი და იმავე როლის შესრულებისთვის აქვთ „ოსკარი” მიღებული. საუბარია დონ ვიტო კორლეონეს როლზე „ნათლიმამაში”.
* მარლონ ბრანდო სიცოცხლის ბოლო წლებში იშვიათად გადიოდა სახლიდან და საკვებს „მაკდონალდსიდან” ტაქსისტებს აბარებდა. მთავარი მოთხოვნა იყო მისთვის ჰამბურგერები ღობეზე გადაეგდოთ, რადგან ჭიშკრის გაღება ეზარებოდა. ის ამ დროს თავის სასახლეში, მალჰოლანდ-დრაივზე იმყოფებოდა.
* მარლონ ბრანდო სახლში ინახავდა თავისი მეგობრისა და გავრცელებული ვერსიის თანახმად, საყვარლის, მსახიობ ვალი კოქსის ფერფლიან ურნას. ანდერძის თანახმად, ბრანდოს ფერფლი კოქსის ფერფლთან ერთად უნდა გაებნიათ. კოქსის ქვრივი რამდენჯერმე ეცადა, რომ თავისი მეუღლის ფერფლი დაებრუნებინა, თუმცა წარუმატებლად.
* მარლონ ბრანდოს სახელი გამოყენებულია მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების კომპოზიციებში. ნილ იანგის, იგგი პოპის, დევიდ ბოუის, ბილი ჯოელის, მადონას, მარკ ნოპფლერის, ბრიუს სპრინგსტინის, რობი უილიამსის, რასელ ქროუს და ჯგუფ „სლიპკნოტის” სიმღერებში.
* 1976 წლიდან მარლონ ბრანდოს ბიოგრაფები ამტკიცებდნენ, რომ მსახიობი ფარული ბისექსუალი იყო და მას რომანი ჰქონდა ამერიკული კინოს კიდევ ერთ ლეგენდასთან, კერი გრანტთან. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმის, „უკანასკნელი ტანგო პარიზში” გადაღებების დროს, ბრანდოს რომანი ჰქონდა ფილმის რეჟისორთან, ბერნარდო ბერტოლუჩისთან. არსებობს ვერსია, რომ ბერტოლუჩი უკმაყოფილო იყო მსახიობების თამაშით და მათთან დაწოლით გადაწყვიტა, მათთვის ხასიათი გამოეკეთებინა.
* მარლონ ბრანდოს ერთ-ერთი უკანასკნელი გამოჩენა დიდ ეკრანზე იყო მაიკლ ჯეკსონის კლიპში „იუ როქ მაი უორლდ”, სადაც მან მაფიოზის როლი შეასრულა.
* თავის ავტობიოგრაფიაში მარლონ ბრანდო ამტკიცებდა, რომ რომანი ჰქონდა მერლინ მონროსთან, ხოლო საუკეთესო მსახიობად ჯონი დეპს მიიჩნევდა.
* მარლონ ბრანდოს რვა შვილი ჰყავდა, მათ გარდა კი – სამი ნაშვილები.
* 1980 წელს მარლონ ბრანდომ კინოდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა პერიოდულად, მაინც თამაშობდა ფილმებში, ოღონდ მეორეხარისხოვან როლებს. დროის უმეტეს ნაწილს ის ტაიტიზე ატარებდა.
* ბრანდოს ვაჟი, მიკა ბრანდო მაიკლ ჯეკსონის პირადი მცველი იყო.
* მარლონ ბრანდო სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე სკოლის კორიდორში მოტოციკლით გაიარა.
* 2006 წელს, გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, მარლონ ბრანდომ „სუპერმენის” მამის როლი შეასრულა ცნობილი ბლოკბასტერის რიმეიქში. გადაღებების დროს რეჟისორებმა ბრანდოს ძველი ჩანაწერები გამოიყენეს.
* სიცოცხლის ბოლო წლებში მარლონ ბრანდო სიმსუქნისგან იტანჯებოდა, მისი წონა 90-იანი წლების ბოლოს 136 კილოგრამს შეადგენდა. ამის გარდა, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, რამაც ბრანდოს მხედველობა დაუქვეითა. ბრანდოს სიკვდილის მიზეზად ფილტვების ფიბროზი დასახელდა.
* მარლონ ბრანდო რობერტ დე ნიროს ახლო მეგობარი იყო და როდესაც ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა, დე ნირომ განაცხადა: „მის სიკვდილთან ერთად ყველაფერი შეიცვალა”.
* „ნათლიმამის” გადაღებების დროს, მარლონ ბრანდოს პირში სპეციალური კაპი ჰქონდა ჩადგმული, რათა მისი ყბა ბულდოგის ყბას დამსგავსებოდა.
* „ნათლიმამაში” შესრულებული როლისთვის მარლონ ბრანდომ „ოსკარი” მიიღო. თუმცა, პროტესტის ნიშნად, დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოცხადდა და იქ აპაჩის ტომის ინდიელი გოგონა გაგზავნა, რომელმაც ასევე, არ მიიღო ჯილდო. ბრანდო ამერიკელი ინდიელების დისკრიმინაციის პოლიტიკას აპროტესტებდა.
* „უკანასკნელი ტანგო პარიზში” გადაღებების დროს ბრანდო, პრაქტიკულად, არ იცნობდა სცენარს და მისი ყველა რეპლიკა ფილმში სრული იმპროვიზაციაა.
* „ჩვენი დროის აპოკალიფსისის” გადასაღებ მოედანზე მარლონ ბრანდო გასუქებული გამოცხადდა და არც როლი იცოდა. თუმცა, ფრენსის ფორდ კოპოლას იმდენად უნდოდა, რომ შეშლილი გენერლის, კურცის როლში ბრანდო გადაეღო, მის ყველა კაპრიზს დასთანხმდა. საბოლოოდ, ფილმში ბრანდოს მხოლოდ სახეს უღებდნენ. მისი სხეული კი არ ჩანდა. ხოლო რასაც ლაპარაკობდა ყველაფერი იმპროვიზაცია იყო.
* 1987 წელს მარლონ ბრანდომ მაიკლ ჩიმონოს შემოთავაზება უარყო და ლუი საიფერის როლი ფილმში „ენჯელის გული,” მისმა მეგობარმა, რობერტ დე ნირომ შეასრულა.
* „კრისტის” აუქციონზე, რამდენიმე წლის წინ, მარლონ ბრანდოს პირადი ნივთები 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. დიდ ინტერესს იწვევდა „ნათლიმამას” სცენარი, რომელშიც ბრანდოს მიერ გაკეთებული შენიშვნები იყო. ეს ნივთი 312 ათას დოლარად გაიყიდა. 36 ათას დოლარად გაიყიდა დეპეშა, რომელიც ბრანდომ მერლინ მონროს გაუგზავნა; 66 ათას დოლარად „ნათლიმამას” დოკუმენტები, რომლებზეც ბრანდოს ხელმოწერები იყო. საერთო ჯამში, აუქციონზე ბრანდოს 320 პირადი ნივთი გაიყიდა.