ბატონს ბატონობა მოუნდა
„ფორმულა 1-ის“ მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი მართლა ბატონობას აპირებს. მას სურს, რომ ინგლისში მეთვრამეტე საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინოს და იქ დასახლდეს.
„სახლი ლონდონის გარეუბანში, მონაკოსა და ბაჰრეინში მაქვს, მაგრამ სასახლე მაინც სულ სხვაა. ჩემი ადვოკატები ამ თემაზე უკვე მუშაობენ და იმედი მაქვს, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც მე მსურს“, – განაცხადა ბატონმა.
საუბარი იმ სასახლეზეა, რომელიც ორი წლის წინ რობი უილიამსმა შეიძინა და მაშინ მის სანაცვლოდ ათ მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. ახლა კი, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ბატონი მზად არის, ექვს მილიონს შეელიოს, თუმცა ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მინიმუმ რვას ითხოვს.