კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დაავადებას უხდება მწვანე ლობიოს პარკის ნახარში


ცისტიტის მკურნალობისას, ასევე, კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას. მაგალითად, შარდში ოქსალატების არსებობისას რეკომენდებულია რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებსაც ორგანიზმიდან მჟაუნმჟავა მარილები გამოაქვს. კარგია ბურღულეული, ფქვილის ნაწარმი, უხეშად დაფქული თეთრი და შავი პური. ნებადართულია ბოსტნეულის სუპები, ხილი, მოხარშული ხორცი. სუფრის მარილის სადღეღამისო დოზა 5 გრამია. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მაქსიმალურად შეზღუდეთ რძის ნაწარმი, კვერცხი, კალციუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები, ხორცისა და თევზის წვნიანი. არ შეიძლება მჟაუნის, ისპანახის, პარკოსნების, შოკოლადის, სანელებლებისა და ალკოჰოლის მიღება.
ფოსფატური კენჭების არსებობის დროს მიირთვით: უსაფუარო ცომეული, მოხარშული ხორცი, თევზი, მცენარეული ცხიმების შემცველი საკვები, შაქარი, თაფლი. სვით მინერალური წყლები. შეზღუდეთ ხორცისა და თევზის წვნიანი, კონსერვები, კარაქი. სუფრის მარილის დღეღამური დოზა 8 გრამია. რაციონიდან გამორიცხეთ მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, მწარე საკვები.
ურატული კენჭების არსებობისას მიირთვით მცენარეული და რძის პროდუქტები. ასეთი საკვები შარდის გატუტიანებას იწვევს. დიდი რაოდენობით მიირთვით ბოსტნეული, ხილი, კენკრა, შეზღუდეთ მარილიანი კერძების მიღება. დიდი რაოდენობით სვით ჩაი და კომპოტები, ასევე, ტუტე მინერალური წყლები. შეზღუდეთ პურინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლი, ენა, შემწვარი ხორცი, კონსერვები და ასე შემდეგ.
შარდის ბუშტის ანთების დროს ნებადართულია რძის ნაწარმი, ბურღულეული, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული, უცხიმო ხორცი, თევზი, კომპოტი, ახალგამოწურული ხილის წვენები. მიიღეთ ვიტამინები, განსაკუთრებით – ასკორბინის მჟავა, შეამცირეთ მარილი.
თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოიყენება ლობიოს პარკი. გამოათავისუფლეთ ის მარცვლებისგან, მზეზე გააშრეთ და მიიღეთ მისი ნახარში. ეს შარდმდენი საშუალებაა. კარგია მაყვლის, ოხრახუშის, ვაშლისა და ჭარხლის წვენები. არ მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, მწარე სანელებლები. გაითვალისწინეთ, რომ გაზიანი სასმელები შარდის ბუშტზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, მოერიდეთ ციტრუსების მიღებას, რადგან შარდს ატუტიანებს, ეს კი ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას.

  მწვანილი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას ამაღლებს
ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ კარგად შეითვისებს ორგანიზმი, თანაც შემადგენლობის სიმდიდრითაც გამოირჩევა. საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან ერთად, ხილი და ბოსტნეული სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც შეიცავს. მთავარია, იცოდეთ, სად იპოვოთ ისინი.
მწვანილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. კამა შეიცავს ოცი პროცენტით მეტ C ვიტამინს, ვიდრე ლიმონი ან ფორთოხალი. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი და სხვა საჭირო ვიტამინები. ამას ემატება 12 მნიშვნელოვანი მიკროელემენტიც. ნიახური B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექტს შეიცავს. ასევე, სასარგებლოა ოხრახუში და რეჰანი. თითქმის ყველა მწვანილი ორგანიზმის უჯრედების აქტიურობას ამაღლებს.
ნიორი კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აღადგენს და სახის კანზე ზრუნავს.
კომბოსტო შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინის ნაკრებს, C ვიტამინს, თუთიას და მანგანუმს, ასევე, სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც. კომბოსტო უჯრედების ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სტიმულატორია. მას აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.
წიწაკა შეიცავს ნივთიერება კაპსაიტინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასში ბევრია კაროტინი, C ვიტამინი, სილიციუმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის საერთო სიჯანსაღისთვის.

სწორად გამოკვებეთ ტვინის უჯრედები
იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა ნორმალურად იმუშაოს, აუცილებელია სწორი კვება. კერძოდ, მისთვის საჭიროა უჯერი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა, რომელთა ძირითადი საკვები წყაროა მზესუმზირის, სელისა და ზეთისხილის, ანუ ზეითუნის ზეთი.
მინერალური ნივთიერებებიდან ტვინისთვის აუცილებელია: გოგირდი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ფოსფორი და ფოსფორის ნაერთები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების წარმოქმნას. გოგირდი საჭიროა მათი ჟანგბადით გაჯერებისთვის. დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მინერალები კი უზრუნველყოფენ ტვინის ნორმალურ ცხოველმყოფელობას.
ადამიანის ტვინისთვის, ასევე, აუცილებელია E და B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E არეგულირებს ნათხემის მოქმედებას, ხელს უწყობს ჟანგბადის ეკონომიას.
ასევე, ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადის დიდი რაოდენობა. კვების პროდუქტები ხელს უწყობს ჟანგბადით მის გაჯერებას. ასეთი პროდუქტებია, მაგალითად, კარტოფილი, თალგამი, ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, პიტნა, მდოგვი და ასე შემდეგ.
როგორც ადამიანის სხვა, ნებისმიერი ორგანოსთვის, აქტიური მუშაობის შემდეგ, ტვინისთვისაც აუცილებელია დასვენება. უსაქმურობის დროს კი ტვინი ფორმატდება. ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად და შესაძლოა, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრამაც კი დიდი უსიამოვნების წინაშე დააყენოს. ასე რომ, ნუ გააზარმაცებთ ტვინს, რომ ის დიდხანს საღად და ნორმალურად გემსახუროთ.

ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებები
დიდი რაოდენობით მარინადების მიღება კუჭისთვის საშიშია. ეს აღიზიანებს კუჭის ლორწოვანას და იწვევს გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებებს. თუმცა, ხელაღებით მარინადების უარყოფა და მათზე უარის თქმა არ შეიძლება. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როგორ ძმარს იყენებთ და რა დოზით.
ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანვე ცნობილია. ის კარგია მაღალი არტერიული წნევის დასაწევად, ასთმის, ართრიტების შეტევის დროს, შაკიკის, თავის ტკივილის მოსახსნელად, მაღალი სიცხის დასაწევად და დამწვრობის დროსაც კი.
დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ მიღებული 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ზედმეტ ცხიმს წვავს. მჟავე ხსნარი შემადგენლობით ძალიან ჰგავს წვენს, რომელსაც კუჭი გამოჰყოფს და რომლის დიდი რაოდენობაც ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. ასეთი საკვების კუჭში დიდხანს დაგროვება ბევრი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ვაშლის ძმარი შეიცავს რძის, ვაშლის, ასკორბინისა და ძმრის მჟავას. მასში, ასევე, ბევრია B და E ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, რკინა და ასე შემდეგ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ადამიანის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს.
ჩვეულებრივ სუფრის ძმარსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. დამარილებურ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენური ნივთიერებები სრულიად ისპობა და ნადგურდება. ძმარი აქრობს თევზის არასასიამოვნო სუნს, ანელებს წიწაკის სიმწარეს და ხელს უწყობს საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას.
ასე რომ, გამოიყენეთ საკვებში ძმარი და ეცადეთ, დაიცვათ მისი მიღების ნორმები.

მიირთვით წიწაკით და მდოგვით შეკაზმული კერძები
მდოგვი ეფექტურ ანტიანთებით საშუალებად მიიჩნევა. თანამედროვე მედიცინაში მდოგვს გამოიყენებენ კბილის ტკივილის, ციებ-ცხელების, პნევმონიის, ბრონქიტისა და იპოქონდრიის დროს. თუ კერძებს მდოგვს დაუმატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ენერგიას. ის ცხიმების შეთვისებაშიც ეხმარება ორგანიზმს.
შავი პილპილი საჭმლის მონელების პროცესს საგრძნობლად ასტიმულირებს და აუმჯობესებს მადას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია.
წიწაკა კი ადამიანს ენერგიით ავსებს, ძალას ჰმატებს და ამხნევებს. ეს ბოსტნეული კარგია გაციებისა და გადაღლის დროს. ტკბილ წიწაკაში ბევრი ვიტამინია, კერძოდ:  B1, C, E, PP და ასე შემდეგ. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი და მიკროელემენტები აძლიერებს ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს, ამაღლებს სისხლძარღვების ელასტიკურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ წიწაკას რეგულარულად მიირთმევთ, მელანქოლია და აპათია არასოდეს შეგაწუხებთ.

როგორ შევინარჩუნოთ ასპროცენტიანი მხედველობა
ასპროცენტიანი მხედველობით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი თვალებს აზიანებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ამას ემატება მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმები და სხვა, რომლებიც ასევე ახდენს ზემოქმედებას მხედველობაზე.
ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. კომპლექსური, სწორი და ხარისხიანი კვების დროს არ არის აუცილებელი დამატებითი ვიტამინური პრეპარატების მიღება. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს. მაგალითად: A ვიტამინს შეიცავს ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
B1 ვიტამინს შეიცავს ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
B2 ვიტამინს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.
მხედველობის შესუსტების დროს, რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.

скачать dle 11.3