გასკოინის ბავშვობის მოგონებები
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, სკანდალურმა შფოთისთავმა პოლ გასკოინმა, თავისი ბავშვობის დროინდელი რამდენიმე ეპიზოდი უამბო ბრიტანელ ჟურნალისტებს. „ერთხელ, ახალ ზელანდიაში ვიყავი „ნიუკასლთან” ერთად. მაგარ სასტუმროში გავჩერდით და გამიკვირდა, რომ სასადილოში არ ჰქონდათ ბეკონი. სასტუმროს ადმინისტრატორსაც კი ვკითხე – ამდენი ცხვარი დადის ეზოში და ბეკონი რატომ არ გაქვთ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მეგობრებმა ამიხსენს, რომ ბეკონი ღორის ხორცისგან მზადდება,” – გაიხსენა ლეგენდარულმა „გაზზამ”, რომელიც ბოლო დროა, ხშირად ეხვევა არასაფეხბურთო უსიამოვნებებში, ალკოჰოლის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულის გამო.