კლიჩკოს ტრუსები
შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში, 15 ათას ფუნტად ვლადიმირ კლიჩკოს წითელი ფერის სპორტული ტრუსები, გაიყიდა. რომელიც ამერიკელ ტონი ტომპსონთან ორთაბრძოლისას ეცვა რინგზე. ის შეხვედრა კლიჩკომ მეექვსე რაუნდში ნოკაუტით მოიგო, შემოსული თანხა კი პარკინსონთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლიჩკო თავის ტრუსებს ყიდის – 2006 წელს, აუქციონზე, კლიჩკომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის „მომტანი“ ტრუსები 9 ათას ევროდ გაყიდა.