კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ქალები ავადდებიან ნევროზით და უფლის მიერ რა საოცარი უნარია ჩადებული ქალში

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეკლესიაში, ცხოვრებაში მამაკაცები რატომღაც ქალებზე მეტი უპირატესობით სარგებლობენ. არადა‚ უფლის თვალში არ არსებობს განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, ის ყველა ადამიანის საცხოვნებლად მოვიდა, მათი‚ ვისაც ამის სურვილი გააჩნია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– ქალმა სრული თავგანწირვით იტვირთა ქრისტიანული ოჯახის, დედის, მოციქულების, მოწამეობისა და მეუდაბნოეობის ღვაწლი. ქრისტიანობამ ძირეულად შეცვალა წარმართული სამყაროს „მამაკაცური“ პრიორიტეტები: შრომა, ომები, გამდიდრება და მოგვიწოდა, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიბრძოლოთ ბნელეთის ძალებთან და გავმდიდრდეთ ღმერთში. ეს მოწოდება ორივე სქესს თანაბრად ეხება. მაგრამ‚ თანამედროვე მართლმადიდებლური პრაქტიკა ეკლესიური აღზრდის უკმარისობის გამო, დაუბრუნდა ქალების შესახებ ძველ იუდაისტურ პერიოდში არსებულ შეხედულებებს. თანამედროვე „შეგონებათა“ კრებულებში თუ ზეპირ საუბრებში ხშირად ვნახავთ შედარებას იეზებელთან და ჰეროდიასთან. ზოგან იმასაც ამოვიკითხავთ, რომ ქალს არ გააჩნია თვითმყოფადობა, რადგან მამაკაცის ნეკნიდან არის შექმნილი, რომ მას ცხოვრებაში მინიჭებული აქვს მოსამსახურის როლი, რომ მისი მეორე ხარისხოვნება კიდევ უფრო გაიზარდა ცოდვით დაცემის შემდეგ.
– შეიძლება‚ წმიდა წერილში ამ მცდარ წარმოდგენებს რამე ანალოგი მოეპოვება.
– წმიდა წერილში ამგვარ შეხედულებებს ვერსად ვიპოვით.  მართალია ქალი‚ თავისი მგრძნობიარე ბუნების გამო‚ პირველად დაეცა, მაგრამ‚ პირველიც აღდგა: ღვთისმშობლისგან – ქალწულისა და დედისგან მიიღო უფალმა თვისი სისხლი და ხორცი. 40 დღის ყრმას სულიწმიდის შთაგონებით ტაძარში ეგებება არა მარტო სვიმონ ღვთისმიმრქმელი, არამედ წინასწარმეტყველი ანაც. უფალი სიყვარულით კურნავს და ანუგეშებს პეტრე მოციქულის სიდედრს, სისხლმდინარე ქალს, დავრდომილს; ეცოდება ნაინელი ქვრივი და აღადგენს მის ძეს; მიუტევებს და იფარავს მრუშობისთვის სიკვდილმისჯილს; დიდად აფასებს ქვრივის ორ ლეპტას. მეტსაც გეტყვით: მოციქულებს შეეშინდათ და გაიფანტნენ უფლის ჯვარცმის დროს. მენელსაცხებლე დედები კი სიყვარულითა და თავგანწირვით ემსახურებოდნენ უფალს სიცოცხლეშიც, ვნების დროსაც და სიკვდილის შემდეგაც. ამიტომ‚ ღმერთი მათ პირველებს ეცხადება. ასევე‚ შეგახსენებთ უფლის შეხვედრას სამარიტელ ქალთან. სწორედ მას, ცოდვილ ადამიანს უხსნის მაცხოვარი რწმენის დაფარულ და საკრალურ არსს. ის კი (დაცემული ქალი) საკმაოდ აზრიან კითხვებს სვამს და „ამაღლდება დოგმატების სიმაღლემდე” (როგორც ბრძანებს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი).
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყებამდე, ქალი თითქოს ჯოჯოხეთში იმყოფებოდა, რადგან მას მამაკაცზე მეტად თრგუნავს ცხოვრებისეული ჭუჭყი და სისასტიკე, ცხოვრების საყრდენს ის მამაკაცში ეძებს, მაგრამ ხშირად იმედი უცრუვდება (იუნგის აზრით‚ ნევროზით ავადდებიან უმთავრესად ის ქალები, რომლებიც გაურბიან საკუთარ დანიშნულებას და არ აქვთ სურვილი‚ შეეგუონ გარემომცველ სამყაროს), იმსხვრევა ოცნების კოშკები, ჩნდება სრული დაღუპვის შეგრძნება. მაგრამ, ეს ყველაფერი წინ უსწრებს იმ უდიდეს წუთს, როცა მას თვით უფალი უწვდის დახმარების ხელს. ასე, ტანჯვით იბადება ცოდვის მორევიდან ახალი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ არსებობს მიწიერ ბედნიერებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ. ასე პოულობს ქალი დასაყრდენს ეკლესიაში, სადაც თანდათანობით იგებს ღვთისმსახურების სილამაზეს და უმაღლეს სიბრძნეს. ასე ებმება ის სულიერ საეკლესიო საიდუმლოებებში, რაც უჩინრად ზრდის მის სულს, გონებასა და გულს.
– მაინც‚ რა არის  ქალის დანიშნულება?
– ეს არის დედობა, ადამიანების აღზრდა, საკუთარი თავის დავიწყება და სხვებისთვის თავგანწირვა. სწორედ ეს იზიდავს ღვთის მადლს, სწორედ ეს ქმნის მის ფეხქვეშ მყარ ნიადაგს, ეს ანიჭებს მას სულის სიმშვიდესა და სიმტკიცეს. ქალს უდიდესი ძალა აქვს მიცემული – სამყაროს შემძვრელი და გარდამქმნელი. მაგრამ‚ ის უგულებელყოფილია და ფეხით გათელილი. მომრავლდა სუპერსაქმიანი, შარვლიანი, თმაშეჭრილი ქალების არმია სიგარეტით ხელში. მათში აღარ არის ქალური სინაზე და სიფაქიზე, უგულებელყოფილია დედობა. მათ არ ძალუძთ ვინმესთვის თავის განწირვა, სითბოთი და სიყვარულით სავსე ატმოსფეროს შექმნა, ადამიანის აღზრდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი საქმიანობა და ღვაწლი ვერ გვაცხოვნებს, თუ არ დავემორჩილებით ღვთის ნებას და არ წარვმართავთ ჩვენი ცხოვრების გზას ისე და იმ საზღვრებში, რომელიც უფალმა დაგვიწესა. გახსოვდეთ, რომ ქალის ბუნება მამაკაცისგან იმით განსხვავდება, რომ ის უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი – გონებით. ქალი მაშინ არის კმაყოფილი, როდესაც ქმრის, ძმის, ახლობლების მიმართ უხვად გასცემს სიყვარულს, ანუ იმით, რაც სხვას ბედნიერს ხდის. ძველად გასაოცარი იყო ქალის სიყვარული და ერთგულება ქმრისადმი, იმ შემთხვევაშიც კი‚ როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გასული და „განათლებული“ ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ ის ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. ასევე‚ გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავგანწირული სიყვარული შვილებისადმი, მათი მეორე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბლები იყვნენ, რომ თუმცა, მთელ სიცოცხლეს ახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ.
– ჩვენს დროში ბევრ ადამიანს, რა თქმა უნდა‚ მათ შორის ქალებსაც,  ეკლესია-მონასტრები საკუთარი სულისთვის შეუფერებელ ადგილად მიაჩნიათ.
– ქალებს დიდი გული და სულიერებისადმი ძლიერი სწრაფვა აქვთ. ასეთი გულის პატრონებს კი ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ‚ ეშმაკი სტაცებთ ამ გულს, – ამბობდა ბერი პაისი (ათონელი). სასურველია‚ ქალებს ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ეშმაკი ჩვენი დაღუპვისთვის სწორედ ჩვენს კეთილ თვისებებს იყენებს: ღმერთმა თანაგრძნობის უნარით დაგვაჯილდოვა, ჩვენ კი სატანას თანავუგრძნობთ. ჩვენში მორჩილების უნარია ჩადებული, მაგრამ მეუღლეს კი არ ვემორჩილებით, არამედ ჩვენს პირში მაქებელთ. გვაქვს მშვენიერების აღქმის უნარი და ამას ჭრელ-ჭრელი ტანსაცმლის, გამოუსადეგარი სუვენირებისა და მოსართავების შესაძენად ვიყენებთ. გარეგნულად ვცდილობთ, ცოდვას მოვერიდოთ და შემდეგ ჩვენი სისასტიკით ვტკბებით, მთავარს კი – უფლის სიყვარულს ვივიწყებთ. „სული უფლისადმი სიყვარულით აიგზნე, გარეგნული მოღვაწეობა კი თავისთავად მოწესრიგდება”‚ – ურჩევდა წმიდა თეოფანე დაყუდებული ერთ-ერთ სულიერ შვილს. „ჯობია‚ იყო ცოდვილი და ამას ხედავდე, ვიდრე გარეგნულად ღვთისმოსავი იყო და თავი ასეთად მიგაჩნდეს“‚ – გვარიგებენ მამები. ხშირად ადამიანებს არაფერი მოგვწონს და ვლანძღავთ მთავრობას, ეპოქას, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს და უბრალო ადამიანებს. დრტვინვას სულიერი სიბეცე და შურიც იწვევს, რადგან ვივიწყებთ, რომ უფალი ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ აწყობს. გვაფორიაქებს და დრტვინვას იწვევს სხვისი წარმატებაც. „არასდროს შეადარო თავი სხვას“‚ – გვასწავლის მაკარი დიდი.

скачать dle 11.3