კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ბადეზე

„ცათა სასუფეველი ბადეს ჰგავს, რომელიც ზღვაში ისროლეს და იქ ერთად აღმოჩნდა ყოველგვარი თევზი. როცა ბადე აივსო, ნაპირზე ამოიტანეს, დასხდნენ და, ვარგისი ჭურჭელში შეაგროვეს, უვარგისი კი გადაყარეს.
ასე იქნება საუკუნეთა დასასრულს: მოვლენ ანგელოზები და გამოარჩევენ უკეთურებს მართლებისგან, და ჩაყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.
მათე 13, 47-50
ამ ბადეს ვერავინ გაექცევა
„ბადის“ იგავი უფალმა იესომ თვითონ განუმარტა მოწაფეებს. ზღვა ჩვენი წუთისოფელია, თევზები მისი მკვიდრნი არიან. მებადურის ნასროლი ბადე, რომელიც ყოველგვარი თევზით აივსო, ქვეყნის აღსასრულის ჟამს ნიშნავს, როცა ყველა ერი და ხალხი წარდგება სამსჯავროზე.
„ცხვრებისა და თიკნების“ იგავში დიდების ტახტზე მჯდომი ზეციური მსაჯული თავის ანგელოზებთან ერთად მობრძანდება, მის წინაშე ყველა მოდგმის ხალხი შეიკრიბება. ქრისტე უფალი მწყემსივით გამოარჩევს მართალ ცხვრებს ცოდვილი თიკნებისგან. „ბადის“ იგავში კი ანგელოზები გამოარჩევენ უკეთურებს მართლებისაგან: უვარგისებს და უკეთურებს ცეცხლიან ღუმელში ან ჯოჯოხეთში ჩაყრიან, ხოლო მართლებს საუკუნო სასუფეველი ერგებათ. უფალი იგავში ამბობს, რომ ვარგის თევზებს, ანუ მართლებს, ჭურჭელში, ესე იგი, ცათა სასუფეველში შეაგროვებენო.
„ბადის“ იგავის თხრობა რომ დაასრულა, უფალმა მოწაფეებს ჰკითხა: „გაიგეთ ეს ყველაფერი“? მათ უპასუხეს: „ჰო, უფალო“. ქრისტეს მოწაფეებმა არაფერი იცოდნენ ცათა სასუფეველზე, არც ღვთის სიტყვა ჰქონდათ შესწავლილი, მაგრამ, რწმენით აღსავსენი უსმენდნენ უფლის იგავებს და მისწვდნენ კიდეც ღვთაებრივ სიბრძნეს.
უფალმა ამიტომ შეადარა თავისი მოწაფეები მწიგნობრებს იგავის თხრობის შემდეგ და უთხრა: რაკი ჩემი იგავები გაიგეთ, მაშ, ცათა სასუფეველს ხართ დამოწაფებულნი; თქვენ იმ კაცსაც ჰგავხართ, თავისი საგანძურიდან ძველიც რომ გამოაქვს და ახალიცო.
უფალს ძველი და ახალი რჯული აქვს მხედველობაში. მოწაფეებისთვის ქრისტეს სწავლება ახალი იყო, მანამდე ისინი მოსეს რჯულით ცხოვრობდნენ. უფალმა ორივე რჯულის დაცვა და აღსრულება დაავალა თავის მოწაფეებს, ოღონდ, ძველიდან მათ მხოლოდ კეთილი უნდა ამოერჩიათ.
მდიდარ კაცში უფალი იესო თავის თავს გულისხმობს. ის ხშირად ეუბნებოდა მოწაფეებს: „ნუ გგონიათ, რომ მოვედი რჯულისა და წინასწარმეტყველების დასარღვევად; მოვედი არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად“ (მათე 5, 17).
ქრისტეს მოციქულები მებადურებად იწოდებიან სახარებაში. ეს სახელი თავად უფალმა შეარქვა მათ. გალილეის ზღვის პირას მიმავალმა იესომ დაინახა, რომ ძმები, ანდრია და პეტრე, ბადეებს ისროდნენ, და უთხრა: „მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად“ (მათე 4, 19).
ამიტომ არის, რომ „ბადის“ იგავში ბადის ზღვაში სროლა კაცთა მებადური მოციქულების ღვაწლსაც გამოხატავს. სანამ ქრისტეს მოწაფეები გახდებოდნენ, ისინი ბადით თევზს იჭერდნენ ხორციელი საზრდოს მოსაპოვებლად. დაემოწაფნენ თუ არა უფალს, სახარებისა და ქრისტეს რჯულის ბადით შეუდგნენ ცოდვილთა ძიებას. ამ სანატრელ ბადეში ყველა მოდგმის ხალხი აღმოჩნდა და ქრისტიანობაც მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
ამ მცირე ზომის იგავით უფალმა იესომ ქრისტიანობის გავრცელებაც იწინასწარმეტყველა და თავისი მეორედ მოსვლის საიდუმლოც გაგვიმჟღავნა.

скачать dle 11.3