კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ალექსი ბერი: „განვიცადე თავი ჩემი და გამიკვირდა“, – ამბობს ბრძენი წინასწარმეტყველი დავით. ადამიანზე უსაკვირველესი არსთა შორის არაფერი გაჩენილა; თუმცა პატარა არსებაა გვამით ადამიანი, მაგრამ მთელი ცა და ქვეყნის არსებულ გვამთა ნაწილები ადამიანში საიდუმლოებით არსებობს. ყველა ის მოვლენანი, რაც ხდება ცა და ქვეყნის მოძრაობაში, უნაკლულოდ იგივეობა ხდება, ბუნებიერ წეს-კანონთა დამოკიდებულობით ადამიანში.
დიმიტრი როსტოველი: ვერ დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს, თუ არ გახდები მეუფე საკუთარი ავხორცობისა და ზრახვებისა.
ისაკ ასური: ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც.
იოანე ოქროპირი: შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რამეთუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როდესაც შიათ, ანდა – როცა გავაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან.
ეფრემ ასური: აკი, გაურბიხარ საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას! მაშ, ცოდვებსაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს!
ბერი იოილი: არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი მუდამ თვალწინაა, მაგალითად, როგორც სურო, რომელიც მოდებულია ხეს, უნდა მოვსპოთ, თუ გვინდა, ხე გადარჩეს, მაგრამ ხის ტანზე ამოსულ ხავსს, აინუნშიც არ ვაგდებთ.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვინდობს, თუ ნახავს, რომ ცოდვის გამო, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, გულწრფელად ვწუხვართ. თუ ჩვენს თავს ცოდვებს ჩვენვე მივუტევებთ, მაშინ, ცხადია, მისგან შენდობას ვერ მივიღებთ.
იოანე სინელი: ვინც საკუთარ ცოდვებს შეიცნობს, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე, როგორც საჭიროა.
არქიმანდრიტი რაფაელი: ჩვენ თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ: ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია – წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.
მარკოზ განშორებული: ვინც არ იცის ჭეშმარიტება, ვერც ჭეშმარიტად ირწმუნებს, რადგანაც, ბუნების კანონის თანახმად, ცოდნა წინ უძღვის რწმენას.
ეპისკოპოსი ეგნატე: გონებას ახასიათებს ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლებისთვისაც ჯერ არ მიუღწევია. მათი დამახინჯება საკუთარ ოცნებებსა და აზრებში არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამგვარმა მოღვაწემ ისიც დაკარგოს, რაც მიცემული აქვს და ხიბლის მოქმედების შედეგად შეიშალოს.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ჩვენი მოყვასის განკითხვის წადილს დავუპირისპიროთ მის ღირსებებზე ფიქრი.

скачать dle 11.3