ლოხ-ნესს ნამდვილი ფოტო გადაუღეს
ბოლოს და ბოლოს, ლოხ-ნესის ნამდვილი ფოტო გადაიღეს. სურათი უკვე შეისწავლეს ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა და დაადასტურეს, რომ ის ნამდვილია. ნესზე მონადირემ მონსტრი რომ ფოტოზე აღებეჭდა, უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში, კვირაში 60 საათი ტბაზე გაატარა. როგორც ფოტოს ავტორი, 60 წლის ჯორჯ ედვანი ამბობს, ასეთი ურჩხული ტბაში რამდენიმეა. ნესი ნელა მიიწევდა არკარტას ციხესიმაგრის მიმართულებით. ის მუქი ნაცრისფერია. ნავიდან საკმაოდ შორს – დაახლოებით ნახევარი მილის დაშორებით იყო.
სურათი ჯორჯმა გასული წლის ნოემბერში გადაიღო, მაგრამ პუბლიკაციაზე უარს ამბობდა, სანამ ექსპერტთა დასკვნას არ მიიღებდა.
ჯორჯ ედვენსის მიერ გადაღებულ ფოტოზე წყლიდან ამოშვერილი უცნაური კუზია გამოსახული. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მასზე მოძრავი ობიექტია გამოსახული. ედვენსი ყვებოდა, რომ მის მოძრაობას 10 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა, შემდეგ კი წყალში გაუჩინარდაო.
საინტერესოა, რომ თანამედროვე ტექნიკამ უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა ლოხ-ნესის ურჩხული. აპრილში კაპიტანმა მარტინ ატკინსონმა, თავისი გემიდან ტბის ფსკერზე მეტრ-ნახევრის სიგრძის გველისმაგვარი არსება დააფიქსირა. მტკიცებულებად კი წარადგინა ეკოლოკატორის ფოტოგრაფია. მისმა სურათმა ბუქმეიქერ უილიამ ჰილის მიერ დაწესებული პრემია მიიღო „ნესის საუკეთესო უახლესი დაკვირვებისთვის“ .