კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო ხელფასი საქართველოს საშუალო ხელფასს 25-ჯერ

ბოლო წლებია, ჩვენს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით, 600 000-630 000 ადამიანია, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, ამ რაოდენობამ დაიკლო და 580 000-მდე ჩამოქვეითდა. დასაქმებისა და უმუშევრობის როგორი ტენდენციაა ქვეყანაში, რით ჰგავს, ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა სივრცეს და რით განსხვავდება ცივილიზებული სამყაროსგან. როგორია საშუალო ხელფასის ოდენობა და რა შემოსავლებით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა? –  ამ საკითხებს ექსპერტი იოსებ არჩვაძე განგვიმარტავს.

– რატომ შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა?
– მართალია, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რადგან შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. გაიზარდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვი და, შესაბამისად, მათი რაოდენობა, ვისაც უნარი შესწევს, რომ სათანადო პირობებში საქმიანობას მიჰყოს ხელი, შედარებით ნაკლებია. თანაც, უმუშევრობის მაჩვენებელს მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს ის, რომ, საერთაშორისო მეთოდიკით, უმუშევრად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც გამოკვლევამდე ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ანაზღაურება შრომითი საქმიანობიდან, ეძებდა სამუშაოს, მზად იყო მუშაობის დაწყებისთვის, მაგრამ ვერ იპოვა. თუ ამ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ესე იგი, ადამიანი უმუშევარია. ამ სამი კრიტერიუმით, 300 000-მდე უმუშევარი გვყავს. მონაცემს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ხელი ჩაიქნიეს სამუშაოს ძიებაზე, სტატისტიკის სამსახური უკვე რამდენიმე წელია, არ აქვეყნებს, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ უმუშევრობა დავითვალოთ ორი კრიტერიუმით: მკაცრი  კრიტერიუმით, რომელიც მე ვახსენე და შედარებით რბილი მაჩვენებლით, როდესაც ადამიანს მუშაობის დაწყება უნდა, მაგრამ ხელი აქვს ჩაქნეული და აღარ ეძებს სამუშაოს. თუ ამ მეორე კატეგორიასაც მივაკუთვნებთ უმუშევართა კატეგორიას, მაშინ უმუშევართა რაოდენობა იქნება არა 300 000-მდე, არამედ, დაახლოებით, 380 000-მდე. ეს რაც შეეხებოდა ოფიციალურ მეთოდიკას, მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი: სტანდარტების მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ყველა თვითდასაქმებული.
– საერთოდ, დასაქმებულის დეფინიციაც გასაოცარია: დასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც იმუშავა, რაშიც მიიღო თანხა ან შრომა აუნაზღაურეს ნატურით?
– დიახ. ჩვენთან არ არსებობს არც მინიმალური ანაზღაურების  და არც  საათობრივი ანაზღაურების ცნება. ამერიკაში კი დაუშვებელია ადამიანისთვის საათში 8 დოლარზე ნაკლების გადახდა და მხოლოდ ცალკეული კატეგორიის მომუშავეებისთვის არის დასაშვები საათში 4 დოლარის გადახდა. ესენი არიან: ტაქსის მძღოლები, ოფიციანტები, სასტუმროების პერსონალი, რადგან იგულისხმება, რომ მათ ეგრეთ წოდებული „ჩაევიეთი“ უნდა შეივსონ შემოსავალი. ჩვენთან არ არის დადგენილი საათობრივი ანაზღაურების ზღვარი, თუმცა საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასია 140 ლარი და ადმინისტრაციული სახდელებისთვის გამოიყენება 20-ლარიანი ათვლის სისტემა მინიმალური ხელფასის მაჩვენებლად.
– თვითდასაქმებულებზე ვსაუბრობდით.
– თუ კრიტიკულად მივუდგებით თვითდასაქმებულთა რაოდენობას, იქაც საინტერესო სურათს მივიღებთ: ევროკავშირში ყველა დასაქმებულის 85 პროცენტი არის დაქირავებით დასაქმებული და მხოლოდ 15 პროცენტია თვითდასაქმებული. ჩვენთან ასეთი პროპორციაა: მხოლოდ 22 პროცენტია დაქირავებით დასაქმებული და 78 პროცენტია თვითდასაქმებული. ანუ გამოდის, რომ ჩვენთან ხუთჯერ მეტია თვითდასაქმებული, ვიდრე ევროკავშირში. ამიტომ, მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, რომ ესპანეთსა და საბერძნეთში უმუშევრობის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოში, შრომითი მიგრანტები საქართველოდან უფრო მიდიან მასობრივად იმ ქვეყნებში, ვიდრე იქიდან –  აქეთ.
– ანუ რამდენი გამოდის უმუშევარი, ყველა კრიტერიუმით სრულფასოვნად თუ დავითვლით მათ რაოდენობას?
– ჩვენთან მილიონამდე ადამიანია თვითდასაქმებული, მაგრამ ამ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი, 80 პროცენტი, აგრარულ სექტორშია დასაქმებული. აგრარულ სექტორში, სადაც შრომის მწარმოებლურობა, ოფიციალური მონაცემებითაც კი, გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო 20-30 წლის წინათ. მაგალითად, 2000 წლიდან დღემდე საქართველოში შემოტანილია 9 000 ტრაქტორამდე, მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ტრაქტორების პარკი, დაახლოებით, 27 000 იყო. თუმცა 80-იანი წლები სულაც არ ითვლება საუკეთესო და ტექნიკური ბუმის მაჩვენებლად. ერთი სიტყვით, აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა დაბალია. სტატისტიკის სამსახური ამის გამოც იკავებს თავს, გამოაქვეყნოს დასაქმებულთა რაოდენობა სექტორების მიხედვით, თუმცა არაპირდაპირი და სხვა წყაროების საფუძველზე მაინც ჩანს, რომ, ოფიციალურად, დასაქმებულთა 50 პროცენტი მოდის აგრარულ სექტორზე. ეს თითქმის 900 000 ადამიანია. სტატისტიკა თავის საიტზე აქვეყნებს მონაცემს, თუ რამდენი დამატებითი ღირებულება იქმნება აგრარულ სექტორში. თუ ამ მაჩვენებელს გავყოფთ დასაქმებულთა რაოდენობაზე, მივიღებთ მაჩვენებელს, რომელიც სულ ოდნავ აღემატება ოფიციალურ საარსებო მინიმუმს. არადა სოფლის მეურნეობაში შრომა ეკონომიკურად გამართლებულად ითვლება, თუ ის იმდენ დოვლათს ქმნის, რომელიც საკმარისია, სულ ცოტა, 2,5-3 სუბიექტის შესანახად. თუ ეკონომიკურად შევაფასებთ ვითარებას, ის 900 000 ადამიანი იმ დოვლათის შექმნას, რომელიც სოფლად იქმნება, ნამდვილად არ სჭირდება. ადამიანი არ მოჰკიდებს ხელს ისეთ საქმიანობას, რომლისგანაც სარგებელს ვერ იღებს, ამიტომ შეგვიძლია, ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: აგრარულ სექტორში სინამდვილეში 900 000 ადამიანი არ არის დასაქმებული და ეს ციფრი, სულ ცოტა, უნდა განახევრდეს. ანუ 450 000 ზედმეტადაა მიწერილი დასაქმებულთა კატეგორიას სოფლად. თუ ამ მაჩვენებელს გავითვალისწინებთ, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ დასაქმების სფეროში: 450 000-ით უნდა გავზარდოთ უმუშევართა რაოდენობა ან მეორე ვარიანტია: ის ხალხი, მართლაც, არ არის დასაქმებული სოფლად, მაგრამ არც უმუშევარია, რადგან ქვეყნის გარეთაა გასული. თუ ის 450 000 ქვეყნის გარეთაა გასული, მაშინ მათი რაოდენობა უნდა დავაკლოთ მოსახლეობის საერთო რაოდენობას.
– და, შესაბამისად, უმუშევრობის მაჩვენებელიც გაიზრდება?
– დიახ. ან უნდა ვაღიაროთ, რომ უმუშევრობა არის 40 პროცენტზე მაღალი, ან ჩვენი მოსახლეობა, სულ ცოტა, 450 000-ით იმაზე ნაკლებია, ვიდრე სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებული.
– დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ზრდის როგორი ტენდენციაა?
– ბოლო წლებში საინტერესო ტენდენცია განვითარდა ხელფასებთან დაკავშირებით: საბჭოთა სისტემის დაშლისთანავე ხელფასმა დაკარგა თავისი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია. უცბად ხელფასების წილი დაკნინდა სოციალურ-ეკონომიკურ შემოსავალში და არათუ ერთადერთი, ძირითადიც არ იყო. ასე მოვედით 2000-იან წლებამდე. მეტსაც გეტყვით, ლარის შემოღების შემდგომ პერიოდში, ვიდრე 2000 წლამდე, საჯარო მოხელის საშუალო ხელფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ოფიციალური საარსებო მინიმუმი და, თუ ავიღებთ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას და დავიანგარიშებთ, რამდენი აკლდებოდათ მათ საარსებო მინიმუმამდე, გამოვა, რომ ამ 8-9 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულებმა საარსებო მინიმუმზე, დაახლოებით, მილიარდ 600 მილიონი ლარით ნაკლები აიღეს. ჩვენ ვამბობთ, რომ შევარდნაძის დროს იყო კორუფცია და ეს ზოგადად სწორია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მილიარდ 600 მილიონი იყო ის სუბსიდირება, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულმა რიგითმა ადამიანებმა გაიღეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, ყველა ხომ არ იყო კორუმპირებული?! და, ალბათ, დადგება დრო, როდესაც იმ რიგითი მოქალაქისადმი, რომელიც რამდენიმე დოლარად მუშაობდა სამსახურში, სახელმწიფო რაღაც ფორმით გამოხატავს მადლიერებას.
საჯარო სექტორში ხელფასების ფორსირებულად მატება 2003 წლიდან დაიწყო. მაშინ საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშულო ხელფასი, დაახლოებით, 126 ლარამდე იყო. 2011 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემით კი, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 761 ლარი იყო. ესე იგი, დაახლოებით, 7-ჯერ გაიზარდა. ასევე, გაიზარდა დოლარებშიც და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 410 დოლარამდე ავიდა. ჩვენ სწრაფად გავაუმჯობესეთ საშუალო ხელფასი რაოდენობრივად და ხელფასმა თავისი მნიშვნელობა დაიბრუნა, მაგრამ ქვეყანაში არ გაზრდილა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა: რამდენიც დაქირავებით დასაქმებულიც იყო, იგივე დარჩა. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორიც. ხელფასების სწრაფ ზრდას რამდენიმე რამ განაპირობებდა: თუ ადამიანი დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება და ეს სწორი პოლიტიკაა, თუმცა, მეორე მხრივ, საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მეთოდოლოგიური უზუსტობაა. აქ შედის ყველა დაქირავებით დასაქმებულის ხელფასი. თუ, მაგალითად, თქვენ დაქირავებული გყავთ უცხოელი მწვრთნელი ან მენეჯერი, რომელთა ხელფასიც 6-ნულიანი ციფრით განისაზღვრება, მათი ხელფასებიც იდება საშუალო ყულაბაში და ერთიანად იანგარიშება. ეს კი ზრდის საშუალო ხელფასის ოდენობას. ამერიკაში, მაგალითად, მსხვილი მენეჯერების, მაღალი ანაზღაურების მქონე იურისტებისა თუ სპორტსმენების ხელფასები არ შეაქვთ ხელფასის საერთო ფონდში, რომ ხელოვნურად არ გაიზარდოს ეს მაჩვენებელი.
გარდა ამისა, არის მოხელეების განსაკუთრებული კატეგორიაც: ბევრი ადამიანი ადრინდელი დამსახურებებისთვის იმაზე მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ნორმალურ პირობებში უნდა მიეღო. საერთოდ, გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ხელფასებს შორის. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან საშუალო ხელფასების დონით იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომლებიც ჩვენზე ეკონომიკურად ორჯერ განვითარებულნი არიან. მაგალითად, მექსიკის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკას ორჯერ უსწრებს, მაგრამ საშუალო ხელფასების ოდენობის მხრივ, ერთ დონეზე ვართ.
– აბა, რის ხარჯზე იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები? სხვა სფეროებს აკლდება?
– მეორე მხრივ, იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოსნაირი ეკონომიკური განვითარების დონეა, საშუალო ხელფასი ჩვენთან არსებულზე ორი მესამედით ნაკლებია. ანუ ჩვენთან საშუალო ხელფასი 70-75 პროცენტით მაღალია, ვიდრე ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ეს გავლენას ახდენს იმაზე, რომ ხელფასი არის არა მარტო შრომითი საქმიანობის გასამრჯელოს ფორმა, არამედ გარკვეულწილად, ბონუსის მატარებელიც. ეს არის დასჯისა და სტიმულირების ერთგვარი ფორმა. საინტერესო მომენტია: ხელფასის წილი შემოსავლებში ისე არ გაზრდილა, რომ ნახევარზე მეტი იყოს, რადგან ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 55 პროცენტის ფარგლებშია. მაგრამ, თუ ხელფასის მიმღებთა რაოდენობას გავყოფთ შინამეურნეობების რაოდენობაზე, გამოვა, რომ 100 შინამეურნეობაზე მოდის ხელფასის 55 მიმღები. მაგრამ, რადგან ზოგიერთ ოჯახში 2-3 და მეტი დაქირავებით დასაქმებულია, თვითონ იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ან ორი ხელფასის ამღებია, 55 პროცენტამდეა. დანარჩენებს კი არც ერთი წევრი არ ჰყავთ დაქირავებით დასაქმებული. იმის თქმა მინდა, რომ ერთი მხრივ, ხელფასმა ვერ დაიბრუნა მასობრივად ძირითადი შემოსავლის ფუნქცია და, მეორე მხრივ, ხელფასმა შეიძინა პოლიტიკური დატვირთვაც.
– როგორ არის გადანაწილებული დაქირავებით დასაქმებულებში სახელმწიფო და კერძო სექტორებში დასაქმებულთა ოდენობა?
– კერძო სექტორი ოდნავ უსწრებს, მაგრამ არც ისე არსებითად, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გააჩნდეს. მაგალითად, ყოველ ათას მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქირავებით დასაქმებულია 445 ადამიანი.
– 1 000-ში იგულისხმება მთელი მოსახლეობა: ბავშვებიან-მოხუცებიანად?
– დიახ. ჩვენთან ყოველი ათასი ადამიანიდან დასაქმებული მხოლოდ 141. აი, ამიტომ არის, რომ, როდესაც ერთი ქვეყნის საშუალო ხელფასს მეორე ქვეყნის საშუალო ხელფასს ვადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც. ჩვენთან საშუალო ხელფასი, მართლაც, გაიზარდა, მაგრამ იმდენად ვიწროა ის სოციალური ფენა, რომლებიც ხელფასს იღებენ, რომ ეს არსებით გავლენას ვერ ახდენს მთელი საზოგადოების საერთო კეთილდღეობის გაზრდაზე. თუ ჩვენი საშუალო ხელფასი ამერიკის საშუალო ხელფასის დონის 9-10 პროცენტია, იმ შემთხვევაში, თუ ათასი კაცის ჯამურ ხელფასებს შევადარებთ, ჩვენი საშუალო ხელფასის ჯამური ფონდი მათი საშუალო ხელფასის ჯამური ფონდის 3,5 პროცენტია. ესე იგი, საქართველოში საშუალო ხელფასი 30-35-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდოს.
– ძალიან შორს წავედით: აზერბაიჯანს თუ შევედარებით?
– აზერბაიჯანში ჩვენზე მეტი ჰყავთ დასაქმებული, მაგრამ, თუ პროცენტულად ავიღებთ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ჩვენზე ოდნავ მეტი დასაქმებულია. იქაც დიდი სახელმწიფო აპარატია, მაგრამ აზერბაიჯანში, მაგალითად, საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა იმავე დონეზეა, როგორც საქართველოში, მაშინ როდესაც ეკონომიკური პოტენციალით თითქმის ორჯერ გვისწრებს. ანუ ჩვენი საშუალო ხელფასი ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანის საშუალო ხელფასთან მსყიდველობითუნარიანობით, მაშინ, როდესაც ეკონომიკური პოტენციალით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით.
– სომხეთში?
– სომხეთთან ანალოგია არ გამოგვადგება, რადგან სომხეთში გაცილებით მეტი ფულადი ტრანზაქციებია ჩვენთან შედარებით და იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დიასპორის დახმარებით ცხოვრობს. სომხეთში დიდი ხანია, ფულადმა ტრანზაქციებმა საინვესტიციო დატვირთვა მიიღო, ჩვენთან კი სამომხმარებლო დატვირთვა აქვს.
– თურქეთში?
– იქ საშუალო ხელფასი ჩვენზე მაღალია, დაახლოებით, 850 ევროს, ანუ 1 100 დოლარის ფარგლებშია, მაგრამ თურქეთის ეკონომიკა ჩვენსაზე ოთხჯერ უფრო მაღალია.
–  მაშინ ცოტა ჰქონიათ საშუალო ხელფასი?
–  ხელფასის მსყიდველობითუნარიანობით თურქეთის საშუალო ხელფასი ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან, რადგან ჩვენთან ფასები უფრო ნაკლებია. თურქეთში მსოფლიო დონის ფასებია და ამიტომ ოდნავ მაღალია, ვიდრე ჩვენთან.

скачать dle 11.3