კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აშიმშილებს მაია სიდამონიძე მეუღლეს და რომელ კურორტზე აპირებს დასვენებას ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე

მაინტერესებდა‚ სად თუხთუხებდნენ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ახალგაზრდა უფროსი, მაია სიდამონიძე და მისი მეუღლე, გიორგი დარჩიაშვილი. მათი ძებნა მსოფლიოს წამყვან საკურორტო ზონებში დავიწყე, მაგრამ ბოლოს წყნეთში, ნაქირავებ აგარაკზე მივაგენი‚ 2 წლის ქალიშვილთან ერთად. თუმცა‚ აგარაკზე მისულებს მაია შინ არ დაგვხვდა‚ ჯერ ისევ შეხვედრაზე იყო და რომ არ მოგვეწყინა‚ მისმა მძღოლმა მე და ფოტოგრაფი წყნეთში გაგვასეირნა. ისე გავერთეთ‚ ვიღას ახსოვდა‚ რის გამო ვიყავით ასულები. ეს‚ ალბათ‚ ევროპული სტილია‚ სანამ უფროსი შეხვედრაზეა‚ მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან რიგში მომლოდინე ადამიანებს. მაგრამ, ჩვენი შეხვედრა ორივე მხარისთვის იმდენად საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა, სუფთა ჰაერზე, ხილის ჭამასა და ყავის სმაში სულ დავკარგეთ დროის შეგრძნება. „ბაში-აჩუკის“ არ იყოს‚ „გეძებდი‚ როგორც მტერს და შეგხვდი‚ როგორც მოყვარესო“. თანამდებობის პირები ჟურნალისტებს ხომ მაინც მტრებად აღიქვამენ ან პირიქით. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში‚ რომ არა მაიასთან გაუთავებელი სატელეფონო ზარები‚ მათ ეზოშივე გავშლიდი კარავს.

скачать dle 11.3