კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პახმელიაზე“ მოგებული მატჩი და ამ მოგებისთვის „დაჯარიმებული“ კალათბურთელი

საქართველოში რომ არეულობა იყო, ის პერიოდია.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ჩამაბარეს (რომელიც მაშინ სადღაც „ჭ“ ჯგუფში იყო) – ამოსწიე და უმაღლეს ლიგაში გაიყვანეო. მოთამაშე მწვრთნელი ვარ.
როგორი საქმეა? გუნდს ძლივსღა უდგას სული, არავითარი შანსი არაა. არ მინდა, ტრაბახში ჩამეთვალოს, და, მაგრად მოვინდომე. თუმცა,  რაა მერე, მოინდომე და იყავი, ასეთ დროს მარტო ენთუზიაზმი გიშველის? მაგრამ, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, ყველას მონდომებითა და თავდადებით, გუნდი ნელ-ნელა „ამოიქაჩა“, თუმცა, ისე ვერა, რომ მტერს თვალი დაუყენოს.
ერთი გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩია დაგეგმილი სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის უძლიერეს გუნდთან.
მიკიბვ-მოკიბვის კაცი არ ვარ, შევედი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მაშინდელ რექტორთან, რომელიც სპორტის ამ სახეობის თავგადაკლული ქომაგი იყო და ვეუბნები:
– ბატონო ოთარ, ამ გაჭირვებულ პერიოდში ზედმეტი ფული რატომ უნდა დახარჯოთ, მაინც წავაგებთ სოხუმში და ნუ წავალთ, ზედმეტი ხარჯია-მეთქი.
– რას ამბობ?! წახვალთ, წახვალთ და მოიგებთ კიდევაც!
უფროსთან კამათი წყლის ნაყვაა და წავედით მატარებლით.
რა დასამალია და, ხელჩაქნეულმა იმ ღამეს (ნაცნობებს გადავეყარე) მაგრად „შევუბერე“ არაყ-კონიაკი კუპეში.
დილით სოხუმში ვართ. მატჩი საღამოს 8 საათზეა. „პახმელიაზე“ იქაური მეგობრის ოჯახშიც დავამატე, იმ აზრით, რომ მატჩის დაწყებამდე იქვე გამოვიძინებდი. ეძინა ეშმაკს? არა! – დამირეკეს, რომ მატჩი 8-ის მაგივრად... 2 საათზე გადმოიტანესო.
ვაი, შენს პაატას?!.
სხვა რა გზა იყო, გავედით სათამაშოდ. არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ან რა ბედი მმართავდა. ერთში კი დარწმუნებული ვარ, რომ ზებუნებრივი ძალა მეხმარებოდა, რადგან, ეს გაბრუებული კაცი საკმაოდ კონცენტრირებულად ვთამაშობდი. მოკლედ, რომელ პოზიციაშიც მივიღებდი ბურთს, დაუყოვნებლივ ვგზავნიდი კალათში, თან – ზუსტად... ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მგონი, 65 ქულა მივითვალე და ახდა რექტორის სიტყვა – მოვიგეთ!
გახარებულმა დამიბარა კაბინეტში. მგონია, რომ ახლა შემაქებს, შემამკობს...
– დღეიდან! – მეუბნება მკაცრად (არადა, იმ წელს მის ინსტიტუტს ვამთავრებდი), – შენ უფლება გაქვს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, შემოხვიდე ჩემს კაბინეტში, მთხოვო, რაც გინდა, ოღონდ, ორი წელი დიპლომს ვერ მიიღებ – გუნდს ვერ მოსცილდებიო.
ასე „დავჯარიმდი“ კეთილი საქმისთვის – მართლაც, ზუსტად ორ წალიწადში მომცა დიპლომი.
პაატა გურასპაულის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3