კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** – გიყვარს მშრალი ღვინო? – ჰო, ჩამოყარე.

განცხადება: დაგიცავთ მივლინებიდან ქმრის მოულოდნელი დაბრუნებისგან (მოულოდნელი ნაცნობობა სადარბაზოსთან‚ ლუდი‚ შელაპარაკება‚ წვრილმანი ხულიგნობა‚ 15-დღეღამიანი პატიმრობა).

***
ნიღაბი მამაკაცებისთვის:
აიღეთ კომბოსტოს მწნილის ერთი ფოთოლი‚ დადეთ თეფშზე‚ დაადეთ სალის სქელი ნაჭერი; ჭიქაში დაისხით ასი გრამი არაყი... დალიეთ არაყი‚ მიაყოლეთ კომბოსტო და... სახე გახალისებული და გაღიმებული გაგიხდებათ.
***
– მარო‚ რას იზამ, მიხომ რომ გიღალატოს?
– მე ორჯერ ვუღალატებ!
– სამჯერ რომ გიღალატოს?
– მე ოთხჯერ ვუღალატებ!
– კიდევ ერთხელ რომ გიღალატოს?
– გავეყრები‚ მა რათ მინდა ეგეთი ქმარი, ბოზი უნდა გამხადოს?!
***
განცხადება თელ-ავივის რადიოთი:
„ზოოპარკიდან გაიქცა ენოტი. ყველა‚ ვინც ენოტი ნახა‚ სასწრაფოდ გამოცხადდეს ზოოპარკის სალაროში და გადაიხადოს 10 შეკელი“.
***
– წარმოგიდგენია‚ რა თაობა მოდის?! შენიშვნა მივეცი და „სამ ასოზე“ გამაგზავნა...
– მერე, შენ?
– მე რა?! ვუთხარი: ახალგაზრდავ‚ იქ იმაზე მეტხანს ვარ ნამყოფი‚ შენ სუფთა ჰაერზე რომ არ ყოფილხარ-მეთქი.
***
– დედი‚ ძლივს არ მივხვდი‚ რატომ გამოდის თქვენი საძინებელი ოთახიდან ხმაური?! ვნახე‚ რომ მამაზე ხტუნაობ ხოლმე.
– ეეეს... მამას ღიპის მასაჟებს ვუკეთებ‚ რომ დაეჩუტოს...
– არაფერი გამოგივა! შენ კი დაჩუტავ‚ მაგრამ, სამსახურში რომ მიდიხარ‚ მაკა დეიდა მოდის და ისევ ბერავს ხოლმე...
***
გოგონა თავის შეყვარებულს შეხვდა:
– იცი‚ შენთვის ახალი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი.
– კარგით დაიწყე...
– 9 თვე მენსტრუაცია აღარ მექნება.
***
– შენს დაბადების დღეზე ყველაზე ლამაზი იყავი...
– მადლობა. ძალიან ვეცადე...
– რა‚ სპეციალურად შეარჩიე სტუმრები?!
***
ექიმის კაბინეტში მამაკაცი შევიდა.
– თქვენი სახელი?
– ზზზაზა.
– თქვენ ენა გებმევათ?
– მე არა‚ მამაჩემს ებმეოდა და მმაჩის ბიუროში ჩემი სახელი ასე ჩააწერინა.
***
– საყვარელო‚ ხომ არ მოგვეწყო ერთმანეთისთვის მაგარი შაბათ-კვირა?
– ვაუ‚ რა კარგია!
– მაშ‚ ორშაბათამდე‚ პაკა!
***
კუპეში ქალი შემოდის. ძვირფასი ბეწვის მანტო აქვს მოსხმული.
– რა დაგიჯდათ ეგ მანტო? – იკითხა კუპეში მოკალათებულმა მარომ.
– სიყვარულის სამი ღამე...
ქალმა ხელთათმანები გაიძრო და თითზე ძვირფასთვლიანი ბეჭედი აუკიაფდა.
– ეგ ბეჭედი რა ღირს?
– სიყვარულის ორი ღამე...
– ქალმა მანტოც მოიხსნა და ძვირფასი კოლიე გამოჩნდა.
– კოლიე? – გაოცებული ეკითხება მარო.
– სიყვარულის ოთხი ღამე...
მეორე დღე. მარო უკვე შინაა. კარზე კაკუნია.
– აბა‚ მიტუა‚ შებრუნდი და საიდანაც მოსულხარ, იქით მოუსვი... შენი ბამბანერკიანა! – გასძახა მარომ.
***
ბაქანზე სვანი დგას და გასული მატარებლის კუდს უყურებს. მასთან „ნასილშჩიკი“ მივიდა და თანაგრძნობით ეკითხება:
– დაიგვიანე?
– არა. შევაშინე!
***
კლასში ახალი მასწავლებელი შევიდა. ორი დღის შემდეგ აღმოაჩინა‚ რომ სანდროს ყველა ბავშვი დასცინის და საყვედურით მიმართა ბავშვებს.
– მართლა‚ შტერია‚ მასწ.... თუ მისცემ ორ ათთეთრიანს და ერთ ოცთეთრიანს‚ აუცილებლად ორ ათთეთრიანს აიღებს – ჰგონია‚ რადგან ორია‚ უფრო მეტ რამეს იყიდის. თუ არ გჯერათ‚ თქვენ თვითონ შეამოწმეთ, – უთხრეს მოსწავლეებმა. დაუძახეს სანდროს და ორი ათთეთრიანი და ერთი ოცთეთრიანი მონეტა გაუწოდეს – რომელს აიღებო. სანდრომ ორი ათთეთრიანი აიღო. გაოცებულმა მასწავლებელმა ჰკითხა‚ ასე რატომ მოიქეციო.
– ვერ ხედავთ‚ მასწავლებელო‚ ეს ორია და იმ ერთზე მეტ რამეს ვიყიდი...
 გაკვეთილების ბოლოს მასწავლებელმა სანდრო მოიხმო და ეკითხება:
– შენ მართლა გჯერა‚ რომ ორი ათთეთრიანი უფრო მეტია, ვიდრე ერთი ოცთეთრიანი მონეტა?
– არა‚ მასწ‚ მაგრამ, მაგათ რომ სიმართლე ვუთხრა‚ მერე აღარ მომცემენ....
***
წყვილი სადარბაზოდან გამოდის. იქვე მანქანა დგას წითელი ბაფთით.
– ჰმ‚ ეს რომელმა ბოზმა გამოიმუშავა ერთი ადგილით?
– საყვარელო‚ ეს შენია...
***
თუ ცხენი გეუბნებათ‚ რომ თქვენ სულელი ხართ‚ ესე იგი‚ ხართ.
***
„მომაბეზრეს თავი ამ პრინცებმა: მოვლენ‚ ყველაფერს გააკეთებენ, კოცნა კი არავის უნდა“‚ – გაიფიქრა მძინარე მზეთუნახავმა.
***
 სკოლებში ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა‚ რომ მოსწავლეთა დაბალი მოსწრების მიზეზი მოწევაა‚ თუმცა, ანონიმურმა გამოკითხვამ აჩვენა‚ რომ მათ მოწევა სწორედ დაბალი მოსწრების გამო დაიწყეს.
***
არ არსებობენ უსიმპათიო მამაკაცები‚ უბრალოდ‚ ქალებს არ შეუძლიათ, მათი სილამაზე და მდიდარი შინაგანი სამყარო დაინახონ საკმარისი ფულადი სახსრების უქონლობის გამო.
***
ქმარი დილის 5 საათზე ბრუნდება სახლში.
– სად იყავი? – ეკითხება გაბრაზებული ცოლი.
– იცი‚ ძვირფასო‚ შენ ხშირად მეკითხები ხოლმე: რა გეშველებოდა‚ სად წახვიდოდი‚ მე რომ არ გამოგყოლოდი ცოლადო... ჰოდა‚ სწორედ იქიდან მოვდივარ.

скачать dle 11.3