კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანის რომელი დაავადებები მწვავდება ზამთარში და რატომ არის აუცილებელი ტუჩის საცხის რეგულარული გამოყენება


საკმაოდ აცივდა და იმატა ამ სეზონისთვის დამახასიათებელმა დაავადებებმა. ასევე, გახშირდა სიცივით განპირობებული კანის დაავადებებიც. კერძოდ, ჰერპესი, ქიელიტი, ჭინჭრის ციება და სხვა. იმის ცოდნა კი თუ რა გართულებებს იწვევს ამ მხრივ კლიმატური ცვლილება, როგორ მოვუაროთ ზამთარში კანს და როგორი პროფილაქტიკური მეთოდები გამოვიყენოთ, ამ თემებთან დაკავშირებით არაერთ საინტერესო და გასათვალისწინებელ რჩევას მოგცემთ ექიმი-დერმატოლოგი ქეთევან ბერიანიძე.


– ძირითადად, რომელი დაავადებებია გახშირებული ზამთარში და როგორ ვიმოქმედოთ თუ კანზე არასასურველ ცვლილებას შევამჩნევთ?

– აციებას თან მთელი რიგი კანის პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და რა მოიმოქმედოს, რომ შემდგომში არასასურველ შედეგს აარიდოს თავი. აციების დროს ხშირია კანის მოყინვა, ჭინჭრის ციება, სიცივისმიერი ერითემა და ჰერპესი, ასევე, მეტეოროლოგიური ქიელიტი. ეს უკანასკნელი ტუჩის კეთილთვისებიანი ანთებითი დაავადებაა. სიცივის ზემოქმედებისას კანი, კერძოდ კი სახე, ყურები, თითები და ტერფები ზიანდება. აღინიშნება შეშუპება, რომელსაც თან სდევს მოლურჯო-მოწითალო შეფერილობის ლაქები. ამ დროს, დაზიანებულ ადგილას აღინიშნება ძლიერი, შემაწუხებელი წვა, ქავილი, ტკივილის შეგრძნება. ამ დროს უნდა ივარაუდოთ რომ, საქმე მოყინვასთან გაქვთ. ხშირად, ამის შემდეგ და ვითარდება ეროზიული ზედაპირი კანზე და ინფექციის შეჭრის საფრთხეც საკმაოდ მაღალია. გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება სიცივისმიერ ჭინჭრის ციებას, დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. სხეულის ღია და დაუცველ ადგილებში აღინიშნება სიწითლე. ადამიანს აწუხებს ქავილი, სისუსტე, თავის ტკივილი, აღენიშნება კანის გაწითლება. სიცივისმიერი ერითემის დროსაც აღინიშნება კანის წვა და ტკივილი. გირჩევთ, არ დაელოდოთ დაავადების კიდევ უფრო გამწვავებას და დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები ექიმის კონსულტაციით. ხოლო, რაც შეეხება მეტეოროლოგიურ ქიელიტს, ეს არის ტუჩის კეთილთვისებიანი ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით. სხვათა შორის, ეს დაავადება ხშირად მამაკაცებში აღინიშნება, რადგან ქალებისგან განსხვავებით ისინი ტუჩს არ იცავენ საცხით. პომადა იცავს ტუჩის ზედაპირულ შრეებს არასასურველი და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. ზამთარში ტუჩები ხშირად შრება და კარგავს ელასტიკურობას. ამიტომ გამოიყენეთ ცხიმიანი პომადა, რომლის შემადგენლობაშიც სასურველია შედიოდეს ჟოჟობას ზეთი ან ჰიალურონის მჟავა – ესთეტიკური დატენიანებისთვის. ხოლო სახლის პირობებში სასურველია გაიკეთოთ პარაფინის ნიღაბი და გადაისვათ მცენარეული ზეთი. ასევე, ზემოთ თქმული დაავადების გამომწვევია კანის სიმშრალე, სებორეა, ეგზემა და ასე შემდეგ. ვიზუალურად, ტუჩი შესიებულ-შეწითლებულია, გამომშრალი და დაჭიმული. სხვათა შორის, ეს დაავადება ქრონიკულია და თუ დროულად არ მიხედეთ თავს, შესაძლოა ავთვისებიან ფორმაშიც კი გადავიდეს.

– ზამთარში ბევრი ადამიანი უჩივის ჰერპესით დაავადებას. რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს მას, როგორ უნდა ვიმკურნალოთ და რამდენ ხანს გრძელდება ის?

– ჰერპესის განვითარება თან სდევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. ის ვირუსული ბუნებით ხასიათდება. დაავადება გამოიხატება დაზიანებულ არეზე წვრილი, ბუშტუკოვანი ელემენტების განვითარებით. მისი დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებაა ცხვირისა და ტუჩის არეზე წვის შეგრძნება, შეშუპება და ტკივილი. ეს დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირამდე. მას მკურნალობენ ანტიბიოტიკების შემცველი საცხებით და მალამოებით.

– რა რჩევებს მოგვცემთ, როგორ დავიცვათ კანი სიცივეში?

– ზამთარში, კანის მოვლის ძირითადი პრინციპებია დატენიანება, კვება, დაცვა გარე ფაქტორებისგან, კერძოდ, ყინვისა და ქარისგან. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას და შესაძლოა, გაჩნდეს ნაოჭებიც. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, კანის მაქსიმალური ადაპტაცია დაბალ ტემპერატურასთან სპეციალური დამცავი კრემებისა და ნიღბების საშუალებით. უნდა გახსოვდეთ რომ, ნებისმიერი თავის მოვლის საშუალება, რომელიც შეიცავს წყალს გამოიყენება სახლიდან გასვლამდე, ერთი საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში შემავალი ტენი ხელს არ შეუწყობს კანის გადაცივებას, რაც თავის მხრივ, არღვევს აღდგენით პროცესებს. ამის გამო კანი იწყებს აქერცვლას და ჩნდება ქავილის შეგრძნება. რადგან ზამთრის პირობებში კანი ძალიან შრება, ყოველ საღამოს გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელშიც სასურველია, შედიოდეს ლეციტინი და ჰიალურონის მჟავა. ხოლო დილას სახლიდან გასვლამდე 30-40 წუთით ადრე გამოიყენეთ ცხიმიანი კონსისტენციის დამცავი, მკვებავი კრემები. ზემოდან დასაშვებია, გადაისვათ ტონალური კრემი ან მშრალი კომპაქტური პუდრი, რომელსაც, გარდა დეკორატიული ეფექტის, დამცავი ფუნქციაც ექნება. მაკიაჟის მოსაცილებლად მოერიდეთ, სახის დაბანას, სასურველია გამოიყენოთ რძე-ტონიკი ან სხვადასხვა მცენარის ნახარშისგან მომზადებული კოსმეტიკური ყინული, მაგალითად, პიტნის, ჩაის, გვირილის... ასევე, დიდი როლი აკისრია ზამთარში ნიღბებს, რომელთა შემადგენლობებშიც სასურველია, შედიოდეს კვერცხის გული, ხაჭო, ვიტამინები და მცენარეული ზეთები. ასევე, მნიშვნელოვანია ზამთარში ხელების მოვლა. ხელები, სახის კანისგან განსხვავებით, შეიცავს ნაკლები რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვლებს, რის გამოც დამცავი ჰიდრო-ლიპიდური ფენა ძალიან თხელი და მსუბუქია. ამიტომ, დღეში რამდენჯერმე გამოიყენეთ მკვებავი, ცხიმიანი კრემები. არ დაივიწყოთ ვიტამინები, რასაც დიდი როლი ენიჭება უჯრედების აღდგენით პროცესში. ვიტამინების უკმარისობა პროვოცირებას უწევს ნაადრევად კანის სიბერეს. გამოიყენეთ პოლივიტამინების კომპლექსი, ვიტამინიზებული საკვები და მისი შემცველი კოსმეტიკა.

– საკმაოდ გახშირდა კანის ავთვისებიანი სიმსივნეები. თუ ექვემდებარება ის განკურნებას და არის თუ არა ამის წინაპირობა კანზე გაჩენილი ლაქები?

– საერთოდ, პიგმენტური ლაქა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია მელანინის ჭარბ სეკრეციაზე. ის ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე, გულ-მკერდსა და ხელებზე. გარდა ამისა, პიგმენტის ჭარბი სეკრეცია ვითარდება კანის ზედაპირულ შრეებში. მისი განვითარება დაკავშირებულია ასევე, სხვადასხვა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკულ დაავადებებთან, სხვადასხვა მედიკამენტის ან კოსმეტიკური საშუალების ზემოქმედებასთან... რაც შეეხება კანის ავთვისებიან სიმსივნეს, ეს დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ამ დროს, უპირველესად, სწორი და დროული დიაგნოზი უნდა დაისვას. უნდა დადგინდეს ადამიანს – კანის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს თუ ლაქები ატიპური უჯრედებისგან შედგება. ამიტომ, თუ დროულად მიმართავთ ექიმს კანზე რაიმე ლაქის არსებობის შენიშვნისთანავე, ჩაიტარებთ კვლევას და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსს, თავიდან აიცილებთ ლეტალურ შედეგს.

– მართალია მოსაზრება, რომ პიგმენტაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა, ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკა, სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა შეარჩიოს, რათა ზამთრის სეზონზე კანის ალერგიული რეაქციისგან დაიცვას თავი?

– არა მარტო პიგმენტაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა, არამედ, ნებისმიერმა ჩვენგანმა სწორად უნდა შეარჩიოს კოსმეტიკური ნაწარმი ზამთრის პერიოდში. ხომ არ შეიძლება, სიცივეშიც იგივე კოსმეტიკა წავისვათ სახეზე, რასაც ზაფხულის ცხელ სეზონზე ვხმარობდით? ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი კანის დამცავი საშუალებები აქვს და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რათა სწორად შეარჩიოს კოსმეტიკა. როგორც გითხარით, ზამთარში კარგია დამატენიანებელი ნელსაცხებლების გამოყენება, ისინი კანს გამოშრობის და აქერცლის საშუალებას არ აძლევს ზამთრის ყინვიან დღეებში. ასევე, ალერგიულმა ადამიანებმა უნდა იხმარონ ისეთი დამცავი კრემები, რომლებიც მათი ტიპის კანისთვის და ამ სეზონისთვისაა განკუთვნილი.


скачать dle 11.3