კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავიკლოთ წონაში დღესასწაულის წინ სტრესების გარეშე


მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ ერთ უდავო ჭეშმარიტებას: გახდომის ყველაზე კარგი და გამართლებული მეთოდია კალორიების დაწვა. საბედნიეროდ, გულის გამაწვრილებელი მათემატიკის შეცვლა დღეს შეიძლება უბრალო ფორმულით – 4X400, რაც ნიშნავს შემდეგს: მიირთვით ნებისმიერი საკვები დღეში 4-ჯერ, ოღონდ, თითოეული ჯერი უნდა შეიცავდეს 400 კილოკალორიას.

როგორ დავიკლოთ წონაში

ახალ წლამდე

მალე ახალი წელი მოგვადგება კარს თავისი ბარაქიანი სუფრითა და ათასნაირი ნუგბარით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ დღეებში დიეტა, პრაქტიკულად, გამორიცხულია და, გახდომას ვინ ჩივის, 3-4 კილოგრამი „აკიდებული„ რომ გვექნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ, მათ, ვისაც გასუქების ყველაზე მეტად ეშინია, ვთავაზობთ ელემენტარულ ლოგიკურ სვლას: ახალ წლამდე დაიკელით რამდენიმე კილოგრამით მეტი, რომ დღესასწაულის პერიოდში დაგროვილი „ნამეტი„ თვალსაჩინო აღარ იყოს.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, თუ დავიცავთ დიეტას 4X400 ფორმულით, ორგანიზმს შევუქმნით 500 კილოკალორია დეფიციტს, რის შედეგადაც დავიკლებთ თანაბარი სისწრაფით – კვირაში 1,5 კილოგრამს. თუ ამას დავუმატებთ კალორიების წვას ენერგიის წვის ხარჯზე (ვთქვათ, ვარჯიშის შედეგად), მაშინ წონაში კლება უფრო აქტიურად გამოიხატება.

ენერგეტიკული

საუზმის ვარიანტები

კვერცხიანი სენდვიჩი – 397 კილოკალორია.

მოამზადეთ 1 კვერცხის ერბოკვერცხი. დიეტური შავი პურის ორ თხელ ნაჭერს შორის მოათავსეთ ერბოკვერცხი, პომიდვრის თხელი, მრგვალი ნაჭერით, წვრილად დაჭრილი ავოკადოს რამდენიმე ნაჭერი და უცხიმო ყველის ერთი ფირფიტა.

ჟოლოს მიუსლი – 409 კილოკალორია. აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჭიქა მიუსლი, 50 გრამი გახეხილი შოკოლადი, 1 ჩაის ჭიქა ჟოლო (ან ნებისმიერი სხვა ხილი).

თაფლიანი ბლინები – 425 კილოკალორია. მოზილეთ ცომი – 1,3 ჩაის ჭიქა ფქვილის, 1 კვერცხის, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთის, 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძის, ცოტაოდენი ვანილისა და დარიჩინისგან გამოაცხვეთ ბლინები. ერთმანეთში აურიეთ 2 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი. მიღებული მასა წაუსვით ბლინებს, დაალაგეთ ზედ რგოლებად დაჭრილი ბანანის რამდენიმე ნაჭერი და გადაახვიეთ.

ინდაურის ხორცის ტოსტი – 395 კილოკალორია. 1 სადილის კოვზი ნაღების კარაქი და ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი წაუსვით შავი პურის ორ ნაჭერს, დაადეთ უცხიმო ყველის თითო თხელი ფირფიტა, მოხარშული ინდაურის ხორცის თითო თხელი ნაჭერი. მერე პურები ერთმანეთს დაადეთ და ჩადეთ ტოსტერში, რომ ყველი გადნეს და ტოსტიც მზადაა.

შოკოლადის პიროგი – 380 კილოკალორია. აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი და დანის წვერით – მარილი. ნელ-ნელა ჩაამატეთ 1,5 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე და 2 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ კიდევ 1,5 ჩაის ჭიქა თბილი რძე და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში, თან სულ ურიეთ, სანამ შესქელდება. მერე ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა შოკოლადის ნატეხები და გააჩერეთ ცეცხლზე, სრულ გადნობამდე და ჩაყარეთ ცოტა ვანილი. რომ შეგრილდება, წაუსვით ეს შოკოლადის კრემი „კორჟიკზე„ და მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათის განმავლობაში.

ვაშლის საუზმე – 391 კილოკალორია. გაჭერით შუაზე ტკბილი ვაშლი, ამოაჭერით გული. ჩადეთ თითოეულში ნახევარი ჩაის კოვზი შოკოლადის მუსი. შეატანეთ ხორბლის კრეკერები, რძე ან იოგურტი.

არაქისის შეიკი – 390 კილოკალორია. 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე, 1 ცალი ბანანი, 2 სადილის კოვზი არაქისის კარაქი აურიეთ ბლენდერით. მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ბოსტნეულის რიზოტო – 384 კილოკალორია. 1 სადილის კოვზ ნაღების კარაქსა და 1 სადილის კოვზ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ჩაყარეთ 1,5 ჩაის ჭიქა გრძელმარცვლიანი ბრინჯი, 1,5 ჩაის ჭიქა ქათმის ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად მოურიეთ. როცა ბულიონი ამოშრება, ჩაამატეთ კიდევ 1,5 ჩაის ჭიქა ბულიონი, ჩაყარეთ 300 გრამი მწვანე ბარდა და მიიყვანეთ ადუღებამდე (თან ურიეთ). როდესაც ბარდა მოიხარშება, ჩაასხით 1 სადილის კოვზი ლიმონის და 4 სადილის კოვზი გახეხილი ყველი „პარმეზანი„ და სანელებლები.

პიცა – 376 კილოკალორია. წყალზე მოზელილი ცომი გააბრტყელეთ და დააწყვეთ მასზე თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ყველი, ნახევარი ჩაის ჭიქა დაჭრილი ქათმის ფილე (მოხარშული და შემწვარი), ზემოდან თანაბრად მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი (კამა და ოხრახუში), 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი – გემოვნებით. სულ ბოლოს მოასხით ცოტა მაიონეზი და კეტჩუპი. შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ.

მსგავსი კერძები თავადაც შეგიძლიათ შეჰმატოთ თქვენს მენიუს. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი ულუფა არ უნდა აჭარბებდეს 400 კილოკალორიას.

დიეტური მენიუს ელემენტები:

ბოსტნეული – დღეში 4 ულუფა. 1 ულუფა დაჭრილი ბოსტნეული უდრის ერთ ჩაის ჭიქა ბოსტნეულის წვენს ან 2 ჩაის ჭიქა ბოსტნეულის სალათს.

ხილი – დღეში 3 ულუფა. 1 ულუფა უდრის 1 ჭიქა ხილის ასორტის ან 1 ჩაის ჭიქა ხილის ახალგამოწურულ წვენს.

რძის პროდუქტები – 3 ულუფა დღეში. გაითვალისწინეთ, რომ 1 ჩაის ჭიქა მაწონი (იოგურტი, კეფირი) შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ 20 გრამი მაგარი (არაჭყინტი) ყველით.

ხორცი – 1 ულუფა (150-200 გრამი) დღეში. რეკომენდებულია მხოლოდ ქათმის, ინდაურის ან საქონლის მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი (ყველაფერი მოხარშული). ცილების საჭირო რაოდენობის მისაღებად, შეგიძლიათ, დაუმატოთ 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1,5 ჩაის ჭიქა მოხარშული ლობიო ან 15 გრამი ნიგოზი.


скачать dle 11.3