კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ძაღლს  ფეხზე კოჟრი გამოუვიდა. თუ შეიძლება, მითხარით, როგორ ხდება კოჟრების მკურნალობა?
პასუხი: კოჟრების მკურნალობა ძირითადად ხდება კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით: მაგალითად შამპუნებით, ანტისეპტიკური საშუალებებითა  და მალამოებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ანუ კანზე ნაწოლების მოხსნას. ძაღლს აუცილებლად უნდა დაუდოთ რბილი ქვეშსაგები. აღნიშნული სახის მაზოლების ქირურგიული მეთოდით მოშორება არაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ჭრილობა ცუდად ხორცდება და, ასევე, არსებობს მისი ხელახლა განვითარების ძალიან დიდი ალბათობა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ცხოველი გვყავდეს სწორი მოვლა-შენახვის პირობებში, უზრუნველვყოთ კარგი და რბილი ქვეშაგებით, სისტემატურად დავუთვალიეროთ კანის საფარველი, დაზიანების შემთხვევაში კი დროულად მივაქციოთ ყურადღება და მივიღოთ საჭირო ზომები.
კითხვა: იმისთვის, რომ ცხოველის ჯანმრთელობა სათანადოდ დავიცვათ, მაინტერესებს, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ცხოველს იმუნიტეტი?
პასუხი: იმუნიტეტის შენარჩუნებისათვის საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია. ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს ცრიან 12 კვირის ასაკში და შემდეგ – ყოველ წელიწადში ერთხელ. ვაქცინაციის პერიოდში ლეკვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და არ უნდა დაუშვათ ისეთი სტრესის ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური დატვირთვა, ასევე, დაავადებულ ძაღლებთან კონტაქტი, არასრულფასოვანი კვება, ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუშლის იმუნიტეტის გამომუშავებას და, შეიძლება, დაავადების პროვოცირებაც მოახდინოს. ვაქცინაცია უტარდებათ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელ, ანუ დაავადების ნიშნების არმქონე ცხოველს, რომელსაც ჩატარებული აქვს  დეჰელმინთიზაცია. ასევე, ძაღლი აუცილებლად უნდა გავასუფთაოთ გარეგანი პარაზიტებისგან.
კითხვა:  დასაშვებია თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკების მიცემა?
პასუხი: ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები იწვევენ ჰიპერსალივაციასა და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ამიტომ, ნურასდროს მისცემთ თქვენს ძაღლს ანტიბიოტიკს ექიმის დანიშნულების გარეშე.
კითხვა: მაინტერესებს ყველაზე ხშირად რომელი საკვები იწვევს ძაღლებში ალერგიას?
პასუხი: ყველაზე ხშირად ალერგიებს იწვევს ხორცის ცილები. არ არსებობს არაალერგენური ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება, ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია, ზოგს კი – თევზის. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს აუცილებელია, გამოითიშოს საჭმლისმიერი ალერგიები, რადგან აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელი ცხოვრება დიეტოთერაპიაა საჭირო. გახსოვდეთ, როცა ცხოველი იფხანს, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კავშირში ეს სიმპტომი საკვებისმიერ რეაქციასთან.

скачать dle 11.3