კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა ბიძაშვილებს შორის კავშირი და ვინ ეძებს ნათესავებს რუსთავიდან ხობსა და რიგაში

56 წლის ნათელა ოთარის ასული მაღრაძე ეძებს 57 წლის ნინო ნიკალას ასულ მაღრაძეს და 51 წლის აზრიკო ნიკალას ძე მაღრაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილებს: და-ძმას, ნინო ნიკალას ასულ და აზრიკო ნიკალას ძე მაღრაძეებს. ნინო ამჟამად 57 წლის უნდა იყოს, აზრიკო კი – 51 წლის. მათთან კავშირი 1978-1979 წლებიდან არ მაქვს. ძალიან მინდა ჩემი ბიძაშვილების მოძებნა და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენ ვიპოვით ერთმანეთს.
– როგორ დაკარგეთ ბიძაშვილებმა ერთმანეთი და აქამდე თუ გიცდიათ მათი მოძებნა?
– ნინო და აზრიკო ჩემი ღვიძლი ბიძაშვილები არიან (მამის მხრიდან). მათთან კავშირი დაახლოებით 1978 წელს დავკარგე. ბოლოს ნინო, როგორც ვიცი, ცხოვრობდა ხობის რაიონის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე (ასეთი სახელწოდება ჰქონდა იმ ადგილს ადრე). ვიცი, რომ ნინოს ჰყავს ორი შვილი სხვადასხვა ქმრისგან. ნინოს გოგონას გვარი არ ვიცი, ბიჭის გვარი კი ფილიპიაა (თუ სწორად მახსოვს). ნინოს ძმა, აზრიკო კი ჯარში რიგაში გაიწვიეს და იქიდან აღარ ჩამოსულა – დარჩა იქ და დაოჯახდა კიდეც. საქმე ისაა, რომ ჩემთვის ეს ხალხი ძალიან ძვირფასია და მინდა მათთან ურთიერთობის აღდგენა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მე ისინი ვერ ვიპოვე. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ ვიპოვით ერთმანეთს. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება იყოს ამჟამად ნინო, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ან ისევ ძველ გვარზეა და მაღრაძეა, ან მეუღლის გვარზეა და ფილიპიაა. აზრიკოს მისამართი კი, ჩემთვის უცნობია. მხოლოდ ის ვიცი, რომ რიგაშია და ჰყავს ორი შვილი, ორივე გოგონა. ნინოს პოვნის შემთხვევაში აზრიკოსაც ვიპოვი, გავიგებ, როგორ არის და რა ხდება მის ცხოვრებაში. პირადად მე რუსთავში ვცხოვრობ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა ბიძაშვილებმა არც კი იციან ჩემი მისამართი.
– მაინც, რა არის იმის მიზეზი, რის გამოც ბიძაშვილებმა ერთმანეთის მისამართიც კი არ იცით?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ მოხდა ასე, მაგრამ, ფაქტია, რომ მოხდა და ჩვენ შორის კავშირი 1978 წლიდან შეწყდა. ნინოსა და აზრიკოს დედა ეროვნებით რუსი იყო. ის ამჟამად გარდაცვლილია, აღარც ბიძაჩემი, ნიკალა მაღრაძეა ცოცხალი. როგორც ვიცი, ის ხობშია დაკრძალული.
– მაინც, სად ეძებთ ნინოს, სად გგონიათ ის?
– დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ისევ ხობში ცხოვრობდეს, თუმცა, მისი ახალი მისამართი ჩემთვის უცნობია. ნინო ან ხობშია, ან საქართველოს სხვა ქალაქში, აზრიკო კი, როგორც გითხარით, რიგაში უნდა იყოს.
– თქვენ გარდა კიდევ ვინ ეძებს თქვენს ბიძაშვილებს?
– ჩემი ბიძაშვილების პოვნა, ასევე, ძალიან უნდა ჩემს შვილს, ირაკლის. ის ძალიან მგულშემატკივრობს ამ საკითხში და თავადაც არაერთხელ უცდია მათი მოძებნა ინტერნეტით, მაგრამ, უშედეგოდ.
– ბიძაშვილების ფოტო თუ გაქვთ?
– სამწუხაროდ, მათი ფოტო მე არ გამაჩნია, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ნინო წაიკითხავს ამ სტატიას ან ფოტოთი მაინც მიცნობს და გამომეხმაურება. დიდად შეცვლილი არ ვარ და, იმედია, ამდენი წლის უნახაობის მიუხედავად, მაინც მიცნობს. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს. ასეა თუ ისე, ახლო ნათესავები ვართ.

скачать dle 11.3