კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

6 აგვისტო
1806 – გაუქმდა „საღვთო რომის იმპერია“.
1890 – მკვლელი უილიამ კემლერი გახდა ელექტრონული სკამის პირველი მსხვერპლი.
1945 – პირველად ქალაქ ჰიროსიმაში (იაპონია) ჩამოაგდეს ატომური ბომბი.
7 აგვისტო
1786 – ჟაკ ბალმამ და მიშელ პიკარმა პირველად დაიპყრეს მონბლანის მწვერვალი.
1961 – საბჭოთა კავშირში გამოსცადეს პირველი დიდი თვითმფრინავი-ამფიბია.
8 აგვისტო
1815 – ნაპოლეონ ბონაპარტე გაემართა წმიდა ელენეს კუნძულისკენ სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გასატარებლად.
1899 – ამერიკელმა მარშალმა დააპატენტა მაცივარი.
1923 – დაიწყო 14 წლის ბენი გუდმანის პროფესიული მუსიკალური კარიერა. იგი კლარნეტზე უკრავდა მიჩიგანის ტბაში მოცურავე ხომალდის ორკესტრში.
1941 – საბჭოთა ავიაციამ პირველად დაბომბა ბერლინი.
1963 – მოხდა საუკუნის ძარცვა ინგლისში: ბანდიტებმა გაძარცვეს მატარებელი. მათი ნადავლი 2,6 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი იყო.
9 აგვისტო
1859 – ამერიკელმა ნათან ვიმსმა დააპატენტა ესკალატორი.
1910 – ჩიკაგოს მკვიდრმა, ალვა ფიშერმა, დააპატენტა ელექტრონული სარეცხი მანქანა. ადრინდელი სარეცხი მანქანის მექანიზმს ხელით ამუშავებდნენ.
1945 – ამერიკელებმა იაპონიაში მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიში. დაიღუპა 74 ათასი ადამიანი.
1962 – რობერტ ციმერმანმა ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ამ დღიდან ის ბობ დილანი გახდა.
10 აგვისტო
1539 – საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველმა ქვეყანაში სახელმწიფო ენა შემოიღო. მან ბრძანა, რომ ყველა ოფიციალური დოკუმენტი შეედგინათ არა ფრანგულ, არამედ, ლათინურ ენაზე.
1833 – დაარსდა ჩიკაგო. ადრე ეს პატარა სოფელი იყო 200 მოსახლით და „უინდი სითი“ ერქვა.
11 აგვისტო
1951 – გამოჩნდა პირველი პერსონალური კომპიუტერი IMB PC.
1984 – პრეზიდენტმა რეიგანმა პრესკონფერენციის წინ, მიკროფონის გასინჯვისას (ეგონა, რომ მიკროფონი გამორთული იყო), გამოაცხადა: „ძვირფასო ამერიკელებო! მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ ახლახან მოვაწერე ხელი კანონს რუსეთის კანონგარეშე გამოცხადების შესახებ. დაბომბვა ხუთი წუთის შემდეგ დაიწყება“.
12 აგვისტო
1851 – ამერიკელმა ისააკ მერიტ ზინგერმა მიიღო პატენტი საკერავ მანქანაზე. ზინგერის მთავარი გამოგონება იყო ფეხის პედალი.
1863 – ინგლისელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა ოპერაციის დროს პირველად გამოიყენა კარპოლმჟავა, ანუ ფენოლი, ინსტრუმენტებისა და ქირურგის ხელების დეზინფექციისთვის. შედეგი შესანიშნავი იყო – სიკვდილიანობა სამჯერ შემცირდა.
1915 – ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტორპედოიანი თვითმფრინავები. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანულმა თვითმფრინავმა SHORT TYPE 184-მა ჩაძირა თურქეთის გემი.
1953 – ენი დევიდსონი გახდა პირველი ქალი, რომელმაც იახტით მარტომ გადაცურა ატლანტის ოკეანე.
1953 – სემიპალატინსკის პოლიგონზე საბჭოთა კავშირმა პირველად გამოსცადა წყალბადის ბომბი.
1985 – ცენტრალურ იაპონიაში კატასტროფა განიცადა იაპონურმა „ბოინგ 747-მა“, რომელიც მთას შეეჯახა. დაიღუპა 542 ადამიანი.

скачать dle 11.3