კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოცდაათიანების რომანტიზმი და ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილები – ელი სააბის ახალი კოლექცია

თანდაყოლილმა დახვეწილმა გემოვნებამ ლიბანში დაბადებული უბრალო ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საღამოს კაბების შემქმნელად აქცია. 18 წლის ასაკში ელი სააბს ბეირუთში უკვე საკუთარი მაღაზია ჰქონდა, ამჟამად კი სალონები აქვს ბეირუთში, მილანსა და პარიზში. ელი სააბის თავბრუდამხვევი წარმატება ერთ ღამეში დაიწყო, როდესაც „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალზე, ულამაზეს ჰოლი ბერის მისი კაბა ეცვა. ამ წელს ჰოლი ბერიმ „ოსკარი“ აიღო. 2003 წელს საფრანგეთში „ჩამბრე სინდიკალე დე ლა ოტ-კუტიუღმა” („ოტ-კუტიურის“ სავაჭრო გაერთიანება) ელი სააბს წევრობა შესთავაზა და მას შემდეგ პარიზი ყოველ სეზონზე მოუთმენლად ელოდება სააბის „ოტ-კუტიურ“ და „რედი-თუ-ვეარ“ კოლექციებს.
 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ელი სააბმა სამოცდაათიანი წლების გავლენით შექმნა, ისევე, როგორც ძალიან ბევრმა დიზაინერმა ამ სეზონზე. ტრიკოტაჟი, შიფონი, ბრწყინავი ქსოვილები დისკო-დეკადენსს გვახსენებდა, რომელზეც სამოცდაათიანების „ლუი ვიტონის“ გავლენა იგრძნობოდა. მნიშვნელობა არ აქვს, სააბი „რედი-თუ-ვეარ“ კოლექციებს ქმნის თუ „ოტ-კუტიურს“, მის მიმართ ჰოლივუდის „ბრბოს“ მხრიდან ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია, რადგან, არც ერთ მსახიობს არ უნდა წითელი ხალიჩის შემდეგ მეორე დღის გაზეთებში ყველაზე ცუდად ჩაცმულთა სიებში მოხვდეს. ელი სააბთან კი „საუკეთესოდ ჩაცმულის“ ტიტული თითქმის გარანტირებულია. თუმცა, ვარსკვლავურ ისტორიებში ერთი-ორი ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც სააბის კაბასთან ისე ცუდად ჰქონდა მსახიობს შეხამებული ფეხსაცმელი, კლაჩი, თმა ან მაკიაჟი, რომ, მისი მხოლოდ კაბა აღნიშნეს, ყველაფერ დანარჩენს კი პრესამ ხაზი გადაუსვა. 
 მოდის კრიტიკოსებმა ტაშიც კი არ დაიშურეს იმ კაბებისთვის, რომლებიც დიზაინერმა ჩვენების ბოლოს წარმოადგინა. მოვარდისფრო-ატმისფერ ასიმეტრიულ კაბებს პაწაწინა კვადრატებში მოქცეული მბრწყინავი თვლები ჰქონდა დატანებული. ჩვენება მთავრდებოდა, მაგრამ მაყურებელს კიდევ მეტი უნდოდა, არ ჰყოფნიდა ნანახი სილამაზე, რომელსაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდიდა საოცარი მუსიკა – დაიანა როსი, როლინგ სტოუნი და სხვები.
 ელი სააბს უყვარს ჩვენებების მხოლოდ კაბებისთვის მიძღვნა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მან მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მისცა მოდის მიმდევრებს. ბაცი მოცისფრო-მონაცრისფრო კლასიკური მოკლე შარვალი, გამჭვირვალე მბრწყინავი ბლუზა და კლასიკური, ნამდვილი პარიზული პიჯაკი; მოკლე, მკვეთრი თამბაქოსფერი შორტი, ბლუზის ნაცვლად თხელი შიფონის შარფი და თვლებიანი პიჯაკი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელი იყო გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, თუმცა, დიზაინერი აქაც ინარჩუნებს ზომიერებას – მისი მოდელები ხშირად არის სექსუალური, მაგრამ, არასდროს – ვულგარული. შორტებსა და შარფში გამოწყობილი მოდელიც კი, შეიძლება, ყველაზე თავშეკავებულ გოგონად მივიჩნიოთ ამ სეზონის სხვა სექსუალური ქმნილებების ფონზე. კლასიკური კაბები, პიჯაკები, შარვლები და, რა თქმა უნდა, ღია ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე – სამოცდაათიანების რომანტიკული სული ლიბანელი დიზაინერის ფანტაზიებიდან და ხელებიდან პარიზელი მოდის მიმდევრებისთვის უშურველად გადმოვიდა.

скачать dle 11.3