კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაც არ შეიძლება...



ურთიერთობა ადამიანებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, შვილებთან – საკმაოდ სერიოზული საკითხია და თითქმის ხელოვნებას უტოლდება. სამწუხაროდ, ყველამ არ იცის ეს და ჩვენი პრობლემებიც, ხშირად, სწორედ ამის ბრალია. შეცდომას ყველა ვუშვებთ, მაგრამ, იშვიათად ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ, როდის რა არ უნდა გაგვეკეთებინა. შესაძლებელია თუ არა, იყოს ისე, რომ ყველას ვუყვარდეთ?! – ნამდვილად შესაძლებელია. უნდა აირჩიოთ სწორი სტრატეგია და გაითვალისწინოთ ის ნიუანსები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობისთვის.
მაგალითად, როგორ გგონიათ, საუკეთესო მეგობარს თქვენ შესახებ ყველაფერს უნდა უყვებოდეთ? სწორი პასუხია – „არა!“ არაჩვეულებრივია, როცა გყავს ადამიანი, რომელსაც ენდობი, მაგრამ, ნამდვილად არ არის აუცილებელი, აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენოთ. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი საიდუმლო, რომელსაც არავის გაუზიარებს. ეს ჩვენი, ადამიანური უფლებაა და ნამდვილად არ არის საჭირო, ყველას ბოლომდე გადაუხსნათ გული, ერთი პროცენტი მაინც თქვენთვის დაიტოვეთ – რა იცით, ყველაფერი ხდება და მერე რომ არ ინანოთ, თვითონვე დაიჭირეთ პატარა დისტანცია.
არ შეიძლება, ბოლომდე და მთლიანად იყოთ დამოკიდებული სხვათა აზრზე. რა თქმა უნდა, ახლობლების აზრი გასათვალისწინებელია, მაგრამ, ამან არ უნდა დაგაკომპლექსოთ – კომპლექსიანი ადამიანი გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს, თანაც, ამ შეცდომების აღიარებაც უჭირს.
კიდევ ერთიც: რისკი კეთილშობილური საქმეა, მაგრამ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როდის გარისკოთ და რა დოზით. გარისკეთ მაშინ, როცა მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის აუცილებელია!

ძალიან განსხვავებული...

როგორ ვიცხოვროთ მშვიდობიანად და შეხმატკბილებულად ერთ ჭერქვეშ – ერთ ტერიტორიაზე?! საუბარია წყვილზე, რომელსაც, როგორ ძალიანაც არ უნდა უყვარდეს ერთმანეთი, კონფლიქტებს მაინც ვერ აიცილებს ხოლმე თავიდან. უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, განსხვავებულიც. ანუ, თუ თქვენი ძვირფასი მეორე ნახევარი თქვენ არ გგავთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის მიზეზი ანატომიაა. ის კი არა ძალიანაც კარგია, თუ არ გგავთ. თქვენი იდენტური რომ იყოს, მოწყენილობისგან მოკვდებოდით. ბუნებამ თავად იზრუნა იმაზე, რომ მრავალფეროვნება ყოფილიყო თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. არასოდეს შეადაროთ თქვენი პარტნიორი თქვენი მეგობრის პარტნიორს – ამაზე დიდ სისულელეს ვერაფერს ჩაიდენთ. ჯერ ერთი, ის, რაც მოსწონს და მისაღებია თქვენი მეგობრისთვის, თქვენთვის მოსაწონი ვერ იქნება და, მეორეც – რა იცით, რა ხდება ოჯახის შიგნით? უნაკლო ადამიანი არ არსებობს და თქვენ ვერ გაიგებთ, რისი დათმობა უწევს თქვენს მეგობარს, თავისი მეორე ნახევარი იდეალურის შარავანდედით რომ შემოსოს.
დააკვირდით იმას, ვინც გვერდით გყავთ. მერე რა, თუ ზოგჯერ ძალიან გიშლით ნერვებს. არც თქვენ ხართ ბედის საჩუქარი, მაგრამ, თქვენც და მასაც აუცილებლად გექნებათ ისეთი თვისებები, რომელთა გამოც წარმოიშვა თქვენი სიყვარული. ამიტომ, გაუფრთხილდით მას. ხოლო ის, რომ თქვენი რჩეული ძალიან განსხვავებულია, მხოლოდ  პოზიტივია. სწორედ ამ განსხვავებულობაში უნდა იპოვოთ ხიბლი და დატკბეთ ცხოვრებით.

რა მნიშვნელობა აქვს...

აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეტს ლაპარაკობს ოჯახში, ვინ მეტს გამოიმუშავებს, ვინ „ისვრის კენჭებს“ და ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს; ვინ მეტს ითმენს და ვინ – ნაკლებს... მთავარი ფასეულობა სხვაა – ორივემ ერთად შეიტანოთ წვლილი მნიშვნელოვან, საერთო საქმეში – ოჯახის, თქვენი ნავსაყუდელის, თქვენი ციხესიმაგრის მშენებლობაში. მიგაჩნიათ, რომ შეიძლებოდა, ქმარი უკეთესად მოგქცეოდათ? აბა, დაფიქრდით, თქვენ ყოველთვის კარგად იქცევით და ყოველთვის მართალი ხართ?!
დავიწყოთ იმით, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოთ სწორად საუბარი – აი, ამას კი ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, თანაც – ძალიან დიდი. მამაკაცებს უყვართ, როცა ქალი პირდაპირ ეუბნება სათქმელს. ორაზროვანი ფრაზები მათ ძალიან აღიზიანებთ, რადგან, ეზარებათ მათი გაშიფვრა და, როცა, მით უმეტეს, სწორ ახსნას ვერ უძებნიან, ჩხუბს იწყებენ. ნუ „ივლით“ საათობით მის გარშემო; მით უფრო, ნუ იწუწუნებთ, რომ ძალიან დაიღალეთ ყველაფრის მარტო კეთებით.  ის აუცილებლად გეტყვით, რომ თქვენი ჭირვეულობით დაიღალა. აჯობებს, პირდაპირ უთხრათ, რაში გჭირდებათ მისი დახმარება, მაგრამ, უთხარით ეს უპრეტენზიო, მშვიდი ტონით. შეეგუეთ იმას, რომ მამაკაცები ძალიან გაურბიან ამ ტიპის საუბრებს. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი, სანამ თქვენ იწუწუნებთ, ის მშვიდად განაგრძობს ურთიერთობას კომპიუტერთან. მიეცით კონკრეტული დავალება. თანაც, ერთ ჯერზე – ერთი. ძალიან ნუ გადატვირთავთ. ჩუმად ბურტყუნი, გაბუტვა, „გაბერვა“ და წუწუნი ისევ თქვენ დაგაზარალებთ. დარწმუნებული იყავით, ვერაფერს მიხვდება და არც შეეცოდებით, იმიტომ, რომ ვერ გაიგებს, რას მოითხოვენ მისგან და მხოლოდ  ჩხუბი და უსიამოვნება შეგრჩებათ ხელში. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაღწევთ საწადელს, მთავარი ხომ შედეგია!

მისი თავისუფლება

ვინ ლაპარაკობს მუდმივად თავისუფლებაზე? ვის მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ პირადი თავისუფლება ეზღუდება? რა თქმა უნდა, მამაკაცს. ეს მისი თავდაცვითი სისტემაა, რომელიც ავტომატურად ირთვება მაშინვე, როგორც კი ცოლი ეკითხება: „სად იყავი, ძვირფასო, რატომ დაგაგვიანდა?“ თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ კითხვაში არ არის, მაგრამ, მამაკაცები ამას მაინც მტკივნეულად აღიქვამენ და იწყება: „რატომ არ მენდობი, რატომ ეჭვიანობ“... და, ბოლოს – „ყველა ქალი ერთნაირია!“ ამ ლოგიკით, ყველა კაციც ერთნაირია, მაგრამ ეს ხომ ვერ იქნება გამოსავალი? ვცადოთ, გავარკვიოთ, როდის და რით იზღუდება მამაკაცის პირადი სივრცე და თავისუფლება. დავიწყოთ იმით, რომ საკუთრების განცდა არც ერთი სქესისთვის არ არის უცხო. ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი გრძნობაა, თანაც – საჭირო. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, საკუთრების განცდა რომ არ არსებობდეს?! – სრული ქაოსი და უპასუხისმგებლობა იზეიმებდა. მარტივი მიზეზია – თუ რაღაცას და ვიღაცას შენად არ მიიჩნევ, არც უფრთხილდები მას და არც მისი პრობლემები გაინტერესებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამშობლოს ცნებაც კი აღარ იარსებებდა. ანუ, მამაკაცმა უნდა გაიგოს, რომ, თუ მას ქალის მიმართ საკუთრების განცდა აქვს, ეს უკვე პოზიტივია. თუმცა, ქალებმაც უნდა იცოდნენ, რომ, მამაკაცთან მიმართებაში, სიტყვა „ჩემის“ ხშირად გამოყენება ძალიან წამგებიანია, თუნდაც ამის კანონიერი, დოკუმენტურად დადასტურებული უფლება გქონდეს. რას ვიზამთ, ასეთები არიან მამაკაცები... ყველა კაცი კი, განსაკუთრებით ამ საკითხში, ერთნაირია!

скачать dle 11.3