კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მომენტში ხდება აზრობრივი ენერგია ადამიანისთვის წარუმატებლობის სათავე და რატომ არ უნდა გაივლოთ გულში შური

როდესაც ადამიანი წარმატებულია და კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ერთნაირად უმართლებს, მასზე ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად უამრავი უცნაური ამბავი ხდება, რასაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან. თუმცა, ფაქტი ერთია: ადამიანმა ყველა წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება და, როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ამბობს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც მას შემდგომში აუცილებლად მოუტანს წარმატებასა და იღბალს.

გიორგი: ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე, ამ წამსვე მოგვცეს სასურველი შედეგი. ზოგჯერ კი ისე სწრაფად და დაუდევრად ვიქცევით, რომ შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. არადა, ადამიანის აზრიც კი გარკვეული ენერგიაა და, ვფიქრობ, დღეს უკვე აღარ არის ეს სადავო საკითხი. გვინდა თუ არა, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ზოგი, ამას არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა შედეგს მოიმკის. დამიჯერეთ, აზრობრივი ენერგია ადამიანისთვის ძალიან საშიში და დამანგრეველიც კი შეიძლება გახდეს. როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს, ის ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და, ზოგადად, წარმატებას. ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ შური ძალიან ცუდი თვისებაა. ამიტომ, თუ გსურთ, არ ავნოთ არც სხვას და არც საკუთარ თავს, არასდროს არავისი შეგშურდეთ. ასევე,  ადამიანი წყევლის დროს ქმნის უარყოფით  იმ აზრფორმას და უსურვებს კონკრეტულ ობიექტს ცუდს, რაც შემდეგში აუცილებლად უარყოფითად იმუშავებს მასზე. წყევლის დროს მართლაც ხდება ძალიან დიდი, დამანგრეველი ენერგიის გადინება. ამ მომენტში ადამიანი გარკვეულ დონეზე სასიცოცხლო ენერგიასაც კი ხარჯავს და მისი აღდგენა, შესაძლოა, ვეღარც კი მოახერხოს. ამიტომ, სანამ ვინმეს დაწყევლით, მანამდე დაფიქრდით. არც იმათი მესმის, რომ ამბობენ, გულით არ ვიწყევლებიო. იმ მომენტში აზრის დონეზე ხომ უსურვებს ცუდს მეორე ადამიანს და ხომ უქმნის მას საფრთხეს?!
– აზრის მაგიას თუ შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა და თუ არსებობს ამის ხერხები?
– გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე იოლად, ასევე, ხელი როდის გემართებოდათ. გააკეთეთ ორიენტაცია ასეთ მომენტებზე: დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, წარმოიდგინეთ ის ყველაზე წარმატებული წუთები და გაიხსენეთ, რა გეცვათ, გეკეთათ და ვინ იყო თქვენ გვერდით იმ მომენტში. ქვეცნობიერ დონეზე ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, დამიჯერეთ, ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი აუცილებლად გაიხსნება – ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრ-ფორმა აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს, ანუ, ადამიანმა წარმატებული დღეები უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში აზრის დონეზე, მით მეტად გაგიმართლებთ მომავალში. მეტად წარმატებულ ადამიანებს კი, ეს ბედნიერების არხი დაბადებიდან აქვთ გახსნილი და ნაკლები ძალისხმევით შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა. აზრობრივი მაგია – ასე ვუწოდებთ ამას პარაფსიქოლოგები – ჩვენს ენერგიაზეა დამყარებული და ამ დროს ადამიანი საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომ, სწორად დახარჯული ეს ენერგია ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ იღბლის ხაზით.
– გონებაში ადამიანისთვის ცუდის სურვილი ან, თუნდაც, წყევლა, ხომ ერთგვარი აზრობრივი მაგიაა. განსაკუთრებით როდის იძენს ის საშიშ ძალას?
– ეს ძალიან კარგი და ყველასთვის გასათვალისწინებელი კითხვაა. მაგალითად, ახალ მთვარეზე, მით უმეტეს, თუ ის შაბათს ან ორშაბათს ემთხვევა, წყევლა ან ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე ცუდის სურვილი, განსაკუთრებით სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი იძენს კოლოსალურ ძალას. წყევლა, რასაკვირველია, არც სხვა დღეებშია სასურველი, მაგრამ, ამ დღეებში განსაკუთრებით ადვილია მისი ახდენა რეალურად კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და, თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი, როგორც გითხარით, სწორედ ახალ მთვარეზე, ორშაბათს და შაბათს აღწევს პიკს. მაგალითად, როცა დედა სწყევლის შვილს, ამ მომენტში ირგვლივ იქმნება გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. გირჩევთ, აზრის დონეზეც კი არ შექმნათ ასეთი ნეგატიური ველი, თუ გსურთ, რომ რაიმე საფრთხე არ დაემუქროს თქვენ გარშემო მყოფთ. ასევე, გეტყვით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალით იუბედურებენ თავს, ბედს და ცხოვრებას – წუწუნითა და მოთქმით ადრე კარგად ვცხოვრობდი, ხელი მემართებოდა, წარმატებული ვიყავი და ახლა ცუდ დღეში ვარ, დასწყევლოს ღმერთმა ასეთი ცხოვრებაო. ამას ამბობენ და, არც კი იციან, როგორ საფრთხეს იქმნიან. მერწმუნეთ, თუ არ შეწყვიტეს ასეთი მოთქმა და ბედის სამდურავი, წინ ვერ წავლენ და ვერც წარმატებას მიაღწევენ, აი, უკან კი დაიხევენ ცხოვრებაში. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანები აზრის მაგიის დონეზეც კი ძალიან წარმატებულები არიან. რაც შეეხება კიდევ ერთ წესს, რომელიც წარმატებას გიქადით, ეს არის ასოციაციით გამოწვეული წარმატება სურვილის დონეზე. კერძოდ, მთავარია, სურვილი წარმოიდგინოთ, შემდეგ აზრის დონეზე გამოიწვიეთ მისი ასოციაცია და სურვილის რეალიზება რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად მოხდება.
– დეპრესიული ადამიანებისთვის რა რჩევები გაქვთ ამ კუთხით?
– ასეთი ადამიანები თვითონ ქმნიან უარყოფითი ენერგიის ველს თავის გარშემო და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან წარმატების კუთხით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუ დეპრესიული ადამიანის გარემოცვაში მოგიწიათ ყოფნა, მისი ასოციაციები და ემოციები თქვენ ირგვლივაც შექმნის უარყოფით ენერგეტიკას, ეს კი, ცხადია, თქვენც დაგაზარალებთ. მათ ვურჩევ, არ ჩაიქნიონ ხელი, გამოიყენონ ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ცხოვრებას რეალურად შეხედონ. ერთ საკმაოდ დეპრესიულ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ხშირად წუწუნებდა თავისი ბედის გამო. მან ვერც წინ წაიწია ცხოვრებაში და მეგობრებიც ჩამოშორდნენ  – ვეღარ გაუძლეს მის მოთქმა-გოდებას. არაერთხელ ვურჩიე, დავარიგე, მაგრამ, არ გაითვალისწინა ჩემი რჩევა. ასეთ ადამიანთან არც ღირს ენის დაღლა. რომ გეუბნები და მაგალითებსაც გიწყობ წინ, ხომ უნდა გაითვალისწინო?! ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც მთხოვა, მესწავლებინა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის და თავი დაეღწია უიღბლობისთვის, იგივე წესები ვასწავლე. იმუშავა საკუთარ თავზე და, არცთუ დიდ დროში, საკმაოდ წარმატებულიც გახდა, ცოლიც მოიყვანა და მუშაობაც დაიწყო. ამიტომ, მათ, ვინც ამბობს, რა აზრი აქვს ცდას, მაინც ვიცი, არაფერი გამოვაო, ვარწმუნებ: იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, არავინ დაწყევლოთ, არავისი შეგშურდეთ და ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ.

скачать dle 11.3