რონალდუს კლუბი
კრიშტიანუ რონალდუმ საკურორტო ქალაქ ალგარვეში ღამის კლუბი გახსნა, სახელწოდებით „სევენ”. კლუბის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ერთ მილიონამდე ევრო დაუჯდა და მასში საუკეთესო პორტუგალიელი დიჯეები დასაქმდნენ. კლუბის გახსნას მადრიდის „რეალის” ფეხბურთელები და კრიშტიანუს საცოლე, ირინა შეიკი დაესწრნენ. კლუბის გარდა, კრიშტიანუმ და ირინამ პორტუგალიის სამხრეთში უზარმაზარი სახლი იყიდეს, რომელთანაც მისვლა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხდება. სახლი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის აშენებული, რადგან პერედა-გერეშის ნაციონალურ პარკში მდებარეობს.