კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ სეზონური დეპრესია და რა გავითვალისწინოთ ზამთრის პერიოდში


ზამთრის პერიოდში ხშირად განვიცდით, ეგრეთ წოდებულ, სეზონურ დეპრესიას. ეს ძირითადად გამოწვეულია სიცივით და მზის სხივების დეფიციტით. ამ დროს ეწყება ადამიანს სეზონური დაღლილობის სიმპტომები. კერძოდ:

* მუდმივად ძილის უკმარისობის შეგრძნება, ხოლო თუ გვარიანად გამოიძინეთ, ამის შემდეგ ჭირს გამოღვიძება და გამოფხიზლება. ეს არის სეზონური დაღლილობის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი;

* გამუდმებით ჭამის სურვილი. განსაკუთრებით გინდებათ ტკბილეული. ზოგიერთს კი პირიქით – მადა უქვეითდება;

* მუდმივად მოწყენილი და დათრგუნული ხართ;

* გაქვთ ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. ასეთ მდგომარეობაში მსუბუქი სამუშაოც კი დიდი სირთულეა თქვენთვის და მალე გღლით;

* გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ყურადღების კონცენტრაცია.

შესაძლოა, სეზონური დეპრესიის მიზეზი ჰორმონ სერატონინის ან მელატონინის ბრალი იყოს.

ზოგიერთი ადამიანის ტვინში, ზამთრის გრძელი ღამეების შედეგად, ხანგრძლივდება მელატონინის გამომუშავების პერიოდი. ეს ჰორმონი კი ძილის მომგვრელია.

სეზონური დეპრესიისგან თავის დასაღწევად:

* ზამთარში, რაც შეიძლება დიდხანს იყავით დღის შუქზე. მელატონინის გამომუშავებას სწორედ სინათლე უწყობს ხელს. ამიტომ, გირჩევთ, დღისით მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შენობაში კი, ეცადეთ, ფანჯარასთან ახლოს იყოთ, ბუნებრივი სინათლე ორგანიზმს ამშვიდებს და დეპრესიისგან იცავს.

* იძინეთ მშვიდად, რადგან უძილო ღამეები და გამოუძინებლობა დეპრესიის ალბათობას კიდევ უფრო აძლიერებს.

* ნუ მიიღებთ ზედმეტად კალორიულ საჭმელს. ეს ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს და წონაში მოიმატებთ.

* ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე დღეში 15 წუთი მაინც.

* ნუ იტყვით უარს გართობაზე. ხშირად ესტუმრეთ მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომელთა წრეშიც თავს კომფორტულად და მხიარულად გრძნობთ.

თუმცა, ზამთრის პერიოდში, მოწყენილობის პირველი და მთავარი მიზეზი, მაინც, სინათლის დეფიციტია. სინათლე გადის თვალის ბადურაში და აღწევს ჰიპოთალამუსამდე ტვინში, რომელიც ენდოკრინული სისტემის მოქმედებას აკონტროლებს. სინათლის უკმარისობის დროს ორგანიზმი ნელ-ნელა „ჭკნება„ და ამის კომპენსაციას ვერც წყლით და ვერც სათანადოდ შერჩეული კვებით ვერ შეძლებთ. ამიტომ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები ცივ სეზონზე და შეუწყვეთ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას.


скачать dle 11.3