ილარის მშრომელი ფრანჩესკო
„რომას” ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის პირმშვენიერი მეუღლე, ილარი ბლაზი, რომის სამხრეთში მდებარე ვილა საბაუდიაზე ისვენებს შვილებთან – კრისტიანთან და შანელთან ერთად. ილარის მარტოობა იმით არის განპირობებული, რომ მისი მეუღლე იტალიის ჩემპიონატის დაწყებისთვის ემზადება და მთელ დროს „რომას” სავარჯიშო ბაზაზე ატარებს. სულ ახლახან ბლაზიმ თავისი ნატვრა გაუმხილა ჟურნალისტებს: ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც ფრანჩესკო „დაანებებს ფეხბურთის თამაშს თავს და მეტ დროს დაუთმობს ოჯახს, თუმცა ეს დრო მალე არ მოვა. ის ძალიან მშრომელია და, ალბათ, 40 წლის ასაკამდე ირბენს მოედანზე.“