გიგანტური გაზეთი ოლიმპიადისთვის
ლონდონის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ფრანგულმა გაზეთმა „ექუიპმა” სიურპრიზი შესთავაზა თავის მკითხველს და გაზეთის გიგანტური ვერსია გამოსცა. ყოველი ეგზემპლარის ზომა შეადგენდა 56 სანტიმეტრს სიგანეში და 80 სანტიმეტრს – სიგრძეში. ეს გაზეთი უკვე შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში. „ექუიპის” გიგანტური ნომერი მთლიანად ოლიმპიური თამაშებისთვის იყო მიძღვნილი და მასში დაბეჭდილი იყო სხვადასხვა სახის სტატიები ცნობილ სპორტსმენებზე: მაიკლ ფელპსზე, უსეინ ბოლტზე, კობი ბრაიანტზე, კარლ ლუისზე და სხვებზე. სარეკორდო ნომერი 400-ათასიანი ტირაჟით გამოიცა და ჩვეულებრივი ფასი – 1 ევრო ღირდა.