კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მრევლის ზოგიერთი წევრი წვრილმან შეცოდებებზე ამახვილებს ყურადღებას, მე კი მიმაჩნია, რომ ამაზე მოძღვართან საუბარი მისთვის დროის წართმევაა. უნდა ვთქვათ თუ არა აღსარებაში წვრილმანი შეცოდებანი?
პასუხი: ყოველმა მორწმუნემ აღსარების წინ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი სულის მოძრაობას, ანუ, მოძღვარს ის უნდა გაანდოს, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს. როდესაც ადამიანი წვრილმან ცოდვებზე ამახვილებს ყურადღებას, ბუნებრივია, მას უმთავრესი ცოდვების წარმოთქმა ავიწყდება. გირჩევთ, ჩაუღრმავდეთ თქვენს თავს და, როდესაც მთავარ შეცოდებებს მოინანიებთ, მათგან გამომდინარე წვრილმანი ცოდვებიც მოგშორდებათ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა, სახლში მქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ უნდა გამოვიყენო ის?
პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანის ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად, სადილის მოსამზადებლად, ოთახში სასხურებლად. ნაკურთხი წყალი უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. სასურველია, ის მივიღოთ ყოველ დილით უზმოზე და, ყოველთვის ავადმყოფობის ჟამს.
კითხვა: ჩემი 5 წლის შვილიშვილი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მუდმივად იფიცებს ღმერთს. არის თუ არა ეს სწორი და, თუ არა, როგორ გადავაჩვიოთ?
პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ ღმერთი, რომელსაც ის იფიცებს, კრძალავს დაფიცებას და, როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, მის ნებას გადავდივართ.
კითხვა: ვარ ძალიან იმპულსური ადამიანი და, როდესაც ვბრაზდები, თავშეუკავებელი ვხდები, როგორ მოვთოკო თავი ასეთ დროს?
პასუხი: ვიდრე სიტყვას იტყვით ან რაიმეს ჩაიდენთ, გულში თქვით იესოს ლოცვა – ამით თავსაც შეიკავებთ უხეშობისგან და სიმშვიდეც დაისადგურებს თქვენს სულში.

скачать dle 11.3