კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქლამიდიოზი უნაყოფობას იწვევს


ქლამიდია ვერაგი მიკრობია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ქლამიდიოზი უშვილობის მიზეზი ხდება. ქლამიდიოზს იწვევს ქლამიდიას გვარის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც ორგანიზმის უჯრედში მოხვდებიან ქლამიდიები, დაახლოებით 70 საათის განმავლობაში, აზიანებენ, მემბრანას და უჯრედის შიგთავსთან ერთად, უჯრედშორის სივრცეში ხვდებიან. ამას კი, ახალი უჯრედების დაზიანება მოსდევს. შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესი.

ქლამიდიური ინფექციის მთავარი სირთულეა ის, რომ ადამიანის ორგანიზმის დამცავ ძალებს მილიონამდე ქლამიდიის განადგურება არ შეუძლია. თანაც, გამომწვევ მიკრობებს გამომუშავებული აქვს მექანიზმი, რომლის წყალობითაც, სრულიად შეუმჩნეველი არიან, თავისუფლად „გადაადგილდებიან„ ორგანიზმში და სხვადასხვა ქვემწვავე თუ ქრონიკულ პათოლოგიას იწვევენ. ამ პროცესში ერთვება ბევრი ორგანო თუ სისტემა. მათ შორის მსხვილი სისხლძარღვები, თვალი, უროგენიტალიური ტრაქტი. ინფექცია იწვევს ვენერიულ ლიმფოგრანულომასა და ტრაქომას.

ჩამოთვლილ დაავადებებს შორის ყველაზე მძიმე შედეგები უროგენიტალიური ტრაქტის პათოლოგიებს მოსდევს. სამწუხაროდ, ასეთ დროს ქლამიდიოზის გამომწვევ მიზეზს ძალიან იშვიათად თუ აღმოაჩენენ.

ამ დროს, შერეული ინფექციების არსებობისას საშვილოსნოს ყელის ანთების, ურეთრიტის და ცისტიტის მწვავე ფორმები იშვიათად გვხვდება. მეან-გინეკოლოგები, უროლოგები და ვენეროლოგები უფრო ხშირად ქრონიკულ პროცესს აღნუსხავენ. ასეთ შემთხვევაში, ანტიბაქტერიული მკურნალობა, მეტწილად, უშედეგოა, რაც საბოლოოდ, პათოლოგიათა გართულებებს, კერძოდ კი, იმპოტენციას და უნაყოფობას იწვევს.

ქლამიდიური ინფექცია შეიძლება ატიპურადაც მიმდინარეობდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ კლინიკური ნიშნები საერთოდ არ გამოვლინდეს, რაც კიდევ უფრო ართულებს მის დიაგნოსტიკას.

გამოკვლევებისა და დაკვირვებების თანახმად, მოზარდ გოგონათა დაახლოებით 20 პროცენტს აღენიშნება ქლამიდიური ინფექციის ფარული ფორმა, რომელიც ინფიცირებიდან 3-4 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალების 60 პროცენტს გენიტალიების ქლამიდიოზის ნიშნები შეიძლება საერთოდ არ გამოაჩნდეს. მამაკაცთა შორის არაგონოკოკური ურეთრიტის შემთხვევათა 40 პროცენტი ქლამიდიის ბრალია, ხოლო ქალებში ცერვიციტების 30 პროცენტამდე ამავე მიზეზით არის გამოწვეული.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქლამიდიოზს ორსულობის დროს, რადგან ბავშვისთვის ინფექციის გადაცემის რისკი 50 პროცენტს უტოლდება.

ადამიანის ორგანიზმში ქლამიდიური აგენტის განვითარების ციკლის დასადგენად სისხლის შრატში იკვლევენ ქლამიდიას საწინააღმდეგო სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომელთა მატება ინფექციური პროცესის სტადიაზე მიუთითებს. მათივე მეშვეობით, შეიძლება, სალფინგიტების, პროსტატიტების, ართრიტების, სისხლძარღვების დაავადებათა ქლამიდიური წარმომავლობის დადგენა. თანამედროვე გამოკვლევებს შორის ყველაზე ინფორმაციულ და ზუსტ მეთოდად მიიჩნევენ იმუნოფერმენტულ ანალიზს. მისი დახმარებით, ზუსტად განსაზღვრავენ ანტისხეულების მატებას სისხლში. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ქლამიდიოზის სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის.


скачать dle 11.3