კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მოსალოდნელი პურის გაძვირება ჭარბი ნალექებისა და სტიქიის გამო და რატომ აიძულებდნენ კახეთს საბჭოთა დროს მხოლოდ მევენახეობას

კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურება თითქმის მაშინვე აისახა საქართველოს აგრარული ბაზრის ფასებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქციის 80 პროცენტი იმპორტირებულია. რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვისაა ხელსაყრელი ქართული მიწაწყალი და რა ტიპის აგრარული კულტურებით ამარაგებს საქართველოს კუთხეები საქართველოსვე აგრარულ ბაზარს. თემას პაატა კოღუაშვილი განგვიმარტავს.

– საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სპეციფიკა აქვს. საქართველო მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობითაა წარმოდგენილი და თითოეულ კუთხეს თავისი სპეციალიზაცია ჰქონდა. კახეთის სპეცილიზაცია საბჭოთა ეპოქაში, ძირითადად, იყო ყურძენი და მარცვლოვანი კულტურები. შესაბამისად, მთიან ზონაში განვითარებული იყო მეცხოველეობა. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში შეუფასებელი იყო კახეთის პოტენციალი. იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კახეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მეხილეობისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ აქცენტი მევენახეობაზე კეთდებოდა, მეხილეობაზე აღარ იღებდნენ ხმას. მაგრამ, როდესაც უკვე გლეხკაცმა ხილის, საზამთროს კულტივირება დაიწყო, ძალიან კარგად იმუშავა ვაშლატამამ, ატამმა, ლეღვმა, დასავლეთ საქართველოში ლეღვს ცოტა სხვანაირი გემო აქვს. კახეთში, სანამ ქართლში შემოვა ხილი, უკვე მოდის პირველი მოსავალი.
– კახეთი ასწრებს ქართლს, რის წყალობით?
– კლიმატის. თვითონ შიდა ქართლიც რომ ავიღოთ, ორი კვირით გვიან შემოდის ხილი ტყვიავში, ვიდრე გორში, იმიტომ რომ კლიმატია ასეთი. დღეს კახეთმა უკვე მებოსტნეობაშიც და ბაღჩეულ კულტურებშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბადრიჯანი, კახური წიწაკა, ნიორი, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე შიდა და ქვემო ქართლის. იმიტომ რომ ეს ტრადიციული ქართული ჯიშია და, მაგალითად, თუ დასავლეთ საქართველო ნაყავს ნიორს და ისე იყენებს, კახეთში ამჟავებენ და ნაყავენ კიდეც. სულ სხვა ტრადიციებია. საქართველოს ამ 69 ათას კვადრატულ კილომეტრზე საოცრად განსხვავებული კვების ნორმებია. განსხვავებულია დამზადების წესი, საკვების მოხმარება. ეს მრავალფეროვნება განაპირობა იმან, რომ მსოფლიოში სულ 52 ტიპის ნიადაგია და 49 წარმოდგენილია საქართველოში ურთულესი ვერტიკალური ზონალობით. საქართველო არ არის ერთი ტიპის ნიადაგების ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველო არ არის ყაზახეთი და თურქმენეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, რომ ტრამალები იყოს და მხოლოდ სიმინდი, ხორბალი და სოია მოდიოდეს. მიუხედავად ნიადაგების ასეთი შეზღუდვისა, იმიტომ რომ დიდი ფართობები არ გვაქვს, საქართველოს ბიოპოტენციალი, დაახლოებით, 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვებაა. ამასთანავე გვაქვს უნიკალური საძოვრები, გვაქვს პოტენციალი, რომ მილიონ 500 ათასი ტონა ყველა სახეობის მარცვლეული ვაწარმოოთ, ქერი, შვრია, სასილოსე სიმინდი. ღმერთმა დაგვაბერტყა ეს მადლი.
– შიდა ქართლი რით გვამარაგებს?
– მხოლოდ გორი კომუნისტების პერიოდში 60-70 ათას ტონა ხილს აწარმოებდა და არა მარტო საქართველოს მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა, არამედ საკავშირო ფონდშიც შეჰქონდა და ამის ძირითადი მწარმოებელი იყო ქართლი. მაგრამ, თუ ისტორიულად გადავხედავთ, მხოლოდ ქართლი არ ყოფილა მეხილეობის ზონა. არაჩვეულებრივი მეხილეობის ზონა იყო მესხეთი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს: ჩვენ იქ არ გვქონდა ინტენსიური ბაღები, მაგრამ ერთეული ნარგაობა რომ გადაგვეთვალა, საკმაოდ დიდი ფართობები გამოდიოდა. თუმცა დასავლეთ საქართველო არ არის მდიდარი ხილით. იქ არის საადრეო ვაშლი, ტყემალი, ალუჩა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო კარალიოკები და ხურმები, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა დღეს მსოფლიო ბაზარზე. მიმაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოში მინიმუმ 10 000 ჰექტარზე მხოლოდ ხურმა უნდა გავაშენოთ, იმდენად დიდი მოთხოვნილებაა ევროპის ბაზარზე.
მაგალითად, მეოცე საუკუნის 20-იან წლებშიც კი 50-იან წლებამდე იმერეთში  გაცილებით მეტი ვენახის ფართობი გვქონდა, ვიდრე კახეთში. თანაფარდობა იყო ასეთი: საქართველოს ვენახების 27 პროცენტი იყო იმერეთში და 25 პროცენტი – კახეთში. 60-იან წლებში იცვლება ეს დამოკიდებულება. არსებობს ღვინის იმერული წესით დამზადების მეთოდი და იქ არის არაჩვეულებრივი და მრვალხარისხოვანი ჯიშები: ციცკა, ცოლიკაური, ოცხანური, ოჯალეში და უამრავი სხვა. ცნობილია, რომ საქართველოში ვაზის 517 ჯიში იყო და არსებობდა მიკროზონები, სადაც ეს უნიკალური ღვინოები დგებოდა. დღეს მიკროზონების დადგენის სამუშაოები წამოიწყო. დადგენილია 18 მიკროზონა 25 000 ჰექტარი ფართობით. სინამდვილეში საქართველოში 80-მდე მიკროზონა უნდა იყოს. ეს სიმდიდრე გვაქვს, უბრალოდ არასწორი მიდგომებია სოფლის მეურნეობის მიმართ. მაგრამ იქვეა ნათქვამი სისულელეებიც: რად გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება, ამდენი მოსახლე სოფლად და ასე შემდეგ. არადა ჩვენთან სოფლად ვერასდროს იცხოვრებს მოსახლეობის 2-3 პროცენტი. ჩვენთან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იქნება მოსახლეობის, მინიმუმ, 15-20 პროცენტი, იმიტომ რომ ჩვენ ურთულესი ვერტიკალური ზონალობა გაქვს, იმდენი მრავალფეროვნება და მრავალდარგოვნობაა წარმოდგენილი, რომ მექანიზაციის მაღალ დონეს ვერ გამოვიყენებთ. ამ კულტურებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
– დიდ ფართობებზე ვერ ვთესავთ?
– არ არის ეს ქვეყანა დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე. ეს მრავალფეროვნება და მრავალდარგოვნობა ჩვენთვის ბედნიერებაც არის და უბედურებაც. ბედნიერება იმიტომ, რომ ყველაფრის წარმოება შეგვიძლია და უბედურება იმიტომ, რომ არ არის ეს ის რაოდენობა, რომ ბევრი რამ გაიტანო მსოფლიო ბაზარზე.
– ვენახების ფართობი რატომ შემცირდა იმერეთში?
– კახეთის სპეციალიზაცია იყო მარცვლეულობა, მეცხოველეობა, მევენახეობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც 60-იან წლებში საქართველოს განესაზღვრა, გინდა თუ არა ღვინით და ღვინომასალებით უნდა მოამარაგოო, დაიწყო ვენახის მასობრივი გაშენება და ეს ყველაფერი აირ-დაირია. აშენებდნენ და აშენებდნენ ვენახს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი ფართობი იყო ბიცობი ნიადაგები, დამლაშებული ნიადაგები და მეშვიდე-მერვე წელს გაშენებულმა ვაზმა ლპობა დაიწყო ფესვიდან.
დასავლეთ საქართველოს სხვა ამოცანები განესაზღვრა, იქ ავტომატურად შემცირდა ვენახი და კახეთისკენ წამოვიდა. დაიკარგა უნიკალური ჯიშები, დაიკარგა უნიკალური მიკროზონები, მაგრამ ახლა კერძო მესაკუთრეებმა დაინახეს, რომ მოთხოვნილება არის სხვა პროდუქტზეც: წითელ ღვინოებზე.
– ამერიკაში გაზრდილა მოთხოვნილება ნახევრად მშრალ და ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოებზე?
– წითელ ღვინოზე ყველგანაა მოთხოვნა, რადგან ამერიკელებმა კარგად იციან, რომ მსოფლიოში არსებული წითელი ღვინოების დედა და საძირკველი ქართული საფერავია. ამ კვლევის შედეგები უკვე ცნობილია, უბრალოდ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. საქართველო ნამდვილად არის ვაზის სამშობლო და ის აქედან გავრცელდა. ეს არის იბერიული ცივილიზაციის პროდუქტი, რომლის ნაწილიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით.
– ქვემო ქართლი რით არის გამორჩეული?
– არაჩვეულებრივი ზონაა მებოსტნეობისთვის, კარტოფილისთვის. ქვემო ქართლის მებოსტნეობა ძალიან მრავალფეროვანია, უბრალოდ ის არის, რომ ზამთარში ვერ უწევს კონკურენციას იმერეთის ზონას. ზამთარში იმერულ მწვანილს არაფერი ჯობია. სხვათა შორის, ამ უპირატესობას გემოვნურ თვისებებში ვერ ვიყენებთ ვერც საგარეო ბაზარზე.
– იმერეთში სათბურების მწვანილზეა საუბარი?
– მარტივი სათბურებია, შუშიანი არა, თქვენ რომ იფიქრეთ. ვისაც საშუალება აქვს, ცელოფნის ქვეშ მოჰყავს, ვისაც არ აქვს საშუალება, თოვლს რომ გადაყრი, ისეთი ლამაზი, ტანდაბალი, გემრიელი და სურნელოვანი მწვანილია. საქართველოს შეუძლია ზამთარში ბოსტნეულის პრობლემა მოიხსნას: ჩვენ გვჭირდება, დაახლოებით, 300 ჰექტარზე გაშენებული შუშიანი სათბური და იმავე ფართობის მარტივი, ცელოფნის ქვეშ გაშენებული სათბური.
– იმერეთში?
– ყველგან მთელ საქართველოში და ზამთარში ბოსტნეულის პრობლემა მოხსნილია. ეს საკითხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში შევისწავლე ძალიან ცნობილ მეცნიერთან, პრაქტიკოსთან და უდიდეს მებოსტნესთან, პროფესორ სერგო რუხაძესთან ერთად. ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის არა მარტო მწარმოებლები, არამედ დიდი მომხმარებლებიც ვართ. ამიტომ რაიონებში, ყველას უნდა ჰქონდეს ბოსტნები თავის ეზოში. თუ სხვები წელიწადში ერთ სულზე 100 კილოგრამამდე, უფრო ნაკლებსაც, 92 კილოგრამ ბოსტნეულს მიირთმევენ, ჩვენ 146 კილოგრამი გვჭირდება ფიზიოლოგიური ნორმით ბოსტნეული და ბაღჩეული. ჩვენ ისტორიულად არ ვიყავით ხორცის მჭამელი ერი. ხორცს მხოლოდ და მხოლოდ სარიტუალო დღეებსა და დღესასწაულებზე მოვიხმარდით და ეს ძალიან კარგად ჩანს ჩვენს კვებით ტენდენციებში და ჩვენს სუფრებსაც ეტყობა.
– ფხალეული ძალიან მსუყედაა წარმოდგენილი.
– ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ კაკლის კულტურის განვითარებას, ხილს, კენკრებს, რაც მივიწყებულია. ძალიან დიდი პერსპექტივაა მშრალი ხილის წარმოებაში და საქართველომ უნდა ისწავლოს ამ ყველაფრის სერტიფიცირება. საქართველოში ამოღებულ თაფლს ვერ ვყიდით, იმიტომ რომ ლიცენზია არ გვაქვს და სერტიფიცირება ვერ კეთდება.
– თუმცა მაინც გადის თაფლი?
– გადის მხოლოდ კონტრაბანდა, ევროკავშირის ბაზარზე ვერ შეხვალ. შეიძლება, თურქს ჩუმად მიაქვს, შემდეგ უკეთებს ლიცენზირებას და გააქვს თავისი სახელით. ეს არ არის ასე ადვილი, ურთულესი და უმძიმესი კანონმდებლობაა. ლიცენზია რომ აიღო, თაფლის ყველა პარტიაზე 5 000 ლარი უნდა გადაიხადო, ამის საშუალება კი არავის აქვს.
– ფაქტია, რომ შარშან თაფლის დეფიციტი იყო, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით შეისყიდა ვიღაცამ?
– ყოველ შემთხვევაში, ევროპელი არ წაიღებდა. ჩვენთან უნდა გაიზარდოს სკების რაოდენობა, იმიტომ რომ თავისუფლად შეგვიძლია 15 000 ტონა თაფლის წარმოება. ფუტკარს ამავე დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ვეგეტაციის პროცესში.  2-3 წლის წინათ პრობლემები შეიქმნა მთელ მსოფლიოში ფუტკართან მიმართებაში, მაგრამ ქართულმა ფუტკარმა ეს გადაიტანა.
– რა დაემართათ?
– ფუტკარმა განადგურება დაიწყო. ქართული ფუტკარი უნიკალურია, უზარმაზარი ხორთუმი აქვს: ასეთი დიდი ხორთუმი არც ერთ ფუტკარს არ აქვს, დაფრინავს უდიდეს მანძილებზე. ამას გარდა, ჩვენ გაცილებით მდიდრები ვართ: მეფუტკრეს აქვს საშუალება, რომ, როდესაც ბარის ზონაში მოილევს, სკა ორ კვირაში აიტანოს მთისწინეთში, სადაც ახალი მცენარეების ყვავილობა იწყება. შემდეგ მთაში, ალპურ ზონაში. 7-8 ადგილზე შეგიძლია, გადაიტანო სკა, იმისდა მიხედვით, თუ რა ყვავის. თაფლის წარმოების ასეთი პირობები არსად არის, ჩვენ კი გვაქვს. მაგრამ ამის ორგანიზებას დაჯდომა და დაფიქრება უნდა. ულტრალიბერალიზმისთვის კუდის ქიცინით არაფერი გამოვა. ეს უკვე გაიგო მთელმა მსოფლიომ და ყველა ლაპარაკობს, რომ სოფელი ერის კულტურული საძირკველია და მის იდენტობას განსაზღვრავს, ანუ იმას, რაც ჩვენ ვიცოდით და ტრადიციად გვქონდა. სოფლის მეურნეობაში დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო. შენი სიცოცხლე გინდა, დააზღვიე, გინდა –  არა, მაგრამ ამ დარგის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, დაზღვევის ელემენეტები რომ ყოფილიყო, ზარალი ხომ გაცილებით ნაკლები იქნებოდა?!
მიუხედავად იმისა, რომ კახეთში სტიქია დიდ ფართობზე არ მომხდარა, ფასები ნარჩენ პროდუქტზეც გაიზარდა მესამე დღესვე, მწვანილისაც კი.
– მწვანილზე რატომ?
– რატომ არ გაიზრდებოდა?! ნესვი და საზამთროც გაძვირდა, მაგრამ მე ყველაზე უფრო მაშინებს, რა მდგომარეობაა ხორბლის ნათესებში. შარშან ისედაც შარშანწინდელთან შედარებით 10 000 ჰექტრით ნაკლები დაითესა, წინასწარი მონაცემები მოვიპოვე და ვნახე, რომ, საუკეთესო პირობებში, შეიძლებოდა, 70-75 ათასი ტონა მიგვეღო, მაგრამ 40 000-იდან 2 000 ჰექტარი მაინც დაიკარგებოდა, მაგრამ აი, ასეთი წვიმებისა და სტიქიის დროს, როდესაც ალოობის პროცესი დაწყებულია და მოსავალი ყველგან არ არის აღებული, ამიტომ მეშინია, ხომ არ ჩაწვება ხორბალი?! ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომბაინით ვერ აიღებენ მოსავალს, ხოლო ნამგლით და ადამიანის მიერ იმის აღება გამოიწვევს უზარმაზარ დანაკარგებს და ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან გარდაუვალია პურზე ფასის მომატება.
მსოფლიოში ძალიან მძიმე ტენდენციაა. წლევანდელი მძიმე კლიმატური პირობების გამო, ხორბლის ნაკლები მოსავალი იქნება. აი, ამ პერიოდში, როდესაც ახალი მოსავალი შემოდის და ძველი ნარჩენი მარაგი იყიდება ძალიან დაბალ ფასში, 9,4 დოლარი ღირს 24,3 კილოგრამი ხორბალი, არადა ასეთი ფასი იყო 2007 წლის ბოლოს, როდესაც პიკი იყო. ტრანსპორტირება ამერიკიდან და კანადიდან 80 დოლარამდე გაიზრდება და 420 დოლარად მოგვიწევს ყიდვა, არ ვიცი, რას იზამს ყაზახეთი, ძირითადად, მათგან ვყიდულობთ ხორბალს, ალბათ, ისიც გაზრდის ფასს.
– ჩვენები ზრდიან მწვანილის ფასს და ისინი რატომ არ გაზრდიან ხორბლისას?
– აი, ასეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ, ამიტომ ამ დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა შესამუშავებელი. ფიქრით მიღებული გადაწყვეტილებებია საჭირო. ახლა ისეთ მდგომარობაშია სოფლის მეურნეობა,  რომ მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების ათვისება არ შეუძლია.

скачать dle 11.3