კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამედიცინო მომსახურებებს მიიღებენ სექტემბრიდან პენსიონრები, სტუდენტები, 5 წლამდე ბავშვები და პირველი ჯგუფის ინვალიდები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის პროგრამებიც მოქმედებს და უმწეოთა სახელმწიფო დაზღვევაც, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა ჩვენი მოქალაქეების გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მეორე მხრივ, ვერც ზემონახსენები სახელმწიფო პროგრამები და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარანტია, რადგან, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებულ ოპერაციებში არ შედის გამოკვლევების ხარჯი, რომელთა ღირებულებაც ხშირად 1 000 ლარამდეა და რის გარეშეც ოპერაცია უბრალოდ ვერ ჩატარდება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზი. სექტემბრიდან კი დაზღვევის ახალი სისტემა ამოქმედდება, რომლის სიკეთეებითაც მხოლოდ 5 წლამდე ბავშვები, პენსიონრები, სტუდენტები და უმწეონი ისარგებლებენ. დღეს არსებულ  რა ხარვეზებს გამოასწორებს ახალი ინიციატივა და რამდენად რეალურს გახდის, თუნდაც, მხოლოდ ამ კატეგორიის  მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობას. ამ საკითხებს „ქრისტიან-დემოკრატ“ მაგდა ანიკაშვილთან ერთად გავარკვევთ.

– გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ გარშემო ყველას აქვს შეხება სამედიცინო სფეროსთან და ვიცით, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ იღებს იმ მომსახურებას, რაც ეკუთვნის და რაშიც ბიუჯეტის ფულია გადახდილი. როგორ უნდა იმოქმედონ მათ, რომ ის მწირი დახმარება მაინც მიიღონ, რასაც სახელმწიფო სთავაზობს?
– ჯანდაცვის სფეროში კვლევები მართლაც არ არის, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ვიმსჯელოთ, რეალურად, რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს და რა არის ის მტკივნეული წერტილები, სადაც აუცილებლად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. მე მახსენდება ძალიან საინტერესო კვლევა, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული, რომელიც ასეთ მონაცემს გვაძლევს: საქართველოში მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 70 პროცენტს მოქალაქეები თავიანთი ჯიბიდან იხდიან და მხოლოდ 30 პროცენტს აფინანებს სადაზღვევო კომპანიები. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა და სახელმწიფო თავისი ხარჯით აზღვევს მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო კომპანიებში; მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც პირდაპირ ბიუჯეტი აფინანსებს, რეალურად იმ თანხის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვაზე იხარჯება ქვეყანაში, მოქალაქეების საოჯახო ბიუჯეტებიდან გადახდილი თანხაა. ეს ნიშნავს, რომ რეალურად სახელმწიფო დახმარება ძალიან მწირია, სისტემა არ არის გამართული და ადამიანი იმ უდიდეს ხარჯთან, რაც არის სამედიცინო ხარჯი, პირისპირ რჩება. სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირია და ეს ყველგან ასეა: განვითარებულ ქვეყნებში რომ არ არსებობდეს განვითარებული სადაზღვევო სისტემები, მათაც გაუჭირდებოდათ ამ ხარჯის დაფარვა. საქართველოს მოქალაქე, ფაქტობრივად, მიტოვებულია ამ ხარჯებთან. ამას დავამატოთ უმუშევრობაც: ადამიანებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ შემოსავალი და, რაც მთავარია, დასაქმებულთა უმეტესობა მცირე ანაზღაურებას იღებს. საინტერესო მონაცემია, რომ დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 25 პროცენტი იღებს საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს. ანუ დასაქმებულთა რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ მეოთხედი, რადგან მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას საკუთარი შემოსავლებით. ფაქტობრივად, სამედიცინო ხარჯებთან ეს ადამიანები მარტო არიან მიტოვებული და მათ ჯიბიდან უწევთ გადახდა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის ეხმარება სახელმწიფო; აქ არის რამდენიმე გამოკვეთილი ჯგუფი –  საპენსიო ასაკის ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები და სექტემბრიდან შედის ძალაში პოლისები ნულიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ პირველ ჯგუფზეა საუბარი და სოციალურად დაუცველები.
– მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ეს არ არის სამედიცინო ხარჯების 100-პროცენტიანი დაფინანსება სახლმწიფოს მხრიდან?
– რა თქმა უნდა. მინდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია ასეთია: ეს სახელმწიფო პროგრამები მთლიანად კერძო სადაზღვევო სისტემაში გადადის, რადგან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები მაქსიმალურად მცირდება და სახელმწიფო დააზღვევს ადამიანებს, რაც თავისთავად ახალ სირთულეებს ბადებს. უნდა გაკონტროლდეს სადაზღვევო კომპანიები, რადგან ბიუჯეტიდან თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავტომატურად მიიღებს სამედიცინო მომსახურებას. სამწუხაროდ, ამ კონტროლის მხრივ ხელისუფლება დიდ სისუსტეს იჩენს. ჩვენ ვაზღვევთ ადამიანებს, მაგრამ ისინი რეალურად ვერ იღებენ იმ სამედიცინო სერვისს, რაშიც უკვე გადახდილია სახელმწიფოს თანხა. ის, რომ ადამიანი დაზღვეულია, არ ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდეა უზრუნველყოფილი მისი სამედიცინო მომსახურება, რადგან თავად ამ პოლისებშია ძალიან ბევრი ხარვეზი. უპირველესად, ეს ეხება მედიკამენტების დაფინანსებას, რაც ძალიან დიდი ხარჯია ყველა მოქალაქისთვის.
– ოფიციალური მონაცემებით, მედიკამენტებზე ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეები 800 ლარს ხარჯავენ, რაც ჯანდაცვის ეროვნული დანახარჯის 50 პროცენტია?
–  პოლისებში მედიკამენტების დაფინანსება ძალიან შეზღუდულია. აქამდე მოქმედებდა ძალიან მცირე ლიმიტი: 50-ლარიანი წლიური ლიმიტი 50-პროცენტიანი თანაგადახდით, ანუ წელიწადში მხოლოდ 25 ლარის მედიკამენტებს ანაზღაურებდა სადაზღვევო კომპანია, რაც სასაცილო თანხაა. პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ ეს ლიმიტი ოთხჯერ გაიზრდებოდა, ისევ 50-პროცენტიანი თანაგადახდით და დაზღვეული ადამიანი მიიღებდა 100 ლარის მედიკამენტებს წლის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ეს უკვე გაფორმდა მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო დაზღვეულ ადამიანს აუნაზღაურებდა ამ თანხის ნახევარს. ანუ წლიური ლიმიტია 100 ლარი და სახელმწიფოს თანადაფინანსებაა 50 ლარი. შესაძლოა, ეს თანხა იმ ადამიანისთვის, რომელსაც მედიკამენტები მუდმივად არ სჭირდება, გარკვეული შეღავათი იყოს, მაგრამ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტები, ეს არანაირი შეღავათი არ არის. ამიტომ აუცილებელია, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არსებობდეს მედიკამენტების დაფინანსების განსხვავებული რეჟიმი. ეს მოდელი არსებობს მთელ მსოფლიოში, სადაც მოქმედებს კერძო სადაზღვევო სისტემა და ყველგანაა დათქმული გარკვეული ჭერი. მაგალითად, 200 ლარი და, თუ ადამიანს წელიწადში ამ 200 ლარზე მეტი მედიკამენტი დასჭირდება, იგულისხმება, ექიმის მიერ ოფიციალურად გამოწერილი მედიკამენტები, მაშინ ირთვება განსხვავებული რეჟიმი და სადაზღვევო კომპანია ულიმიტოდ ანაზაღაურებს მედიკამენტებს. ითვლება, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება და ამიტომ მას სრულად აფინანსებენ.
– ახალ სადაზღვევო პაკეტებში, როგორც ვიცი, იმ 50 ლარის თანადაფინანსებიანი მედიკამენტების ჩამონათვალი შეზღუდულია?
– ეს არის იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც შეთანხმებულია მთავრობასა და სადაზღვევო კომაპანიებს შორის. ეს ჩამონათვალი საკმაოდ შეზღუდულია და, თუ ექიმი ნიშნავს მედიკამენტს, რომელიც ამ სიაში არ ხვდება, რა თანხაც უნდა ღირდეს: უფრო იაფი თუ ძვირი, სადაზღვევო კომპანია დანახარჯს არ ანაზღაურებს. ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდი პრობლემაა. მაგალითად, ანტიბიოტიკების ჯგუფი საერთოდ არ შედის ამ სიაში, მაშინ, როდესაც ეს პრეპარატები ძალიან ხშირად ინიშნება.
– ოპერაციების დაფინანსების შემთხვევაში ამჟამად მოქმედი პრინციპით, მართალია, სახელმწიფო წილში შედის საოპერაციო ხარჯის დაფარვისას და ეს წილი მერყეობს 50-დან 80 პროცენტამდე, გააჩნია ოპერაციას, მაგრამ ის არ იღებს მონაწილეობას წინასაოპერაციო გამოკვლევებში. ხშირად საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ მის გარეშე ოპერაცია უბრალოდ ვერ ჩატარდება და ამიტომ ოპერაციამდე ვერ მიდის პაციენტი.
– მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაზღვეულების დიდმა ნაწილმა ვერ ისარგებლა სამედიცინო სერვისებით სწორედ აი, ამ გამოკვლევების დაუფინანსებლობის გამო. ანუ, როდესაც ფინანსდებოდა ქირურგიული ჩარევა, ექიმი, ცხადია, ვერ მოკიდებდა ხელს პაციენტს სრული დიაგნოსტიკის გარეშე, ხოლო იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანი ამ ერთჯერად თანხას გამოკვლევაში ვერ გადაიხდიდა, პოლისსაც ვერ იყენებდა. ეს ეგერთ წოდებული მაღალტექნოლოგიური კვლევები არ იდო პოლისებში.
– არც ახლა დევს.
–  და, შესაბამისად, ეს იყო და არის ბარიერი, რომელიც ადამიანს ხელს უშლიდა მისი კუთვნილი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობაში. ეს ამ პოლისების დიდი ხარვეზია, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ სექტემბრიდან ასამოქმედებელ პოლისებში ჩაიდო ეს ახალი კომპონენტი: 80-პროცენტიანი თანადაფინანსება. ანუ სახელმწიფო იხდის მაღალტექნოლოგიური კვლევების საფასურის 80 პროცენტს, 20 პროცენტს კი – დაზღვეული. თუმცა რჩება პრობლემები და ეს ეხება შეზღუდული შესაძლებლობის პირების რეაბილიტაციის პროცესის დაფინანსებას. ბევრ მათგანს აქვს სტაბილური მდგომარეობა და სჭირდება მუდმივი მკურნალობა-რეაბილიტაცია, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ამიტომ დღესაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება, რომ ეს პოლისები გაიმიჯნოს სხვადასხვა საჭიროების მიხედვით. მცირეწლოვნებს თავიანთი პოლისი უნდა ჰქონდეთ, სტუდენტებს –  თავიანთი, რადგან, რაც სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირს, ის არ სჭირდება სტუდენტს. სტუდენტების პოლისში დაავადებათა პრევენციაზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება. ანუ ეს გამიჯვნა დგას დღის წესრიგში და იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან, განხორციელდება.
ანუ ჯერჯერობით საუბარია შემდეგ ჯგუფებზე: პენსიონრებზე; ნულიდან 5 წლამდე ბავშვებზე, სტუდენტებზე, შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე, ოღონდ მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდებზე. ერთნაირი პოლისია ყველასთვის, რაც დიდი ხარვეზია. გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, იმიტომ რომ ბევრი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეფორმის მიღმა დარჩნენ მეორე-მესამე ჯგუფის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები. მათ არ შეხებიათ არც საპენსიო მატება და არც დაზღვევა, მაშინ, როდესაც ისინი იღებენ საარსებო მინიმუმზე ორ-სამჯერ ნაკლებ პენსიას: 55 ლარსა და 75 ლარს.
– 67 წელს ზემოთ პენსიონრებს 140 ლარიდან დააკლდებათ დაზღვევის 15 ლარი, დანარჩენებს კი ბიუჯეტიდან დააზღვევს სახელმწიფო?
– 140-ლარიანი საპენსიო პაკეტის მქონე 67 წელს ზემოთ პენსიონრები ხელზე მიიღებენ 125 ლარს, ხოლო, 67 წლამდე პენისონრები – 110 ლარს, იმიტომ რომ მათი პენსია სექტემბრიდან განისაზღვრება 125 ლარით. დანარჩენი ჯგუფები უბრალოდ პოლისს მიიღებენ.
როდესაც დაზღვეულ ადამიანებსა და მათ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ორი ტიპის პრობლემა უნდა გამოვყოთ: ერთი ის, რომ, რაც თავად პოლისებით არის გათვალისწინებული, არ არის საკმარისი და მეორეა, რომ ადამიანმა დროულად მიიღოს ის მომსახურება, რაც ეკუთვნის. დასაწყისში, როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა, დაზღვეულებს უბრალოდ უარს ეუბნებოდნენ პოლისში ჩადებული სერვისების დაფინანსებაზე და იმის გამო, რომ ადამიანი არ იყო ინფორმირებული, ხელს ჩაიქნევდა ხოლმე. დღეს ასეთმა შემთხვევებმა იკლო: ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, ეს თემა აქტუალურია.
– არის შემთხვევები, როდესაც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების უფლება ენიჭება კლინიკებს, სადაც ძაღლსაც არ მიიყვან სამკურნალოდ. იგივე ხდება უმწეოთა შემთხვევაშიც. ასეთ კლინიკებში ძირითადად, „სასწრაფოს“ მიჰყავს პაციენტები. რატომ ანიჭებენ პროგრამების განხორიცელების უფლებას ასეთი დაბალი დონის კლინიკებს?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. იმის საფრთხე შეიძლება, აღარ იყოს, რომ ადამიანმა საერთოდ ვერ მიიღოს დაფინანსება, მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემა დგება: დაფინანსება უნდა იყოს დროული, არადა ხანგრძლივი რიგებია, როდესაც ადამიანები გეგმური ოპერაციების დროს დაფინანსებას ელოდებიან. რაც მთავარია, სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი და ხარისხი მართლაც პრობლემა გახდა. ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც სადაზღვევო კომპანია ხელმძღვანელობს, თუ სად დააფინანსოს დაზღვეული, ეს არის დაბალი ფასი. თუკი რომელიმე კლინიკა უფრო იაფად შესთავაზებს მომსახურებას, მასთან აფორმებს ხელშეკრულებას.
– მაგრამ ასაკობრივად დაზღვეულების ოპერაციების ღირებულება სახელმწიფოს დადგენილი აქვს და ის მოჭრილად იხდის თანხას?
– ისიც ხომ ტენდერია? იმ ტენდერში სახელმწიფო ხელმძღვანელობს ფასიდან გამომდინარე. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან არ არსებობს სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისა და მკურნალობის უნივერსალური სტანდარტი. რა თქმა უნდა, გვაქვს მაღალი დონის კლინიკები, სადაც სრულადაა დაცული სანიტარული ნორმები, მაგრამ, ასევე, არის სავალალო მდგომარეობაში მყოფი კლინკები. მით უმეტეს, პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, განსაკუთრებით, რაიონებში.
ამიტომ უნდა არსებობდეს მკაცრი სტანდარტები კონტროლის მექანიზმით; უნდა იყოს ზოგადი გაიდლაინებისა და პროტოკოლების სისტემა, რომ თავად სამედიცინო მომსახურება იყოს სტანდარტიზებული.

скачать dle 11.3